ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

ახალი ქართულით (The new Georgian)

მსაჯულნი (მსაჯ.) 1

1 იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საომრად?

2 თქვა უფალმა: იუდა გავიდეს. აჰა, ხელში ჩამიგდია მისთვის ეგ მიწა.

3 უთხრა იუდამ თავის ძმას სიმონს: გამომყევი ჩემს წილხვდომილში, ერთად ვეომოთ ქანაანელებს. მერე მე გამოგყვები შენს წილხვდომილში. და გაჰყვა სიმონი.

4 გავიდა იუდა და უფალმა ხელში ჩაუგდო ქანაანელები და ფერიზელები. ამოხოცეს ისინი ბეზეკში - ათი ათასი კაცი.

5 ბეზეკშივე შეეყარნენ ადონი-ბეზეკს. შეებნენ და დაამარცხეს ქანაანვლები და ფერიზელები.

6 უკუიქცა ადონი-ბეზეკი, დაედევნენ, შეიპყრეს და ხელებზე და ფეხებზე ცერები დააჭრეს.

7 თქვა ადონი-ბეზეკმა: სამოცდაათი მეფე, ხელებზე და ფეხებზე ცერები რომ დავაჭერი, ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა ნამვსრევს. რასაც ჩავდიოდი, იგივე მომაგო ღმერთმა. წაიყვანეს იგი იერუსალიმში და იქ მოკვდა.

8 შეუტიეს იუდიანებმა იერუსალიმს, აიღეს, მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი.

9 მერე ჩავიდნენ იუდიანები მთის, სამხრეთისა და ბარის ქანაანელებთან საომრად.

10 გაილაშქრა იუდამ ხებრონში მცხოვრებ ქანაანელებზე (უწინ ჰებრონს კირიათ-არბა ერქვა); დაამარცხეს შეშაი, ახიმანი და თალმაი.

11 იქიდან დაბირის მცხოვრებლებზე გაილაშქრა (უწინ დაბირს კირიათ-სეფერი ერქვა).

12 თქვა ქალებმა: ვინც დაამარცხებს და აიღებს კირიათ-სეფერს, ცოლად მიმიცია მისთვის ჩემი ასული ყაქსა.

13 ღოთენიელმა, ქალების უმცროსი ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა.

14 ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ღოთენიელი და თავისი მამისაგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო,

15 მიუგო: მომეცი კურთხევა, რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევვბიც მომეცი. შეუსრულა სათხოვარი. მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები.

16 მოსეს სიმამრის, იოთორ კენიელის შთამომავლებიც თან ამოჰყვნენ იუდიანებს ფინიკთა ქალაქიდან იუდას უდაბნოში, რომელიც არადის სამხრეთით მდებარეობს. მოვიდნენ და ადგილობრივ ხალხში ჩასახლდნენ.

17 გავიდა იუდა თავის ძმასთან სიმონთან ერთად. დაამარცხეს ცეფათის ქანაანელები, ააოხრეს ქალაქი და უწოდეს ხორმა (ნაოხარი).

18 აიღო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, ასკალონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი, აშდოდი და მისი შემოგარენი.

19 უფალი იყო იუდასთან და მან მთიანეთი დაიმკვიდრა, ბარელები კი ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ.

20 მისცეს ხებრონი ქალებს, როგორც მოსესაგან იყო დანაბარები. დაიმკვიდრა მან ყანაკის ძეთა სამი ქალაქი და ყანაკის სამივე ძე აჰყარა იქიდან.

21 მაგრამ იებუსეველები - იერუსალიმის მკვიდრნი ვერ აჰყარეს ბენიამინიანებმა და იებუსეველები დღემდე ცხოვრობენ იერუსალიმში ბენიამინიანთა გვერდით.

22 იოსების სახლიც გავიდა ბეთელის წინააღმდეგ და უფალი იყო მასთან.

23 შეჩერდა და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს (უწინ ამ ქალაქს ლუზი ერქვა).

24 დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი, შეიპყრეს და უთხრეს: გვიჩვენე ქალაქში შესასვლელი და წყალობას გიზამთ.

25 უჩვენა კაცმა ქალაქში შესასვლელი. მახვილით მოსრეს ქალაქი, ხოლო ის კაცი და მთელი მისი სახლობა გაუშვეს.

26 წავიდა ის კაცი ხეთელების ქვეყანაში. ააშენა იქ ქალაქი და უწოდა ლუზი. ეს სახელი ჰქვია მას დღემდე.

27 მენაშემ ვერ აჰყარა ბეთ-შეანი თავისი სოფლებითურთ, ვერც თაყანაქი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც დორი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც იბლეყამი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც მეგიდო თავისი სოფლებითურთ. დარჩნენ და ცხოვრობდნენ ქანაანელები ამ მიწაზე.

28 როცა მომძლავრდა ისრაელი, დახარკა ქანაანელები, აყრით კი ვერ აჰყარა.

29 ეფრემმა ვერ აჰყარა გაზერის ქანაანელები, ცხოვრობდნენ ქანაანელები გაზერში მათ გვერდით და ხარკს უხდიდნენ.

30 ზაბულონმა ვერ აჰყარა კიტრონელები და ნაქლოლელები, ცხოვრობდნენ ისინი მათ გვერდით და მისი მოხარკენი შეიქნენ.

31 აშერმა ვერ აჰყარა ყაქოელები, რომლებიც ხარკს უხდიდნენ, ვერც დორელები და სიდონელები, ვერც ახლაბელები, აქზიბელები, ქელბელები, აფიკელები და რექობელები.

32 ცხოვრობდა აშერი იქაურ ქანაანელებს შორის, რადგან ვერ აჰყარა ისინი.

33 ნაფთალიმ ვერ აჰყარა ბეთ-შემეში და ბეთ-ანათი; ცხოვრობდა იქაურ ქანაანელებს შორის. ბეთ-შემეშელებიც და ბეთ-ანათელებიც მისი მოხარკენი შეიქნენ.

34 ამორეველებმა მთებში შეიმწყვდიეს დანელები და ბარად არ ჩამოუშვეს.

35 დარჩნენ და ცხოვრობდნენ ამორეველები ქარ-ქერესში, სადაც დათვები და მელებია, აიალონში და შაყალბიმში, მაგრამ იოსების სახლის ხელი მძიმედ დააწვა ამორეველებს და მოხარკედ გაუხდნენ ისინი.

36 ამორეველების საზღვარი ყაკრაბიმის მაღლობზე, სელაზე და მის მაღლა გადიოდა.