ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4

ახალი ქართულით (The new Georgian)

რუთი (რუთ.) 1

1 ეს მოხდა მსაჯულთა მსაჯულობის დროს, როცა ქვეყანაში შიმშილი იყო. წავიდა ერთი კაცი იუდას ბეთლემიდან მოაბის ველზე საცხოვრებლად თავისი ცოლითა და ორი ვაჟითურთ.

2 კაცს ერქვა ელიმელექი, მის ცოლს ნაყომი; ვაჟებს მახლონი და ქილიონი. ეფრათელნი იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ მოაბის ველზე და იყვნენ იქ.

3 მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი, და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ვაჟით.

4 მოიყვანეს ვაჟებმა ცოლად მოაბელი ქალები. ერთის სახელი იყო ყორფა, მეორისა - რუთი. და ცხოვრობდნენ იქ ათიოდე წელი.

5 დაიხოცნენ ეს ორნიც - მახლონი და ქილიონი, და დარჩა დედაკაცი უშვილოდ. და უქმროდ.

6 ადგა და დაბრუნდა თავისი რძლებითურთ მოაბის ველიდან, რადგან შეიტყო მოაბის ველზე, რომ მოხედა უფალმა თავის ერს და მისცა პური.

7 გავიდა თავის ორ რძალთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა, და იუდას ქვეყნისაკენ დაადგა გზას.

8 უთხრა ნაყომიმ თავის ორ რძალს: წადით, დაბრუნდით თქვენ-თქვენი დედის სახლში. სიკეთით გადაგიხადოთ! უფალმა. თქვენი ამაგი გარდაცვლილებზე და ჩემზე.

9 უფალმა გაპოვნინოს ორთავეს მყუდრო ცხოვრება თქვენ-თქვენი ქმრების ხლში. და გადაკოცნა ისინი. მათ კი ხმამაღალი ტირილი დაიწყეს.

10 უთხრეს მას: წამოგყვებით შენს ხალხთან.

11 უთხრა ნაყომიმ: გაბრუნდით, შვილებო, რისთვის უნდა წამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ?

12 გაბრუნდით, შვილებო, წადით! დავბერდი, აღარ მეყოლება ქმარი. კიდეც რომ მქონდეს იმედი, კიდეც რომ ვიქნე ამაღამ ქმართან და ვშობო ვაჟები,

13 განა თქვენ დაელოდებით მათ დაზრდას? განა უარს იტყვით გათხოვებაზე? არა, შვილებო, ძალზე მენანებით, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი.

14 კვლავ ხმამაღალი ტირილი დაიწყეს. გადაკოცნა ყორფამ დედამთილი, რუთი კი მიეკრო მას.

15 უთხრა: ხედავ, უბრუნდება შენი რძალი თავის ხალხსა და ღმერთს. მიჰყევი შენს რძალს.

16 თქვა რუთმა: ნუ მაიძულებ დაგტოვო და წავიდე შენგან, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია.

17 სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა.

18 რაკი დაინახა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან ერთად წასვლა, შეწყვიტა ლაპარაკი.

19 იარეს ამ ორთა, ვიდრე არ მიადგნენ ბეთლემს. ბეთლემში მისვლისას შეიძრა მთელი ქალაქი მათ გამო. ამბობდნენ, ნაყომი ხომ არ არისო ეს დედაკაცი?

20 უთხრა მათ: ნუღა დამიძახებთ ნაყომის (სიამეს), დამიძახეთ მარა (გამწარებული), რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლადძლიერმა.

21 სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღატომ უნდა მეძახდეთ ნაყომის? გამტანჯა უფალმა და გამაუბედურა ყოვლადძლიერმა.

22 დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად, რომელიც მოაბის ველიდან წამოჰყვა მას. მკათათვის დასაწყისი იყო, როცა ბეთლემში მოვიდნენ ისინი.