ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

ახალი ქართულით (The new Georgian)

იერემია წინასწარმეტყველი (იერ.) 19

1 ასე ამბობს უფალი: წადი, იყიდე მეთუნისგან თიხის დოქი, წაიყვანე ხალხის უხუცესნი და მღვდლების უხუცესნი.

2 გადი ბენ-ჰინომის ველზე მეთუნეთა კარიბჭიდან და გამოაცხადე იქ სიტყვები, რომელთაც გეტყვი.

3 თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: აჰა, მომაქვს ამ ადგილისთვის უბედურება, რომლის გამგონეს ყველას ყურები აუზრიალდება.

4 ეს იმის გულისთვის, რომ დამივიწყეს და გააუცხოვეს ეს ადგილი; უკმევენ აქ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ და არც მათი მამა-პაპანი - იუდას მეფეები იცნობდნენ. აავსეს უბრალოთა სისხლით ეს ადგილი.

5 აღმართეს ბაალის საკერპოები, რათა ცეცხლში დაუწვან თავიანთი შვილები ბაალს აღსავლენ მსხვერპლად, რაც არ მიბრძანებია მათთვის, არც მითქვამს, ფიქრადაც არ მომსვლია.

6 ამიტომ, აჰა, ახლოვდება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰინომის ველი, არამედ სასაკლაო ველი.

7 ჩავშლი იუდას და იერუსალიმის თათბირს ამ ადგილას, დავცემ მათ მახვილით მტრების თვალწინ, მათი ხელით, ვინც მოსაკლავად დასდევს მათ. გადავუყრი მათ გვამებს შესაჭმელად ცის ფრინველებს და ველის მხეცებს.

8 საფრთხობელად და სასტვენელად ვაქცევ ამ ქალაქს. ყოველი ჩამვლელი შეძრწუნდება და სტვენას მოჰყვება მისი ჭრილობების შემხედვარე.

9 საკუთარი ვაჟებისა და ასულების ხორცს შევაჭმევ მათ; ერთმანეთის ხორცს დაუწყებენ ჭამას ალყაში და გაჭირვებაში, როცა მტრები და მათი მესისხლენი შეაჭირვებენ მათ.

10 გატეხე დოქი იმ ხალხის თვალწინ, თან რომ წამოგყვნენ.

11 უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ასე გავტეხავ ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ტეხს კაცი მეთუნის ჭურჭელს, რომელიც აღარ გამრთელდება. თოფეთში დაუწყებენ დამარხვას, დასამარხავი ადგილი რომ აღარ ექნება.

12 ასე მოვექცევი ამ ადგილს, ამბობს უფალი, და მის მცხოვრებლებს; თოფეთს დავამსგავსებ ამ ქალაქს.

13 იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლები თოფეთის ადგილივით გაუწმიდურდება; ასევე ყველა სახლი, რომლის ბანზეც ცის ვარსკვლავებს უკმევენ და უცხო ღმერთებს უღვრიან საღვრელს.

14 წამოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც გაგზავნა იგი უფალმა საქადაგებლად, და გაჩერდა უფლის სახლის ეზოში და გამოუცხადა მთელს ხალხს:

15 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს ამ ქალაქისთვის და მისი დაბებისთვის უბედურება, რაც ნათქვამი მაქვს მათზე, რადგან გაჯიუტდნენ და არ გაიგონეს ჩემი სიტყვა.