ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

ახალი ქართულით (The new Georgian)

იერემია წინასწარმეტყველი (იერ.) 2

1 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2 წადი და ყურში ჩასძახე იერუსალიმს: ასე ამბობს-თქო უფალი: მე მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და პატარძლური სიყვარული, როცა მომყვებოდი უდაბნოში, უხნავ-უთეს მიწაზე.

3 უფლის სიწმიდეა ისრაელი, მისი მოსავლის ნათავარი; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება, უბედურება დაატყდება თავს, ამბობს უფალი,

4 ისმინე უფლის სიტყვა, იაკობის სახლო, და ისრაელის სახლის ყოველო საგვარეულოვ!

5 ასე ამბობს უფალი: რა ნახა ჩემში ცუდი თქვენმა მამა-პაპამ, რომ განმიდგა, ამაოებას რომ აჰყვა და თავადაც ამაოებაში ჩაეფლო?

6 რომ არც უკითხავს, სად არისო უფალი, რომელმაც ამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან გვატარა უდაბნოში, შიშველ და დახრამულ მიწაზე, უწყლო და პირქუშ ქვეყანაში, სადაც კაციშვილი არ გაჭაჭანებულა, სადაც ადამიანს არ უცხოვრია?

7 მოგიყვანეთ აყვავებულ მიწაზე, რომ მისი ნაყოფი და დოვლათი გეჭამათ. მოხვედით და შებღალეთ ჩემი მიწა, და ჩამი სამკვიდრო სიბილწედ აქციეთ.

8 არ უთქვამთ მღვდლებს: სად არისო უფალი? რჯულის კაცებმა არ მიცნეს, მწყემსები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაალის სახელით გაქადაგდნენ და უსარგებლო კერპებს აეკიდნენ.

9 ამიტომაც კიდევ მექნება თქვენთან დავა, ამბობს უფალი; თქვენს შვილთა შვილებთანაც ვიდავებ.

10 რადგან, აბა, წადით ქითიელთა კუნძულებზე და ნახეთ, გააგზავნეთ კედარში და კარგად გამოიკვლიეთ, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამე.

11 თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება!

12 შეძრწუნდი ამის გამო, ცაო, შეშფოთდი და გამოშრი, ამბობს უფალი.

13 რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.

14 მონაა ისრაელი თუ სახლისშვილი? აბა, რატომ იქცა ნადავლად?

15 თავს დაღრიალებდნენ ლომები, ხმამაღლა ბდღვინავდნენ, უდაბნოდ უქციეს ქვეყანა; გადამწვარია მისი ქალაქები, გაუკარციელებული.

16 თვით ნოფელებმა და თახფანესელებმაც კი ჩაგიმტვრიეს თავის ქალა.

17 იმის გამო ხომ არ მოიწიე ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, როცა გზად მიჰყავდი?

18 ახლა რად დასდგომიხარ ეგვიპტის გზას? - ნილოსის წყლის დასალევად? რად დასდგომიხარ აშურის გზას? - ევფრატის წყლის დასალევად?

19 ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.

20 როცა დიდიხნის წინათ დავლეწე შენი უღელი, დავწყვიტე შენი აპეურები, შენ თქვი: აღარ გემორჩილებითო. რადგან ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ წვებოდი მეძავივით.

21 მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე!

22 ნაცარტუტითაც რომ იხეხო, რამდენი საპონიც არ უნდა იხმარო, შენი შეცოდება მაინც ლაქად და რჩება ჩემს წინაშე, ამბობს უფალი ღმერთი.

23 როგორ ამბობ: არ წამიბილწავს თავი, ბაალებს არ ავკიდებივარო? გაიხსენე შენი საქციელი ველზე, დაფიქრდი, რა გააკეთე, გარეულო დედალო აქლემო, აქეთ-იქით რომ დაჭენაობ?

24 ვინ დააკავებს უდაბნოზე შეჩვეულ კანჯარს, როცა სუნთქვაშეკრული გარბის? ნუ დაშვრებიან მისი მძებნელნი; ერთ თვეშიც ვერ მიაგნებენ.

25 დაინდე შიშველი ფეხები და წყურვილისგან გამომშრალი ყელი! შენ კი ამბობ: არა, ამაოა! რადგან უცხოები მიყვარს და მათ ავეკიდებიო!

26 როგორც ქურდს შერცხვება ხოლმე, როცა წაასწრებენ, ასე შეირცხვინა თავი ისრაელის სახლმა, მისმა მეფეებმა, მთავრებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა,

27 ხეს რომ ეუბნებიან: მამა ხარო ჩემი, და ქვას: შენ მშობეო, რადგან ზურგი მომაქციეს მათ და არა სახე. გასაჭირში კი ამბობენ: ადექი და გვიხსენიო.

28 სად არიან შენი ღმერთები, რომლებიც შენთვის გაიკეთე? ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი ხსნა გასაჭირში. რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს შენ, იუდა!

29 რიღასთვის მედავებით? ხომ ყველანი განმიდექით მე, ამბობს უფალი.

30 ამაოდ მიცემია თქვენი შვილები: ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა.

31 ეჰა, მოდგმავ! შეიგონე უფლის სიტყვა! განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან ბნელეთი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფალნი ვართ, შენთან აღარ მოვალთო?

32 როდის ყოფილა, ქალწულს თვისი სამკაული დაევიწყებინოს ან პატარძალს - თვისი მორთულობანი? ჩემმა ერმა კი რა ხანია, დამივიწყა მე.

33 როგორ გაგიმზადებია შენი გზა სიყვარულის საძებრად? ბოროტებანიც კი შეაჩვიე შენს გზებს!

34 შენი კაბის კალთებს ამჩნევია უდანაშაულო ბეჩავთა სისხლი. ხომ არ წაგისწრია მათთვის სახლის გამოთხრისას?

35 და მაინც ამბობ: უბრალო ვარ, ამცდება მისი რისხვაო. მაგრამ, აჰა, გაგიმართავ დავას, რაკი ამბობ, არ შემიცოდავსო.

36 რამდენს დაეხეტები და იცვლი გზებს! ეგვიპტისგანაც ისევე შერცხვები, როგორც აშურისგან შერცხვი.

37 მისგანაც გახვალ თავში ხელისცემით, რადგან გაგიცრუებს უფალი იმედებს და ვერაფერს გამორჩები მათ.