ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1

ძველი ქართულით (Old Georgian)

აბდია წინასწარმეტყველი (აბდ.) 1

1 ხილვაჲ აბდიასი, რომელი იყო უწინარეს გამოსლვისა ასურასტანით. ამათ ეტყვის უფალი ღმერთი იდუმეასა: სასმენელი მესმა უფლისა მიერ. და გარემოცვა წარმართთა მიმართ განავლინა: აღდეგით და აღვდგეთ მის ზედა ბრძოლად.

2 აჰა, შემცირებულად მიგეც შენ წარმართთა შორის. უპატივო ხარ შენ ფრიად.

3 ამპარტავანებამან გულისა შენისამან აღგიღო შენ, დამკჳდრებულთა შორის ჴურელებსა კლდეთასა აღმამაღლებელი საყოფლისა თჳსისა, მეტყუელი გულსა შინა მისსა: ვინ დამამჴუას მე ქუეყანასა ზედა.

4 უკუეთუ აღიმაღლო, ვითარცა არწივმან, და უკეთუ შორის ვარსკულავთა დაიდგა ბუდე შენი, მიერ გარდამოგაგდო შენ, - იტყჳს უფალი,

5 უკეთუმცა მპარავნი შევიდეს შენდა, ანუ ავაზაკნი ღამე, სადამცა განიგდე, არამცა იპარნე საკმანი თავთა თჳსთათჳს, და უკეთუმცა მსთულებელნი შევიდეს შენდა, არამცა დაუტევესა მოსაკუფხლავი?

6 ეითარ გამოკულეულ იქმნა ესავ და დაშთეს დაფარულნი მისნი.

7 ვიდრე საზღუართამდე შენთა განგავლინეს შენ, ყოვვლნი მამაკაცნი აღთქმისა შენისანი წინააღგიდგეს შენ, ძლიერ იქმნეს შენდამი მამაკაცნი მშჳდობისა შენისანი. დაგიდვეს შესაბრკოლებელი ქუეშე შენსა. არა არს გულისხმის-ყოფაჲ მათ თანა.

8 მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - წარვსწყმიდნე ბრძენნი ქუეყანით იდუმეაჲთ და გულისჴმის-ყოფაჲ მთისაგან ისავისსა.

9 და წიწნეულ იქმნენ მბრძოლნი შენნი თემანითგამონი, რათა აღიღოს კაცი მთისაგან ესავისსა

10 კლვისათჳს და უთნოობისა ძმისა შენისა იაკობისსა და დაგფაროს შენ სირცხჳლმან და აღგჴოცო უკუნისამდე.

11 ვინა დღითგან წინააღუდეგ წინააღმდგომად დღესა შინა ტყუე-ყოფადისასა, სხუანათესავნი ძალსა მისსა და უცხონი შევიდეს ბჭეთა მისთა და იერუსალჱმსა ზედა განიგდეს წილი. და თქუენ ხართ, ვითარცა ერთი მათგანი.

12 და ნუ მიხედავ დღესა უცხოსა, დღესა შინა ძისა შენისასა და ნუ მოსცხრები ძეთა ზედა იუდასთა, დღესა შინა წარწყმედისა მათისასა და ნუ დიდსიტყუაობ დღესა შინა ჭირისასა,

13 ნუცა შეხუალ ბჭეთა ერისათა დღესა შინა ტკივილთა მათთასა. და ნუ ზედდაჰხედავ შენცა შესაკრებელსა მათსა დღესა შინა მოსრულებისა მათისასა. და ნუცა თანდაშჯდები ძალსა ზედა მათსა დღესა შინა წარწყმედისა მათისასა.

14 ნუცა დასდგები განსავალთა ზედა მათთა მოწყუედად განრინებულთა მათგანთა. ნუ წყუდეულ-ჰყოფ მლტოლვარეთა მათგან დღესა შინა ჭირისასა

15 მით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ ყოველთა ზედა ნათესავთა. ვითარსახედ უყავ, ეგრეთ იყოს შენდა მოსაგებელი შენი მოგეგოს შენ თავსა ზედა შენსა

16 მით, რამეთუ ვითარსახედ ჰსუემდ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სუმიდენ ყოველნი ნათესავნი, ღჳნოსა სუმიდენ და შთასთქმიდენ და იყვნენ, ვითარცა არაყოფილნი.

17 ხოლო შორის მთასა სიონსა იყოს მაცხოვარებაჲ, და იყოს წმიდაჲ, და დაიმკჳდრნეს სახლმან იაკობისამან დამამკჳდრებელნი მათნი.

18 და იყოს სახლი იაკობისა ცეცხლი და სახლი იოსებისი-ალ, ხოლო ესავისი - ლელწამ. და აღატყდენ მათ ზედა და შეიჭამნენ იგინი. და არა იყოს მეცეცხლე სახლსა ესავისსა, რამეთუ უფალმან თქუა:

19 და დაიმკჳდრონ ნაგეისშინათა მთაჲ ესავისი, და სეფილასშინათა უცხოტომნი იგი. და დაიმკჳდრონ მთაჲ იგი ეფრემისი, და ველი სამარაჲსაჲ, და ბენიამენი და გალაადიტი.

20 და გარდასახლებისა დასაბამი ესე არს ძეთა ისრაჱლისათა: ქუეყანაჲ ქანანელთაჲ ვიდრე სარეფთონდმდე და გარდასახლებაჲ იერუსალიმისაჲ ვიდრე ეფრათადმდე. და დაიმკჳდრნენ ქალიქნი ნაგესისნი.

21 და აღვიდოდიან განრინებულნი მთისაგან სიონისა, შურისძიებად მთასა ესავისსა და იყოს უფლისა მეუფებაჲ.