ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5

ახალი ქართულით (The new Georgian)

გოდება იერემიასი (გოდ.) 1

   

1 როგორ მარტო დარჩა ქალაქი, ოდესღაც ხალხმრავალი, ზის ქვრივი ქალივით; ხალხთა ქალბატონი და მხარეთა დედოფალი მოხარკე შეიქნა.

2 ტირის ღამ-ღამობით, ღაწვებზე ცრემლი სდის, არავინა ჰყავს ნუგეშისმცემელი, ყველამ უღალატა, მტრად გადაეკიდნენ მეგობრები.

3 გადაიხვეწა იუდა, დაბეჩავებული და დამონებული; დასახლდა უცხოთა შორის, ვერ უპოვნია მოსვენება; ვიწროებში დაეწივნენ მისი მდევრები.

4 მოთქვამენ სიონის გზები; დღესასწაულზე არავინ დადის, დაცარიელდა მისი ჭიშკრები; ოხრავენ მღვდლები, დანაღვლიანდნენ მისი ქალწულები, თავადაც გამწარებულია სიონი.

5 მისი მეტოქენი თავში მოექცნენ, ზეიმობენ მტრები, რადგან უფალმა დასაჯა იგი ბევრი ცოდვებისთვის; მის პატარებს ტყვეებად მირეკავენ მტრები.

6 გავიდა სიონის ასულისგან მთელი დიდება; მისი მთავრები ქურციკებს გვანან, საძოვრისთვის რომ ვერ მიუგნიათ; და მდევრის წინ მიდიან ღონემიხდილნი.

7 გაიხსენა იერუსალიმმა თავისი ტანჯვისა და დევნილობის დღეებში თავისი განძი, ძველად ნაქონი; რომ დაეცა მისი ხალხი მცტრის ხელით და არავინ არის მისი მშველელი; შეჰყურებენ მას მტრები და საცინლად იგდებენ მის შაბათებს.

8 მძიმედ შესცოდა იერუსალიმმა, ამიტომაც შესაზიზღი შეიქნა, შეიძულა იგი ყოველმა მისმა მადიდებელმა, რადგან დაინახეს მისი სიშიშვლე; თავადაც ოხრავს და უკან იხევს.

9 კალთაწაბილწულმა არ იფიქრა, რა ბოლო ექნებოდა, და დაეცა საარაკოდ, არა ჰყავს ნუგეშისმცემელი. მოჰხედე ჩემს ტანჯვას, უფალო, რადგან განდიდდა მტერი.

10 მის საგანძურზე მტერმა გაიწოდა ხელი, რადგან ხედავს, რომ შედიან მის საწმიდარში წარმართნი, ვისზედაც ბრძანე, არ შესულიყვნენ შენს კრებულში.

11 ოხრავს შენი ერი, პურის მძებნელი; საჭმელში ცვლიან ძვირფასეულობას, რომ სული მოითქვან; მოიხედე, უფალო, და დაინახე, როგორ დავმცირდი.

12 ნუმც დაგემართოთ ამგვარი რამ, გზად ჩამვლელნო! მოიხედეთ, შეხედეთ, თუ ყოფილა სატკივარი ჩემი სატკივრის მსგავსი, მე რომ მჭირს, უფალმა რომ შემყარა თავისი რისხვით!

13 მაღლიდან ცეცხლი მოავლინა ჩემს ძვლებში; ფერხთა წინ ბადე გამიშალა, წამაქცია, დამაგდო ოხრად და სნეულად სამუდამოდ.

14 შეკრულია მისი ხელით ჩემი ცოდვების უღელი, შეკაზმულია და ქედზე მადგას, ძალა წამართვა; მათ ხელში მიმცა უფალმა, ვისგანაც ვეღარ წამოვდექი.

15 უფალმა გათელა ჩემს წიაღში ჩემი ფალავნები, მომისია ურდო, რომ შეემუსრა ჩემი მოყმენი; უფალმა გათელა, როგორც საწნახელში, იუდას ქალწული ასულები.

16 ამას დავტირი, ცრემლად იღვრება ჩემი თვალები, რადგან გამშორდა ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომაბრუნებელი; ობლად დარჩნენ ჩემი შვილები, რადგან გამძლავრდა მტერი.

17 სიონი ხელებს იწვდის, არავინაა ნუგეშისმცემელი; უფალმა ბრძანა, გარშემოდგომოდნენ იაკობს მტრები; სიბილწედ შეირაცხა იერუსალიმი მათ თვალში.

18 მართალია უფალი, რადგან ვეურჩე მის ბაგეს; გაიგონეთ, ხალხებო, და შეხედეთ ჩემს სატანჯველს; ჩემი ქალწულები და მოყმენი ტყვეობაში წავიდნენ.

19 ვუხმე ჩემს მოყვარულთ, მაგრამ მომატყუეს; ჩემი მღვდლები და უხუცესები იხოცებიან ქალაქში, რადგან ეძებენ პურს სულის მიასაბრუნებლად.

20 მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს მე, მეწვის ნაწლავები; გული გადამიბრუნდა მკერდში, რადგან ავჯანყდი შენს წინააღმდეგ; გარეთ მახვილისგან შვილმკვდარი შევიქენი, შინაც სიკვდილია.

21 გაიგეს, როგორ ვკვნესი და არავინა მყავს ნუგეშისმცემელი; გაიგეს ჩემმა მტრებმა ჩემი უბედურება და ხარობენ, რომ შენგან არის მოწეული. ოჰ, ერთი მოაწევდე დღეს, შენ დათქმულს, რომ ჩემსავით გახდნენ ისინი!

22 ოჰ, ერთი მოაწევდეს შენამდე მათი სიბოროტის ამბავი, რომ ისევე მოექცე მათ, როგორც მე მომექეცი ჩემი ცოდვებისთვის, რადგან გამრავლდა ჩემი ოხვრა-კვნესა და შემიღონდა გული.