ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

ძველი ქართულით (Old Georgian)

ზაქარია წინასწარმეტყველი (ზაქ.) 1

1 მერვესა თთუესა, წელიწადისა მეორისასა დარიოსისა ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიას მიმართ ძისა ბარაქიას, ძისა ადდოას წინაწარმეტყუელისა, მეტყუელი:

2 განრისხნა უფალი მამათა თქუენთა ზედა რისხვითა დიდითა

3 და თქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი ძალთა, - მე მოვიქცე თქუენდა, - იტყჳს უფალი ძალთა.

4 და ნუ იქმნებით, ვითარცა მამანი თქუენნი, რომელთა ესაჯებოდეს მათ წინაწარმეტყუელნი, წინაპარნი მეტყუელნი: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მოიქეცით გზათაგან თქუენთა ბოროტთა და სიმარჯუეთაგან თქუენთა ბოროტთა. და არ შეისმინეს და არ მოიხილეს შესმენად ჩემსა, - იტყჳს უფალი.

5 მამანი თქუენნი სადა არიან და წინაწარმეტყუელნი ნუ უკუნისამდე ცოცხალ იყუნენა?

6 გარნა შჯულნი ჩემნი და საშჯულონი ჩემნი შეიწყნარენით, ვითარცა მე ვამცნებ სულითა ჩემითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა, რომელნი ეწინეს მამათა თქუენთა და მიუგეს და ჰრქუეს: ვითარ-იგი განაწესა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ყოფად თქუენდა გზათაებრ თქვენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა, ეგრეთ გიყო თქუენ.

7 მეოთხესა და მეოცესა მეათერთმეტისა თთჳსასა, ესე არს თთუე სავატი, მეორესა წელსა დარიოსის ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიაჲს მიმართ, ბარაქიას ძისა, ძისა ადდოჲსა წინაწარმეტყუელისა, მეტყუელი:

8 ვიხილე ღამით, და, აჰა, მამაცი აღმავალი ცხენსა ზედა ხსედსა. და ესე დგა საშუალ ორთა მთათა ჩრდილოანთასა და უკუანა მისსა ცხენნი ხსედნი და თეთრნი.

9 და ვთქუ: რაჲ ესენი, უფალო? და თქუა ჩემდა მომართ ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: მე გიჩუენო შენ, რაჲ იყუნენ ესენი.

10 და მომიგო მამაცმან მდგომარემან საშუალ ორთა მთათასა და თქუა ჩემდამო: ესენი არიან, რომელი გამოავლინნა უფალმან გარემოვლად ქვეყანისა.

11 და მიუგეს ანგელოზსა უფლისასა, მდგომსა საშუალ მთათასა, და ჰრქუეს: გან-მე-მო-ვლეთ ყოველი ქუეყანაჲ, და, აჰა, ყოველი ქუეყანაჲ მკჳდროვნობს და მყუდროჲს.

12 და მიუგო ანგელოზმან უფლისამან და თქუა: უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ვიდრე რომლისამდე არ შეიწყალებ იერუსალიმსა და ქალაქთა იუდაჲსთა, რომელნი უგულებელს-ჰყუენ ამას სამეოცდაათსა წელსა?

13 და მიუგნა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ანგელოზსა მზრახვალსა ჩემ შორის სიტყუანი კეთილნი და სიტყუანი ნუგეშინის-ცემისანი.

14 და თქუა ჩემდამო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: აღიღაღადე მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვაშურვე იერუსალჱმსა და სიონსა შური დიდი

15 და რისხვითა დიდითა მე განვრისხენ ნათესავთა ზედა ზედაღდგომილთა მათ წილ, რამეთუ მე ვიდრემე განვრისხენ მცირედ, ხოლო იგინი ზედა დაუჴდეს ბოროტად.

16 ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპრობელი: მოვიქცე იერუსალჱმსა ზედა მოწყალებისა მიერ და სახლი ჩემი აღეშენოს მის შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და საზომი განემარტოს მერმე იერუსალჱმსა ზედა.

17 და თქუა ჩემდამო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: მერმე აღიღაღადე მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე გარდაეცნენ ქალაქნი კეთილთა მიერ და შეიწყალოს უფალმან სიონი მერმე. და აღირჩიოს მერმე იერუსალჱმი.

18 და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ოთხნი რქანი.

19 და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: რანი არიან ისინი, უფალო? და თქუა ჩემდამო: ესე რქანი განმაბნეველნი იუდაჲსნი და ისრაჱლისანი.

20 და მიჩუენნა მე უფალმან ოთხნი ხურონი

21 და ვთქუ: რაჲსა ქმნად მოვლენ ისინი? და თქუა ჩემდამო: იმათ რქათა იუდაჲ და ისრაჱლი დაამჴუეს და ვერვინ მათგანმან აღიღო თავი თჳსი. და გამოვიდეს ისინი აღმახვად მათდა ჴელთა მიერ მათთა. ოთხნი ესე რქანი ნათესავნი იგი არიან, რომელთა აღიმაღლნეს რქანი ქუეყანასა ზედა უფლისასა განბნევად მისსა.