ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

ახალი ქართულით (The new Georgian)

იერემია წინასწარმეტყველი (იერ.) 31

1 ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა მადლი მახვილს გადარჩენილმა ხალხმა; წავალ, შვება რომ მიავუგანო მას, ისრაელს.

2 შორიდან მომევლინა უფალი: სამარადისო სიყვარულით შეგიყვარე, ამიტომაც მადლი შეგინახე.

3 კვლავ აგაშენებ და აშენებული იქნები, ისრაელის ქალწულო. კვლავ შეამკობ შენს დაირებს და მხიარულად იროკებ.

4 კვლავ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებზე; ვინც გააშვნებს, ის მოისთვლის.

5 რადგან დადგება დღე და გამოაცხადებენ ებგურები ეფრემის მთაზე: ადექით, ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან.

6 რადგან ასე ამბობს უფალი: უზეიმეთ სიხარული იაკობს, იყიჟინეთ ხალხთა შორის უპირველესისთვის, გამოაცხადეთ, ადიდეთ და იძახეთ: შენ იხსენი, უფალო, შენი ერი, ისრაელის ნატამალი!

7 აჰა, წამოვიყვან მათ ჩრდილო ქვეყნიდან და თავს მოვუყრი ქვეყნას კიდეებიდან; მათთან იქნებიან ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე, დიდი კრებული დაბრუნდება აქეთ.

8 ტირილით წამოვლენ და მეც ნუგეშისცემით წამოვუძღვები; წყლის პირებზე ვატარებ სწორი გზებით, არ წაიფორხილებენ, რადგან ისრაელის მამა ვარ მე და ეფრემი ჩემი პირმშოა.

9 ისმინეთ, უფლის სიტყვა, ხალხებო! გამოუცხადეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: ვინც გაფანტა ისრაელი, იგივე შეკრებს, მწყემსივით დაიფარავს თავის ფარას.

10 რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი, გამოიხსნა მასზე ძლიერის ხელიდან.

11 მოვლენ და ზეიმს გამართავენ სიონის მაღლობზე; გაეშურებიან უფლის დოვლათისკენ - ხორბლისკენ, ღვინისკეხ, ზეთისკენ და ცხვარ-ძროხისკენ. თავად მორწყულ ბაღს დაემსგავსებიან და არ დაჭკნებინ არასოდეს.

12 მაშინ გაიხარებს ქალწული ფერხულში, გაიხარებენ ჭაბუკები და ბერიკაცები. გლოვას სიხარულად შევუცვლი, ვანუგეშებ და მწუხარებას გავუქარვებ.

13 დავყურსავ მღვდლებს პოზიერი მსხვერპლით და ჩემი ერი გაძღება ჩემი დოვლათით, ამბობს უფალი;

14 ასე ამბობს უდალი: ხმა ისმის რამათში, მოთქმა და მწარე ტირილი; რახილი დასტირის თავის შვილებს, არ სურს ნუგეში თავის შვილებზე, რადგან აღარ არიან ისინი.

15 ასე ამბობს უფალი, თავი შეიკავე ტირილისგან და ნუღარ დაღვრი ცრემლებს, რადგან არის შენი შრომის საზღაური, ამბობს უფალი; დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან.

16 არის იმედი შენი მომავლისაა ამბობს უფალი, დაუბრუნდებიან შენი შვილები თავის საზღვრებს.

17 ცხადად მომესმა, რომ წუხს ეფრემი: მსჯიდი და დასჯილი ვარ შენგან, როგორც გაუხედნელი მოზვერი. მომაქციე და მოვიქცევი, რადგან შენ ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.

18 რადგან მოქცევის შემდეგ მოვინანიებ და დასჯის შემდეგ თეძოებზე ხელებს დავიცემ; შერცხვენილი ვარ და გაწბილებული, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს ვატარებ.

19 განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას. ამიტომაგ შიგანი მეწვის მის გამო, უნდა შევიბრალო, ამბობს უფალი.

20 აღმართე ნიშები, ჩააყუდე სამანები და დაუკვირდი გზას, სადაც მიდიხარ. დაბრუნდი, ისრაელის ქალწულო! დაუბრუნდი ამ შენს ქალაქებს!

21 როდემდის უნდა იწანწალო, განდგომილო ასულო? სიახლე მოიტანა უფალმა ქვეყანაზე: დიაცი იფარავს ვაჟკაცს.

22 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ამას იტყვიან იუდას ქვეყანაში და მის ქალაქებში, როცა დავაბრუნებ მათ წარტაცებულს: გაკურთხოს უფალმა, სიმართლის სადგურო, მთაო წმიდავ!

23 დასახლდება იქ იუდა თავის ქალაქებთან ერთად, მიწისმუშაკნი და ჯოგებთან მოარულნი.

24 რადგან სულს მოვათქმევინებ დაღლილ-დაქანცულს და ყოველ ღონემიხდილს.

25 ამაზე გამეღვიძა და დავინახე, რომ მეამა ძილი.

26 აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავთესავ ისრაელის სახლში და იუდას სახლში ადამის თესლს და პირუტყვის თესლს.

27 როგორც ვუთვალთვალებდი მათ აღმოსაფხვრელად და გასანადგურებლად, დასამხობად და მოსასპობად, და გასაუბედურებლად, ასევე კვლავაც ვუთვალთვალებ, რომ ვაშენებდე და ვრგავდე, ამბობს უფალი.

28 იმხანად აღარ იტყვიან: მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს მოეკვეთათო კბილები.

29 რადგან ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება; ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.

30 აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.

31 არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი.

32 რადგან ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან.

33 აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას: შეიცანი უფალიო! რადგან ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე, ამბობს უფალი, რადგან ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს.

34 ასე ამბობს უფალი, რომელიც გვაძლევს მზეს დღის გასანაათებლად, მთვარისა და ვარსკვლავთა წესებს ღამის გასანათებლად, რომელიც აღძრავს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს და რომლის სახელი ცაბაოთ უფალია.

35 თუ ეს წესები მომეშალა, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის მოდგმაც შეწყდება და აღარ მეყოლება სამუდამოდ ჩემს ერად.

36 ასე ამბობს უფალი: თუ მაღლა ცა გაიზომება და დაბლა მიწის საფუძვლები გამოიკვლეეა, მაშინ მეც მოვიძულებ ისრაელის მთელს მოდგმას ყველაფრისთვის, რაც კი მას ჩაუდენია, ამბობს უფალი.

37 აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და აუშენდება ქალაქი უფალს ხანანიელის გოდლიდან კუთხის კარიბჭემდე;

38 გადასწვდება გამზომი თოკი გარების მთას და გოყათს შემოუვლის.

39 მთელი ხეობა გვამებისა და ნაცრისა, ყველა ნახანძრალი ადგილი კიდრონის ხევამდე და ცხენთა კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - უფლის წმიდა იქნება. არ აღმოიფხვრის, არ განადგურდების უკუნითი უკუნისამდე.