ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

ახალი ქართულით (The new Georgian)

იერემია წინასწარმეტყველი (იერ.) 46

1 უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ხალხებზე -

2 ეგვიპტეზე და ფარაონ ნექოს, ეგვიპტის მეფის, ლაშქარზგ, რომელიც იდგა მდინარე ევფრატის პირას, ქარქემიშში და რომელიც დაამარცხა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს:

3 გაამზადეთ ფარები და მუზარადები და საბრძოლველად გადით!

4 შეკაზმეთ ცხენები და ზედ მოახტით, მხედრებო! მოდექით თავჩაჩქიანებო, წვერი წაუმახეთ შუბებს და ჯავშნით შეიმოსეთ!

5 რას ვხედავ? უკან მორბიან შეშინებულნი, იძვლივნენ მათი ვაჟკაცები, გარბიან უკანმოუხედავად, შიშის ზარია ირგვლივ, ამბობს უფალი.

6 ვერ გაიქცევა მკვირცხლი, ვერ დაუსხლტება ძლიერს; ჩრდილოეთით, ევფრატის პირას წაიფორხილებენ და დაეცემიან.

7 ვინ არის ნილოსივით რომ მოდიდებულა, ნიაღვრის წყლებივით რომ ბობოქრობს?

8 ეგვიპტე მოდიდდა ნილოსივით და მდინარეთა წყლებივით ბობოქრობს. ამბობს: მოვდიდდები და დავფარავ მიწას, დავაქცევ ქალაქსა და მის მცხოვრებლებს.

9 ამხედრდით ცხენებზე, გაქანდით ეტლებო! დაე, გამოვიდნენ ქუში და ფუტი, ფარის მპყრობელნი და ლიდიელები - მშვილდის მომზიდავნი!

10 დღეს არის უფლის, ჩვენი ღვთის დღე, რომ შური მიაგოს თავის მტრებს. დაიწყებს შეჭმას მისი მახვილი და გაძღება, დარწყულდება მათი სისხლით; რადგან საკლავი ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, ევფრატის პირას.

11 ადი გალაადს და ბალსამონი მოიტანე, ეგვიპტელო ქალწულო! ამაოდ ახვავებ წამლებს, არ განიკურნები!

12 ხალხებმა გაიგონეს შენი ხმა, აავსო მიწა შენმა კივილმა, როცა ძლიერი შეეჯახა ძლიერს და ორივენი ერთად დაეცნენ.

13 სიტყვა, რომელიც უთხრა უფალმა იერემია წინასწარმეტყველს ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, მოსვლაზე და ეგვიპტის ქვეყნის დამარცხებაზე.

14 გამოეცხადეთ ეგვიპტეში, გააგონეთ მიგდოლს, გააგონეთ ნოფს და თახფანხესს, უთხარით: დადექ და მოემზადე, რადგან ყველაფერს შეჭამს მახვილი შენს გარშემო!

15 რატომ დამხობილა შენი ძლიერი და ვეღარ დგება? უფალმა ჩამოაგდო.

16 გაამრავლა წაფორხილებულნი, ერთმანეთზე ეცემიან და ამბობენ: ადექი და დაბრუნდი შენს ხალხთან და შენს სამშობლო ქვეყანაში, თავი აარიდე სასტიკ მახვილს.

17 დაარქვეს სახელად ფარაონს, ეგვიპტის მეფეს ხმაური. გაეპარა მას დათქმული ჟამი.

18 ცოცხალი ვარ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია; როგორც თაბორი მთათა შორის, როგორც ქარმელი ზღვისპირისა, ის მოვა.

19 მოამზადე საყარიბო ბარგი, ეგვიპტელო ასულო, რადგან უდაბნოდ იქცევა ნოფი, გადაიხრუკება, გაუკაცურდება.

20 შვენიერი ფურია ეგვიპტე: ჩრდილოეთიდან დაღუპვა მოდის, მოდის.

21 მისმა მოჯამაგირეებმაც, ბაგის ხარებივით რომ იყვნენ, ზურგი უჩვენეს და ერთად გაიქცნენ, არ დადგნენ, რადგან უწია მათ უბედურების დღემ, განკითხვის ჟამმა.

22 გველივით ასისინდება იგი, როცა ლაშქრით გამოემართება, ტყის გამკაფავივით ცულებით მოადგება.

23 გაჩეხავენ მის ტყეს, ამბობს უფალი, რადგან გაუვალია იგი; კალიაზე მეტნი არიან, არა აქვთ სათვალავი.

24 შერცხვენილი იქნა ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს ჩაუვარდა ხელში.

25 ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი თებელ ამონს, ფარაონს, ეგვიპტეს, მის ღმერთებს, მის მეფეებს, ფარაონს და მის მოიმედეთ.

26 ჩავაგდებ მის მესისხლეთა - ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, და მის მორჩილთა ხელში. მერე კი ძველებურად დასახლდება, ამბობს უფალი.

27 შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ნუ ფრთხი, ისრაელ! რადგან, აჰა, დავიხსნი შენს თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ. არავინ იქნება დამაფრთხობელი.

28 ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთანა ვარ. ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, ვისთანაც მყავხარ გაგდებული; შენ არ მოგიღებ ბოლოს, ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.