ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

ახალი ქართულით (The new Georgian)

იერემია წინასწარმეტყველი (იერ.) 50

1 სიტყვა, რომელიც თქვა უფალმა ბაბილონზე, ქალდეველთა ქვეყანაზე, წინასწარმეტყველ იერემიას პირით:

2 გამოაცხადეთ ხალხებში და ასმინეთ, აღმართეთ დროშა, ასმინეთ, არ დაფაროთ, თქვით: აღებულია ბაბილონი, გაწბილებულია ბელი, დამხობილია მეროდაქი. გაწბილდნენ მისი კერპები, დამხობილია მისი ქანდაკებები.

3 რადგან მოადგა მას ხალხი ჩრდილოეთიდან, რომ უდაბნოდ აქციოს მისი ქვეყანა და აღარ იყოს მცხოვრები მასში, კაციდან პირუტყვამდე ყველანი წავლენ, გადაიხვეწებიან.

4 იმ დღეე ში და იმხანად, ამბობს უფალი, მოვლენ ისრაელიანები და იუდიანები, ერთად მოჰყვებიან გამუდმებით ტირთლს და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს.

5 სიონის გზას იკითხავენ, აქეთ ექნებათ პირი; მოვლეს, რომ შეეკრან უფალს საუკუნო, დაუვიწყარი აღთქმით.

6 დაკარგული ცხვარია ჩემი ხალხი, მწყემსებმა აურიეს გზაკვალი, მთებზე ახეტიალებენ; მთიდან გორაკებზე გადადიან, თავისი საძოვარი დაივიწყეს.

7 ყოველი მათი მპოვნელი ჭამს მათ და მათი მტრები ასე ამბობენ: ჩვენ ბრალი არა გვაქვს, რადგან მათ შესცოდეს უფალს - სიმართლის სამყოფელს და უფალს - მათი მამა-პაპის იმედს.

8 გადაიკარგეთ ბაბილონიდან და გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ერკემლებად იქმენით ფარის წინ.

9 რადგან, აჰა, აღვძრავ და მივაყენებ ბაბილონზე დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაეწყობიან მის წინააღმდეგ და ტყვედ ჩავარდება. მათი ისრები გამოცდილი მებრძოლებია, ხელცარიელი არ ბრუნდებიან უკან.

10 ნადავლად გადიქცევა ქალდეველთა ქვეყანა, ყოველი დამტაცებელი მისი გაძღება, ამბობს უფალი.

11 რადგან მხიარულობთ, რადგან ხალისობთ, ჩემი სამკვიდროს მძარცველებო; რადგან კუნტრუშობთ ხბოსავით მწვანეზე და ცხენებივით ჭიხვინებთ.

12 დიდად გაწბილდა თქვენი დედა, შერცხვენილია თქვენი მშობელი. აჰა, ხალხების მომავალი: უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი!

13 უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება, ერთიანად გაუდაბურდება ყველა, ვინც ჩაუვლის ბაბილონს, შეძრწუნდება და დაუსტვენს, მის წყლულების შემხედვარე.

14 გარსშემოეწყვეთ ბაბილონს, ვინც ხართ მშვილდის მომზიდველნი! დაუშინეთ, ნუ დაგენანებათ ისრები, რადგან შესცოდა უფალს.

15 დაეცით ყიჟინა მის ირგვლივ; ხელი ჩამოუშვა, გადაიქცნენ მისი ბურჯები, ჩამოიქცნენ მისი კედლები, რადგან ეს უფლის შურისგებაა. მიაგეთ შური, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით.

16 ამოკვეთეთ მთესველი ბაბილონიდან და ნამგლის დამჭერი მკათათვეში. შემმუსვრელის მახვილისგან ყველამ თავის ხალხს შეაფაროს თავი და ყველა თავისი ქვეყნისკენ გაიქცეს.

17 გაბნეული ცხვარია ისრაელი, ლომმა დაფანტა; ჯერ აშურის მეფე ჭამდა მას, ბოლოს ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაუმტვრია ძვალი.

18 ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც აშურის მეფე დავსაჯე.

19 დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე და იბალახებს ქარმელზე და ბაშანზე; ეფრემის მთებში და გალაადში განცხრება მისი სული.

20 იმ დღეებში და იმხანად, ამბობს უფალი, მოიკითხება ისრაელის ბრალი და აღარ იქნება; იუდას - ცოდვა და არ აღმოჩნდება, რადგან ყველას ვაპატიებ, ვისაც კი დავარჩენ.

21 დაეცი მერათაიმის ქვეყანას და ფეკოდის მცხოვრებთ; გაანადგურე და ააოხრე მათ უკან ყველაფერი, ამბობს უფალი; ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გიბრძანე.

22 ბრძოლის ხმა ისმის ქვეყანაში და დიდია დაქცევა!

23 როგორ გადატყდა და დაილეწა მთელი ქვეენის ურო! როგორ გაიქცა შესაზარად ბაბილონი ხალხთა შორის!

24 მახე დაგიგე და გაები კიდეც, ბაბილონო, შენ კი ვერც მიხვდი, მოგძებნეს და შეგიპყრეს კიდეც, რადგან უფალს აუჯანყდი.

25 გახსნა უფალმა თავისი საგანძური და გამოიტანა თავისი რისხვის საჭურველი; რადგან სამსჯავრო საქმე აქვს უფალს, ცაბაოთ ღმერთს, ქალდეველთა ქვეყანაში.

26 შედით იქ ქვეყნის ყოველი კუთხიდან, გახსენით მისი ბეღლები, ძნასავით გალეწეთ და ააოხრეთ, რომ ნატამალი აღარ დარჩეს!

27 მახვილს მიეცით მისი ხარები, ჩავიდნენ სასაკლაოდ! ვაი მათ, რადგან დადგა მათი დღე, მათი განკითხვის ჟამი!

28 აჰა, მოისმის ხმა გაქცეულთა და ლტოლვილთა ბაბილონის ქვეყნიდან, რომ ემცნოს სიონზე უფლის, ჩვენის ღვთის შურისგების ამბავი, შურისგებისა მისი ტაძრის გამო!

29 შეჰყარეთ მოისარნი ბაბილონის წინააღმდეგ, ყოველი მშვილდის მომზიდველი; გარს შემოადექით, არავინ გაგექცეთ; მიუზღეთ მისი საქმისაებრ; როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით; რადგან უფალს გაუმედიდურდა, ისრაელის წმიდას.

30 ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკები ქუჩებში და ყველა მისი მეომარი დადუმდება ამ დღეს, ამბობს უფალი.

31 აჰა, მოვდივარ შენზე, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი; რადგან დადგა შენი დღე, შენი განკითხვის ჟამი!

32 წაფორხილდება მედიდური და დაეცემა; არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს წავუკიდებ მის ქალაქებს და შეჭამს მის შემოგარენს.

33 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დათრგუნული არიან ისრაელიანები და იუდიანებიც; მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამატყევართ, არ უნდათ მათი გაშვება.

34 მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი; ცაბაოთ უფალია მისი სახელი. ის გაიკითხავს მათ საქმეს, რათა ქვეყანას შვება მისცეს და შეაძრწუნოს ბაბილონის მცხოვრებნი.

35 მახვილი ქალდეველებს, ამბობს უფალი, და ბაბილონის მცხოვრებთ, მის მთავრებს და მის ბრძენკაცებს!

36 მახვილი მისნებს და შეიშლებიან, მახვილი ვაჟკაცებს და დაფრთხებიან!

37 მახვილი მის ცხენებს და მის ეტლებს, მის ჭრელ ხალხს და დიაცებად გადაიქცევიან! მახვილი მის საგანძურებს და გაიძარცვებიან!

38 გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ კერპებისგან!

39 ამიტომ დაიბუდებენ იქ უდაბნოს მხეცები ტურებთან ერთად და სირაქლემები დაიბუდებენ; უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე.

40 როგორც დააქცია ღმერთმა სოდომ-გომორი და მათი დაბები, ამბობს უფალი, ასევე ერთი კაციც არ დასახლდება იქ და კაციშვილი არ იცხოვრებს მასში.

41 აჰა, ხალხი დაიძრა ჩრდილოეთიდან, დიდი ტომი; ძლიერი მეფეები აღდგებიან ქვეყნის კიდეებიდან.

42 მშვილდი და შუბი უპყრიათ ხელში; სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; მათი ხმა ზღვის ღრიალია, ცხენებზე სხედან; როგორც ერთი კაცი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!

43 მოესმა ბაბილონის მეფეს მათი ამბავი და დაუძაბუნდა ხელი; ტკივილმა შეიპყრო, კრუნჩხვამ მშობიარე ქალივით.

44 აჰა, ლომივით წამოვიდა იორდანეს შამბნარიდან საძოვრებისკენ; ერთ წამს გავაქცევ მათ მისგან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი და ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსი დამიდგება წინ?

45 ამიტომ გაიგონეთ უფლის განაჩენი, რომელიც განუჩინა ბაბილონს, და მისი ზრახვანი, ქალდეველთა ქვეყნის წინააღმდეგ რომ განიზრახა! თუ არ წაათრიონ ჯოგის პატარებმა, თუ არ დაუმხონ თავზე ბინები!

46 მოვა ბაბილონის აღების ამბავი. და შეძრწუნდება ქვეყანა, კივილის ხმა გაისმება ხალხებში.