ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

ძველი ქართულით (Old Georgian)

ლევიანნი (ლევ.) 13

1 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

2 კაცისა უკეთუ იყოს ვისსამე სხეულსა ფერისა მისისასა ბრძჳრი, ნიში, ანუ თუ თეთრი, და იყოს ჴორცსა ფერისა მისისასა სახე კეთროვანებისაჲ და მოიყვანოს იგი აჰრონის მღდელისა, გინა ერთისა ძისა მისისა მღდელისა.

3 და იხილოს მღდელმან მან ნიში იგი ტყავსა ფერისა მისისასა და თმაჲ სახესა მას გარდაიქცეოდის სპეტაკად და პირი იგი ნიშისაჲ მის იყოს მწუხარე ტყავისა მისგან, შედებაჲ კეთროვანებისაჲ. არს და იხილოს მღდელმან მან და შეგინებულად შეჰრაცხოს იგი.

4 უკუეთუ ბრწყინვალებაჲ იგი იყოს სპეტაკ ტყავსა მას ფერისა მისისასა და მწუხარე არა იყოს ფერი იგი პირისა მისისა, ტყავი მისგან და თმაჲ მისი არა ფერქცეულ იყოს და თმაჲ სპეტაკ, არამედ მოშავე, და განავლინოს იგი გარე მღდელმან მან, რომელსა-იგი შეედების კეთროვანებაჲ, შჳდ დღე.

5 და იხილოს მდღელმან მან ნიში იგი, ჰგიესღა მის თანა და არა მოიქცა ნიში იგი ფერსავე თჳსსა, და კუალად განავლინოს იგი მღდელმან მან მეორედ შჳდ დღე.

6 და იხილოს იგი მღდელმან მან დღესა მეშჳდესა მეორედ და აჰა, ესერა, მოშავე არს ნიში იგი, არა იცვალა სხეულისაგან თჳსისა. განწმიდოს იგი მღდელმან მან, რამეთუ სასწაულად არს და განირცხეს სამოსელი თჳსი და არაწმიდა იყოს.

7 უკუეთუ გარდაქცევით გარდაიქცა სასწაული იგი სხეულისაგან მისისა შემდგომად ხილვისა მის მღდელისა ღა განწმედისა მისისა და ეჩუენოს მეორედ მღდელსა მას და იხილოს მღდელმან მან და აჰა, ესერა, სასწაულად არს და იცვალა ტყავისაგან მისისა.

8 და კუალაღ შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან, რამეთუ კეთროვანებაჲ არს.

9 უკუეთუ შედებაჲ კეთროვანებისაჲ იყოს ვისთანამე კაცისა, მოვიდეს მღდელისა მის.

10 და იხილოს მღდელმან და აჰა, ესერა, ბრძჳრი სპეტაკი არს ჴორცთა მისთა და იგი გარდაიქცა თმად თეთრად ცოცხლისა მისგან ჴორცისა, ცხოველისა ბრძჳრსა მას,

11 კეთროვანებაჲ დაძუელებული არს ჴორცსა ფერისა მისისასა. და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან და განჴადოს იგი გარე, რამეთუ არაწმიდა არს.

12 უკუეთუ ყუავილით ყუაოდის სისპეტაკე იგი სხეულთა მისთა და დაფაროს სისპეტაკემან მან ყოველივე სხეული ხილვისა მისისაჲ თავითგან ვიდრე ფერჴადმდე

13 ყოვლადვე ხილვად მღდელისა მის, და აჰა, ესერა, დაფარა სისპეტაკემან მან ყოველივე სხეული ფერისა მისისაჲ, და განწმიდოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი, რამეთუ ყოვლადვე გარდაიქცა სპეტაკად, წმიდა არს იგი.

14 და რომელსა დღესა გამოაჩნდეს მას ფერი ცოცხალი, შეიგინა იგი.

15 და იხილოს მღდელმან მან ფერი იგი ცოცხალი, და შეაგინოს ფერმან მან ცოცხალმან და არაწმიდა არს იგი.

16 უკუეთუ კუალად ეგოს, ფერი იგი ცოცხალი და გარდაიქცეს სპეტაკად,

17 მოვიდეს იგი მღდელისა მის. და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, ესერა, გარდაიქცა შეხებაჲ იგი სპეტაკად, და განწმიდოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი და წმიდა იყოს.

18 და უკუეთუ იყოს ჴორცსა ტყავისა მისისასა წყლულებაჲ იგი რაჲმე და განცოცხლდეს

19 და იყოს ადგილსა მას წყლულებისასა ბრძჳლი სპეტაკი გინა ბრწყინვალე მოთეთრედ, გინა მოწითლედ, ეჩუენოს იგი მღდელსა მას.

20 და იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, პირი მისი უმდაბლე ტყავისა მის და თმაჲ მისი გარდაიქცა თეთრად, და შეგინებულ-ყოს მღდელმან, რამეთუ კეთროვნებაჲ არს, რამეთუ წყლულსა მას გამოაჩნდა.

21 უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა იყოს მას ზედა თმაჲ სპეტაკი და უმწუხარეს არა იყოს ფერისაგან მისისა, და იგი იყოს მოშავე, და განავლინოს იგი გარე მღდელმან მან შჳდ დღე.

22 უკუეთუ განეფინოს ტყავსა მას შინა, შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, რამეთუ შედებაჲ არს კეთროვანებისაჲ და წყლულსა მას გამოაჩნდა.

23 უკუეთუ ადგილობანს ეგოს ბრწყინვალებაჲ იგი და არა განეზაოს, ბრძჳლი წყლულებისაჲ არს იგი, განწმიდოს იგი მღდელმან მან.

24 უკუეთუ იყოს ჴორცი გუამსა მისსა დამწუარი ცეცხლითა და იყოს ტყავსა მას მისსა განგებულსა ნაწუევისასა მონათლედ ბრწყინვალე, სპეტაკად მოწითლედ, გინა მოთეთრედ.

25 იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, გარდაიქცა თმაჲ იგი სპეტაკად ბრწყინვალედ და პირი მისი უმდაბლეს ტყავისაგან, კეთროვანება არს, დამწუარსა მას გამოაჩნდა და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან, რამეთუ შეხებაჲ კეთროვანებისაჲ არს.

26 და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა იყოს მოთეთრესა მას თმაჲ სპეტაკი და მდაბალ არა იყოს ტყავისაგან და იყოს მოშავე.

27 განჴადოს იგი გარე მღდელმან მან შჳდ დღე და იხილოს მღდელმან დღესა მეშჳდესა, უკუეთუ განფენით განფენილ იყოს ტყავსა მას ზედა, შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, რამეთუ შეხებაჲ კეთროვანებისაჲ არს, წყლულსა მას გამოაჩნდა.

28 უკუეთუ ადგილობანს ეგოს ბრწყინვალებაჲ იგი და არა განეზაოს ტყავსა მას ზედა, და იგი იყოს მოშავე, ბრძჳლი დამწუარისაჲ არს. და განწმიდოს იგი მღდელმან მან, რამეთუ ხატი ნამწუარევისაჲ არს.

29 და უკუეთუ მამაკაცსა, გინა დედაკაცსა იყოს მათ თანა შედებაჲ კეთროვანებისაჲ, თავსა გინა წუერსა, და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი მისი

30 და, აჰა, ესერა, პირი მისი უდაკლებულე არს ტყავისა და მას ზედა არს თმაჲ მოწითურე, გინა მოწითლე მწულილი. და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან: დასჳრინგებულ არს კეთროვანებაჲ თავისაჲ გინა კეთროვანებაჲ წუერისაჲ.

31 და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი დასჳრინგებისაჲ იგი, და არა იყოს პირი მისი უდაკლებულე ტყავისა და თმაჲ მოწითლე არა იყოს მას შინა, განავლინოს გარე მღდელმან მან შედებული იგი დასჳრინგებისაჲ მის შჳდ დღე.

32 და იხილოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი დღესა მეშჳდესა, და არა განეზავა დასჳრინგებაჲ იგი და თმაჲ მოწითლე არა არს მას შინა და პირი სჳრინგებისაჲ მის არა დაკლებულ არს ტყავისაგან,

33 და დაიყჳნოს ყოველივე გუამი მისი, ხოლო სჳრინგებული იგი არა დაიყჳნოს და განავლინოს მღდელმან მან დასჳრინგებული იგი შჳდ დღე მეორედ. და იხილოს მღდელმან მან დასჳრინგებული იგი დღესა მას მეშჳდესა

34 და არა განეზავა დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას მისსა ზედა შემდგომად დაყუენვისა მისისა და პირი დასჳრინგებისაჲ მის არა უდარე არს ტყავისაგან, და განწმიდოს იგი მღდელმან მან, განირცხეს სამოსელი მისი წყლითა და წმიდა იყოს.

35 უკუეთუ განფენით განეფინოს დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას ზედა შემდგომად განწმედისა მისისა

36 და იხილოს მღდელმან მან და, ესერა, განფენილ არს დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას მისსა ზედა, არა მიხედოს მღდელმან მან თმისა მისთჳს მწითურისა, რამეთუ არაწმიდა არს.

37 და უკუეთუ წინაშე ეგოს ადგილობანს დასჳრინგებაჲ იგი და თმაჲ შავი აღმოსცენდეს მას ზედა, განიკურნა დასჳრინგებაჲ იგი და წმადა არს და განწმიდოს იგი მღდელმან მან.

38 უკუეთუ მამაკაცსა გინა დედაკაცსა იყოს ტყავსა ჴორცისა მისისასა ბრწყინვალებაჲ მობრწყინვალედ მოთეთრედ

39 და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, ესერა, ტყავსა მას ჴორცისა მისისასა მბრწყინვალე მობრწყინვალედ მოთეთრედ არს, მძოვარი არს ყუავილად ტყავისა ჴორცისა მისისა, წმიდა არს იგი.

40 უკუეთუ ვისმე თმაჲ დასრულ იყოს თავსა მისსა, სიმტიერე არს, წმიდა არს იგი.

41 უკუეთუ იყოს სიმტიერესა მას მისსა გინა სიშულუვესა მას მისსა შედებაჲ სითეთრისაჲ გინა მოწითლედ,

42 კეთროვანებაჲ არს სიმტიერესა მას მისსა, ანუ თუ სიშლუესა მისსა გამოაჩნდა.

43 და იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, პირი შედებისაჲ მის თეთრ არს გინა მოწითლე სიმტიერესა მას მისსა გინათუ სიშლუესა მას მისსა,

44 ხატი კეთროვანებისაჲ არს ტყავსა ჴორცისა მისისასა.

45 კაცი არს იგი კეთროვანი. შეგინებით შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, თავსა მისსა ზედა არს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ და კეთროვანსა მას, რომელსა იყოს შედებაჲ იგი, კუართი მისი იყავნ წარჴსნილ და თავი მისი დაუბურველ და პირი მისი დაიხურენ, არაწმიდა ეწოდოს მას.

46 ყოველთა დღეთა, რაოდენ ჟამ იყოს იგი მის თანა, შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ, არაწმიდა არს და არაწმიდა იყოს, განშორებულად ჯდეს იგი, გარეშე ბანაკსა იყოს მყოფებაჲ მისი.

47 უკუეთუ სამოსელსა მისსა იყოს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ სამოსელსა მატყლისასა,

48 ანუ თუ სამოსელსა სელისასა, ანუ თუ საგუასლსა, გინათუ ფესუსა, გინათუ მატყლისასა, გინათუ სელისასა,

49 გინათუ ტყავისასა, გინათუ ყოველსავე საქმარსა ტყავისასა, იყოს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ მომწუანედ გინა მოწითლედ ტყავსა მას ზედა, გინა სამოსელსა, გინა საგუასლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ყოველსა საქმარსა ტყავისასა, და იყოს შეხებაჲ იგი მიმწუანე, ანუ მოწითლე, შედებაჲ კეთროვნებისაჲ არს და უჩუენოს მდღელსა მას.

50 და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი და განაშოროს.

51 და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ დღესა მეშჳდესა, უკეთუ განფენილ იყოს შედებაჲ იგი სამოსელსა მას, გინა სავაღლსა, გინა ფესუსა, ანუ თუ ტყავსა ყოვლისაებრვე, რაოდენ იქმნეს ტყავის საქმარსა შინა, კეთროვანებაჲ დადგრომილ არს. შედებაჲ იგი არაწმიდა არს.

52 დაწუას სამოსელი იგი, ანუ თუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა მატყლისასა, ანუ თუ სელისასა, გინათუ ყოველსავე ქმნილსა ტყავისასა, რომელსაცა შინა იყოს იგი, რამეთუ კეთროვანებაჲ დადგრომილ არს, ცეცხლითა დაიწუნ.

53 უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა განეფინა შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ სამოსელსა მას, ანუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ყოველსავე ჭურჭერსა ტყავისასა,

54 და უბრძანოს მღდელმან მან და განრცხეს, რომელსა ზედა იყოს შედებაჲ იგი. და განაშოვროს იგი მღდელმან შჳდ დღე მეორედ.

55 და იხილოს მღდელმან მან შემდგომად განრცხისა მის შედებაჲ იგი და შედებამან მან არა იცვალა ფერი პირისა მისისაჲ და შედებაჲ იგი არა განეფინა, არაწმიდა არს, ცეცხლითა დაიწუნ. მტკეცელი არს სამოსელსა მას, ანუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ტყავსა.

56 და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და იყოს შედებაჲ იგი მოშავე შემდგომად განრცხისა მისისა, გამოჰხიოს იგი სამოსლისა მისგან,

57 ანუ თუ ტყავსა, ანუ თუ სავაღლსა, გინათუ ფესუსა. უკუეთუ გამო-ღა-აჩნდეს სამოსელსა ანუ თუ სავაღლსა ანუ თუ ფესუსა

58 ანუ ყოველსა ჭურჭერსა ტყავისასა, კეთროვანებაჲ აღმოცენებულ არს, ცეცხლითა დაიწუეს, რომელსა თანა არს შეხებაჲ იგი. და სამოსელი, ანუ ფესჳანი ჭურჭერი ტყავისაჲ, რომელი განირცხეს, და გარდაადგინოს იგი მღდელმან მან და განირცხეს მეორედ და წმიდა იყოს.

59 ესე არს შჯული შეხებისა კეთროვანებისაჲ სამოსელსა მატყლისასა, გინათუ სელისასა, ანუ თუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, გინა ყოველსა ჭურჭერსა ტყავისასა, გინა თუ განწმედად მისა, გინა შეგინებად მისა.