ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

ძველი ქართულით (Old Georgian)

ლევიანნი (ლევ.) 10

1 და მიიღეს ორთა მათ ძეთა აჰრონისათა, ნადაბ და აბიუდ, კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი, და დადვეს მათ ზედა ცეცხლი და დაასხეს საკუმეველი

2 და მოიღეს ცეცხლი უცხოჲ წინაშე ღმრთისა, რომელი არა უბრძანა მათ ღმერთმან და გამოჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ, და შეწუნა იგინი და მოწყდეს წინაშე ღმრთისა.

3 და ჰრქუა მოსე აჰრონს: ესე იგი არს, რომელსა ეტყოდა ღმერთი და თქუა: რომელნი მომეახლებოდიან, მათ ზედა განვწმიდნე და ყოველსა კრებულსა შორის ვიდიდო. და წუხნა აჰრონ ფრიად

4 და მოუწოდა მოსე მისადეს და ელისაფანს, ძეთა ოზიელისთა, ძეთა მამის ძმისა აჰრონისთა, და ჰრქუა მათ: მოდით და აღიხუენით ძმანი თქუენნი პირისაგან სიწმიდეთაჲსა და განიხუენეთ გარეშე ბანაკსა.

5 და მოვიდეს და აღიხუნეს იგინი სამოსლითა მათითა და განიხუნეს გარეშე ბანაკსა მას, ვითარცა-იგი უბრძანა მათ მოსე.

6 და ჰრქუა მოსე აჰრონს, და ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელნი დაშთომილ იყვნეს: თავსა თქუენსა არა აღძარცუთ ვარშამაგი და სამოსელი თქუენი არა დაიპოთ, რაჲთა არა მოსწყდეთ და ყოველსავე კრებულსა ზედა იყოს რისხვაჲ. ხოლო ძმანი თქუენნი, ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ, ტიროდიან დაწვასა მას, რომელ დაიწუნეს ღმრთისა მიერ.

7 და კარისაგან კარვისა საწამებელისა არა გამოხჳდეთ, რათა არა მოსწყდეთ, რამეთუ ზეთი იგი ცხებისაჲ ღმრთისამიერი არს თქუენ ზედა. და მათ ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა მოსე.

8 და ეტყოდა უფალი აჰრონს და ჰრქუა:

9 ღჳნოჲ და თაფლუჭი არა ჰსუათ შენ და ძეთა შენთა, რაჟამს შეხჳდოდით კარავსა მას საწამებელისასა, ანუ თუ წარსდგებოდით წინაშე საკურთხეველსა და არა მოსწყდეთ: შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის თქუენსა

10 გამორჩევად შორის წმიდათა და შეგინებულთა და შორის არაწმიდათა და ღირსთა,

11 რაჲთა ასწავებდენ ძეთა ისრაჱლისათა ყოველსა მას შჯულსა, რომელსა ეტყოდა ღმერთი მათ ჴელითა მოსესითა.

12 და ჰრქუა მოსე აჰრონს და ელიაზარს და ითამარს, ნეშტთა მისთა: მოიღეთ შესაწირავი იგი, რომელი დაშთომილ არს ნაყოფად შეწირულთაგან ღმრთისათა,

13 და შეჭამეთ უცომოჲ იგი წინაშე საკურთხეველსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს და ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, რამეთუ შჯულად შენდა ეგე არს და შჯულად ძეთა შენთა ესე წმიდათაგან ნაყოფთა ღმრთისათა, რამეთუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩემდა.

14 და მკერდსა მას განჩემებულსა და მჴარსა მას შესაწირავსა ჭამდით ადგილსა წმიდასა შენ, და ძენი შენნი და სახლეულნი შენნი შენ თანა, რამეთუ შჯულად შენდა და შჯულად ძეთა შენთა მოგეცა შესაწირავთაგან ცხორებისათა ძეთაგან ისრაჱლისათა.

15 მჴარი იგი შესაწირავისაჲ და მკერდი იგი განჩემებისაჲ ნაყოფთა თანა ცმელთასა შეწიროდიან, განჩემებად განჩინებული იგი წინაშე ღმრთისა. და იყოს შენდა და ძეთა შენთა შენ თანა შჯულად საუკუნედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

16 და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე და იგი დამწუარ იყო. და განურისხნა მოსე ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელ დაშთომილ იყუნეს,

17 და ჰრქუა მათ: რაჲსა არა შეჰჭამეთ ცოდვისაჲ ესე ადგილსა წმიდასა? რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს ესე, და მოგცა თქუენ ჭამად, რაჲთა მოუსპნეთ ცოდვანი ერისანი და ლხინება-ჰყოფდით მათთჳს წინაშე ღმრთისა.

18 რამეთუ არა შევიდა სისხლისა მისისაგანი სიწმიდესა შინა, წინაშე პირისპირ შინაგან ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, ვითარცა-იგი მიბრძანა მე უფალმან.

19 და ეტყოდა აჰრონ მოსეს და ჰრქუა: უკუეთუ დღეს-ღა მოუღებიეს ცოდვისა მათისაჲ და მსხუერპლები იგი წინაშე ღმრთისა, და შემხუედა მე ესევითარი და ვჭამო ცოდვისაჲ ესე დღეს, ნუუკუე არა სათნო იყოს ღმრთისა?

20 და ესმა ესე მოსეს და სთნდა მას.