ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4

ახალი ქართულით (The new Georgian)

მალაქია წინასწარმეტყველი (მალ.) 1

1 განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელისადმი მალაქიას პირით:

2 მე შეგიყვარეთ თქვენ, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ, რისთვის შეგვიყვარეო? განა ესავი იაკობის ძმა არ არის? ამბობს უფალი, მაგრამ მე იაკობი შევიყვარე,

3 ესავი კი შევიძულე და გავაუკაცრიელე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო.

4 თუმცა ამბობს ედომი: დარბეული ვართ, მაგრამ კვლავ ავაშენებთ ნაოხარსო. ცაბაოთ უფალი ასე ამბობს: ისინი ააშენებენ და მე დავანგრევ: დაარქმევენ მათ სიბოროტის მხარეს და ისეთ ხალხს, რომელსაც სამუდამოდ შემოსწყრა უფალი.

5 იხილავენ ამას თქვენი თვალები და იტყვით: იდიდა უფალმა ისრაელის საზღვრებს გარეთ.

6 შვილი პატივს სცემს მამას და ყმა - თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო; თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავით შენი სახელიო?

7 მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე წაბილწული პური და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: სუფლო ტაბლა შესაზიზღიაო.

8 ბრმას რომ სწირავთ მსხვერპლად, ბოროტება არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ბოროტება არ არის? აბა მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონოს ანთუ კეთილად შემოგხედოს? ამბობს ცაბაოთ უფალი.

9 ახლა კი შეევედრეთ ღმერთს, ვინძლო შეგვიწყაღოთ. როგორ შემოგხედოს კეთილად, როცა ეს გამოდის თქვენი ხელიდან? ამბობს ცაბაოთ უფალი.

10 რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე! არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი.

11 რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს ცაბაოთ უფალი.

12 თქვენ კი შელახეთ იგი თქვენი ნათქვამით: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და ნაყოფი მისი შესაზიზღიაო საჭმელად.

13 ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო. და გძულთ იგი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული; ძღვენიც ასეთივე მოგაქვთ - როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? ამბობს უფალი.

14 წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი ჰყავს ფარაში, მაგრამ დასაჩიხრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს! რადგან დიდი მეფე ვარ მე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და საშინელია ჩემი სახელი ხალხებში.