ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

ძველი ქართულით (Old Georgian)

ტობითი* (ტობ.) 1

1 წიგნნი სიტყუათა ტობისნი, ძისა ტობელისნი, ძისა ანნიასნი, ძისა ანაველისნი, ძისა გაბაელისნი, ნათესავისაგან ასერისი, ტომისაგან ნეფთალემისი,

2 რომელი წარიტყუენა დღეთა სალმანასარ მეფისა ასურასტანისათა თეზბეთ, რომელ არს მარჯუენით კერძოსა ნეფთალიმისი, გალილეას ზემო კერძო ასეირსა.

3 ტობი გზათა ჭეშმარიტებისათა, ვიდოდა და სიმართლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, და მოწყალებანი და ქველის-საქმენი მრავალნი ქმნა ძმათა მიმართ მისთა და ნათესავთა მისთა, რომელნი თანა იყვნეს სოფლად, ასურასტანელთა ნინევედ.

  ოდეს იყო უჭაბუკეს ყოველთა ყრმათა შორის ნათესავთა ტომისაგან ნეფთალიმისა, არა იქცეოდა ვითარცა ჭაბუკნი, არამედ ვითარცა მოხუცებული.

4  რამეთუ ყოველნი ტომნი, რომელნი თანა განდგეს და სახლი ნეფთალიმისი, მამისა მისისანი, უზორვიდეს ჴბოსა ბაალისასა ოქროსასა, რომელი ქმნა იორობოამ, მეფემან ისრაჱლისამან, და მაღალთა ზედა ყოველთა მთათა ზედა,

5  

6 და ხოლო ტობი მარტო მივიდის მრავალგზის იერუსალჱმდ დღესასწაულთა, ვითარცა წერილ არს ყოვლისათჳს ისრაჱლისა ბრძანებითა საუკუნეთა, პირველთა ნაყოფთასა და ათეულთა ნაყოფისათა, და პირველ ნარისუავი ცხოვართა მიიღის და მისცის იგი მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, საკურთხეველსა და ყოველთა ნაყოფთა ათეულსა მისცემდის ძეთა ლევისთა, რომელნი ჰმსახურებდეს იერუსალჱმს,

7 და მეორე ათეული დაჰყიდის და მივიდის, შეამსახურის იერუსალჱმს თჳთეულსა წელიწადსა.

8 ხოლო მესამე ათეული მისცის, ვიეთა-იგი ჯერ-არნ, ვითარცა-იგი ჯერარს, ვითარცა-იგი ამცნო მას დებორა, მამისდედამან მისმან, რამეთუ ობოლი დაშთა მამისაგან თჳსისა.

9 და ოდეს იქმნა მამაკაც, მოიყვანა ანნა ცოლად ნათესავისაგან მამისა მისისა და ესვა მისგან ტობია.

  და სიყრმითვე ასწავლიდა შაშთა ღმრთისათა და ყოველთა ცოდვათა განშორებასა.

10 და რაჟამს წარიტყუენნეს ნინევად, ყოველნი ძმანი და ნათესავისაგანნი ჭამდეს პურსა წარმართთასა.

11 ხოლო მან დაიცვა სული თჳსი ჭამისაგან, რამეთუ მოეჴსენა მას ღმერთი ყოვლითა გულითა.

12  

13 და მისცა მას მაღალმან მადლი და ხატოვნება წინაშე სალმანასარ მეფისა და იყო მისა ვაჭარი.

  და მიეცა მას ჴელმწიფება, სადაცა ენება წარსლვა, და თავისუფლება, რაჲთა ენება ქმნად.

  და მივიდის ყოველთა ტყვეთა თანა და ნუგეშინის-ცემდის.

14 როგუელისა ქალაქთა ხუარკეთისათა პატივ-სცეს და მოსცეს ათი ტალანტი ვეცხლი.

  და მუნ კრებულთა შორის გაბაელ იხილა დავრდომილი და ვედრი დადვა ვეცხლისა მის თანა და მოუღო ჴელით-წერილი.

15 და ოდეს მოკუდა სალმანასარ, მეფობდა სენაქერიმ, ძე მისი, მის წილ და გზანი მისნი შფოთ იყვნეს და ვერღარა იკადრებდა მისლვად ხუჟიკეთა.

16 და დღეთა სალმანასარისთა მოწყალებასა მრავალსა ჰყოფდა ძმათა ჩუენთათჳს.

17 პურსა მისსა ცემდის მშიერთა და სამოსელსა შიშველთა, უკუეთუ სადა ვინ იხილის ნათესავისა ჩუენისაგანი მომკუდარი და განგდებული უკანა კერძო ზღუდესა ნინევისასა, დაჰფლევდის მათ, და რაოდენთა მოსწყუედდა სენიქერიმ მეფე.

18 მო-რა-ვიდა სენაქერიმ სივლტოლით ჰურიასტანით, დაჰფლევდის მათ პარვით, რამეთუ მრავალნი მოსრნა გულისწყრომით და ეძიებდა მეფე გვამებსა მათსა და არა იპოვა.

19 მი-ვინმე-ვიდა ნინეველი და უთხრა მისათჳს მეფესა, ვითარმედ იგი დაჰფლევდა მკუდრებსა მას და დაემალა, რამეთუ აგრძნა, ვითარმედ ეძიებს მას მოკლვად, შეეშინა და ივლტოდა და აღჭრეს ყოველი ნაყოფი მისი.

20 და არა რა დაშთა მის თანა თჳნიერ ხოლო ანნასა, ცოლისა მისისასა, და ტობიასა, ძისა მისისასა.

21 და არღარა წარსულ იყვნეს ერგასისნი დღენი და მოკლეს იგი ორთა ძეთა მისთა და წარივლტოდეს იგინი და წარვიდეს მთათა არარატით კერძო და მეფობდა ასარდან, ძე მისი, მის წილ. და დაადგინა მან აქაიაქაროს, ძე ანაელისი, ძმისწული თჳსი, ყოველთა ზედა რჩეულთა სამეუფოსა მისისათა და ყოველთა ზედა განსაგებელთა მისთა და ევედრა აქიაქაროს მისთჳს მეფესა.

22 და მოვიდა ნინევად, რამეთუ იქიაქაროს იყო ღჳნისმნე და ბეჭედსა ზედა გამგებელ და სიტყჳსმყოფელ, სამწიგნობრესა მწერალ; და დაადგინა იგი საკერდონსორ შემდგომად თჳსა, ხოლო იყო იგი ძმისწული მისი. და ოდეს მოვიდა სახიდ მისად და მისცეს მას ანნა, ცოლი მისი, და ტობია, ძე მისი.