ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

ახალი ქართულით (The new Georgian)

ტობითი* (ტობ.) 1

1 წიგნი ტობითის ამბავთა, ძისა ტობიელისა, ძისა ხანანიელისა, ძისა ადუელისა, ძისა გაბაელისა, იახციელის საგვარეულოდან, ნაფთალის ტომიდან,

2 რომელიც ენემესაროსის, აშურის მეფის, დროს ტყვედ წაიყვანეს თისბედან, ნაფთალის კიდიოსის მარჯვნივ რომ მდებარეობს, გალილში, აშურის ზემოთ.

3 მე, ტობითი, ჭეშმარიტების გზით დავდიოდი მთელი ჩემი სიცოცხლე, ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი მოძმეებისთვის და იმ ხალხისთვისაც, ვინც ჩემთან ერთად აშურელთა ქვეყანაში, ნინევეში წამოვიდა.

   

4 როცა ჩემს ქვეყანაში, იერუსალიმის მიწაზე, ვცხოვრობდი ჩემს ახალგაზრდობაში, მთელი ნაფთალის ტომი, ჩემი მამული ტომი, შორს იყო იერუსალიმის სახლიდან, რომელიც არჩეული იქნა ისრაელის ყველა ტომიდან, რათა ყველა ტომს იქ შეეწირა მსხვერპლი. იქ იკურთხა ტაძარი უზენაესის დასავანებლად და აშენდა ყველა თაობისთვის საუკუნოდ.

5 ყველა განდგომილი ტომი მსხვერპლს სწირავდა ბაალს - ხბოს, და ასევე ნაფთალის სახლიც, მამაჩემისა.

6 მე ერთი დავდიოდი ხშირად იერუსალიმში დღესასწაულებზე, როგორც დაუწესდა მთელს ისრაელს საუკუნო ბრძანებით. მიმქონდა ნათავარნი, მოსავლის მეათედი და პირველი ნაპარსი.

7 ვუძღვნიდი მათ მღვდლებს - აარონიანებს საკურთხევლისათვის. ყოველი ნაყოფის მეათედს იერუსალიმში მომსახურე ლევიანებს ვაძლევდი. მეორე მეათედს ვყიდდი და ვხარჯავდი ყოველწლიურად იერუსალიმში ყოფნისას.

8 მესამეს ვაძლევდი, ვისაც ეგებოდა, როგორც მიანდერძა დებორამ, მამაჩემის დედამ, რადგან ობლად ვიყავი დარჩენილი მამის შემდეგ.

9 რომ დავკაცდი, მოვიყვანე ცოლად ხანა მამაჩემის საგვარეულოდან და შემეძინა მისგან ტობია.

   

10 როცა ტყვედ ვიყავი ნინევეში, ყველა ჩემი მოძმე და თვისტომი წარმართთა პურს ჭამდა.

11 მე კი დავიცავი ჩემი სული, რათა არ მეჭამა.

12 რადგან მე მახსოვდა ღმერთი მთელი ჩემი სულით.

13 უზენაესმა მადლი და სიკეთე მომანიჭა ენემესაროსის წინაშე და გავხდი მისი ვაჭარი.

   

   

14 გავემგზავრე მიდიაში და მივაბარე გაბაელს, გაბრიას ძმას, რაგეში ათი ტალანტი ვერცხლი.

   

15 როცა მოკვდა ენემესაროსი, მის ნაცვლად გამეფდა სანხერიბი, მისი ძე, რომლის გზები მოუწყობელი იყო და უკვე ვეღარავინ ბედავდა მიდიაში გამგზავრებას.

16 ენემესაროსის დროს მრავალი მოწყალება გამიღია ჩემს მოძმეთათვის.

17 ვუყოფდი ჩემს პურს მშიერთ და მოსასხამს - შიშველ-ტიტველთ. თუ დავინახავდი ვინმეს ჩემს თვისტომს, მკვდარსა და გადაგდებულს ნინევეს კედლის გარეთ, ვმარხავდი.

18 თუ ვინმე იუდაში გაქცეული მობრუნდებოდა და მოკლავდა მას მეფე სანქერიბი, ფარულად ვმარხავდი. ბევრს კი ხოცავდა განრისხებული. მერე ეძებდა მეფე გვამებს და ვერ პოულობდა.

19 მივიდა ერთი კაცი, მოახსენა მეფეს ჩემზე, რომ ვმარხავდი გვამებს და ვმალავდი. როცა გავიგე, რომ მოსაკლავად მეძებდნენ, შეშინებული გავიქეცი.

20 დაიტაცეს მთელი ჩემი ქონება და აღარაფერი დამრჩა, გარდა ხანასი, ჩემი ცოლისა, და ტობიასი, ჩემი ძისა.

21 არ გასულა ორმოცდაათი დღე, რომ მოკლა სანხერიბი მისმა ორმა ვაჟმა, და გაიქცნენ არარატის მთისკენ. მის ნაცვლად მისი ძე, ასარხადონი, გამეფდა და დანიშნა აქიაქაროს ანაელი, ჩემი ძმისწული, სამეფოსა და მთელი თავისი მეურნეობის აღმწერლად.

22 მოახსენა აქიაქაროსმა ჩემზე და დავბრუნდი ნინევეში. აქიაქაროსი კი იყო ღვინის მწდე, ბეჭდის მცველი, ხაზინადარი და აღმრიცხველი. და დანიშნა იგი ასარხადონმა მეორე კაცად. ჩემი ძმისწული იყო იგი.