ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

ძველი ქართულით (Old Georgian)

ლევიანნი (ლევ.) 20

1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2 უკუეთუ ვინმე ძეთაგანმან ისრაჱლისათამან, გინათუ მოსრულთაგანმან მწირმან ისრაჱლსა შორის, რომელ მისცეს ნათესავი თჳსი მთავარსა, სიკუდილით მოკუედინ, ტომმან მისვე ქუეყანისამან ქვაჲ დაჰკრიბონ მას.

3 და მე დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა, რამეთუ მისცა მთავარსა, რათა შეაგინოს სიწმიდე ჩემი და შეაბილწოს სახელი განწმედილთა ჩემდამო.

4 უკუეთუ უგულებით უგულებელ-ყონ თუალითა მათითა მკჳდრთა მათ ქუეყანისათა კაცისა მისთჳს, რომელმან მისცა ნათესავი თჳსი მთავარსა და არა მოკლან იგი.

5 და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა და ნათესავსა მისსა.

6 და წარწვწყმიდო იგი და ყოველნივე მის თანა შეთქმულნი, ვითარცა ისიძვიდეს მთავართა მიმართ, ერისაგან მათისანი.

7 და კაცი, რომელი შეუდგის მუცლითმეზღაპრედ, გინა მსახრვალად, რათა ისიძვიდენ იგინი მთავართა მიმართ, ერისა მათისაგანნი და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა და იყუნეთ თქუენ წმიდა, რამეთუ მე წმიდა ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

8 და დაიმარხნეთ ბრძანებანი ჩემნი და ჰყუნეთ იგინი, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განგწმედ თქუენ. უკუეთუ კაცმან-კაცმან ბოროტი ჰრქუას მამასა თჳსსა, გინა დედასა თჳსსა, სიკუდილით მოკუედინ, რამეთუ მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა ბოროტი ჰრქუა, თანამდებ არს სიკუდილისა.

9 კაცმან უკუეთუ ვინმე იმრუშოს ქმრისცოლისა, გინა ცოლისა თანა მოყუსისა თჳსისა,

10 სიკუდილით მოკუედინ მრუშავი იგი და რომლისა თანა იმრუშა.

11 და უკუეთუ ვინმე დაწვეს მამისცოლისა თანა, რამეთუ სარცხჳნელი მამისა თჳსისა გამოაცხადა, სიკუდილით მოკუედინ ორნივე, რამეთუ უღმრთოებაჲ ყვეს, ამისთჳს თანამდებ არიან.

12 რომელი დაწვეს წულისა თანა საწოლითა დედებრ, რამეთუ საძაგელი ქმნეს ორთავე, სიკუდილით მოწყდენ, რამეთუ თანამდებ არიან.

13 რომელმან შეირთოს ასული და დედაჲ მისი, რამეთუ უშჯულოებაჲ არს,

14 ცეცხლითა დაწჳთ იგი და იგინი მის თანა, და არა იყოს ურჩულოებაჲ თქუენ შორის.

15 და რომელი დაწვეს პირუტყუსა თანა, სიკუდილით მოკუედინ და ოთხფერჴი იგი მოკალთ.

16 და დედაკაცი, რომელი მოუჴდეს ყოველსა პირუტყუსა ცოდვად მისგან, მოკალთ დედაკაცი იგი და პირუტყჳცა იგი. სიკუდილით მოწყდენ, რამეთუ თანამდებ არიან.

17 რომელმან შეირთოს დაჲ თჳსი მამით, გინა დედით და იხილოს სარცხჳნელი მისი და მან იხილოს სარცხჳნელი თჳსი, რამეთუ საყუედრელ არს, მოისპედ იგინი წინაშე ძეთა ნათესავისა მათისათა, რამეთუ სარცხჳნელი დისა თჳსისაჲ გამოაცხადა, ცოდვაჲ მოიღონ მათ.

18 და მამაკაცი, რომელი დაწვეს დედაკაცისა თანა გამოჯდომილისა და გამოაცხადოს სარცხჳნელი მისი, წყაროჲ მისი გამოაცხადა და დედაკაცმან, გამოაცხადა მდინარე სისხლისა მისისაჲ, მოისპენ ორნივე ნათესავისაგან მათისა.

19 და სარცხჳნელი მამისდისა თჳსისაჲ და დედისა დისა თჳსისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ თჳსებაჲ გამოაცხადა, ცოდვაჲ მოიღონ.

20 რომელი დაწვეს ნათესავისა თჳსისა თანა, რამეთუ ნათესაობაჲ გამოაცხადა, უშვილონი მოწყდენ.

21 რომელმან შეირთოს ცოლი ძმისა თჳსისაჲ, არაწმიდება არს, რამეთუ სარცხჳნელი ძმისა თჳსისაჲ გამოაცხადა, უშვილონი მოწყდენ.

22 და დაიმარხნეთ ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და ყვენით იგინი. და არა მოგიძაგნეს თქუენ ქუეყანამან, რომელსა მე შეგიყვანენ თქუენ დამკჳდრებად მას ზედა.

23 და არა ხჳდოდით თქუენ შჯულსა მას წარმართთასა, რომელნიმე განვასხნე პირისაგან თქუენისა.

24 რამეთუ ამას ყოველსა იქმოდეს იგინი და მოვიძაგენ იგინი და გარქუ თქუენ, ვითარმედ თქუენ დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ, რომელ არს მდინარე სძისა და თაფლისაჲ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, ვითარცა-იგი მე გამოგირჩიენ თქუენ ყოველთაგან ნათესავთა.

25 გამოირჩიეთ თქუენცა შორის საცხოვართა მათ წმიდათა და შორის არაწმიდათა და შორის მფრინველთა წმიდათა და არაწმიდათა, და არა საძაგელ იყუნენ სულნი თქუენნი საცხოვართაგან და მფრინველთაგან და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისათა, რომელნი მე განგიჩინენ თქუენ არაწმიდად.

26 და იყუნეთ თქუენ ჩემდა წმიდა, რამეთუ მე წმიდაჲ ვარ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ყოველთაგან ნათესავთა, რათა იყუნეთ ჩემდად.

27 და მამაკაცი, ანუ თუ დედაკაცი იყუნენ თუ მისან, გინა მსახრვალ, სიკუდილით მოწყდედ, ქვითა დაქოლენით იგინი, რამეთუ თანამდებ არიან.