ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3

ძველი ქართულით (Old Georgian)

აბაკუმ წინასწარმეტყველი (აბაკ.) 1

1 მიღებაჲ, რომელი იხილა ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან.

2 ვიდრე რომლისამდე, უფალო, ვღაღადებდე და არა ისმენ, ვჴმობ შენდამი დაჭირვებული და არა მიჴსნი?

3 რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი ზედადახედვად საარებისა და უთნოობისა და წინაშე ჩემსა იქმნა მსჯავრი და მსაჯული მიიღებს.

4 და ამისთჳს განქარვებულ არს შჯული. და არ მიიწევის სრულებად სამართალი, რამეთუ უთნო ჰმძლავრობს მართალსა. ამისთჳს გამოვალს მსჯავრი გულარძნილი.

5 იხილეთ შეურაცხისმყოფელნო და მოიხილეთ; დაიკჳრვენით საკჳრველნი და უჩინო იქმნენით მით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა შინა თქუენთა, რომელი არა ირწმუნოთ, უკეთუ ვინ მიგითხრას თქუენ.

6 მით, რამეთუ, აჰა, აღვადგენ მე ქალდეველთა, ნათესავსა მწარესა და კისკასსა, მავალსა სიბრტყეთა ზედა ქუეყანისათა, დამკჳდრებად დასაკარვებელთა არამისთა

7 საშინელ და საჩინო არს. მისგან არს მსჯავრი მისი და მისაღებელი მისი მისგან მოვიდეს.

8 და ვლდებოდიან უფროს ვეფხისა ცხენნი მისნი და უმაღლეს უფროს მგელთა არაბიასათა. და ცხენოოდიან მჴედარნი მისნი; და მიიმართებდენ შორით და ფრინვიდენ, ვითარცა არწივი გულსმოდგინე ჭამად.

9 აღსასრული უღონოთა ზედა მოიწიოს, წინააღმდგომთა წინაშე პირთა მათ და შეკრიბოს ნატყუენავი, ვითარცა ქჳშაჲ.

10 და თჳთ მეფეთა შორის განიშუას და მძლავრნი სამღერელ მისსა. და იგი ყოველსა ზედა სიმაგრესა მისსა იმღეროდის. და დადვას მიწად და დაიპყრას იგი.

11 მაშინ გარდაცვალოს სული. და განვლოს და ულხინოს ესე ძალი ღმერთსა ჩემსა.

12 არა შენ დაწყებითგან უფალი ღმერთი წმიდაჲ ჩემი ხარ? და არა მოვკუდეთ! უფალო, მსჯავრად დააწესე იგი და დამბადე მე მხილებად სწავლისა მისისა.

13 წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა. რად ზედ დაჰხედვა შეურაცხისმყოფელთა ზედა დაიდუმებ შთანთქმასა უთნოსაგან მართლისასა?

14 და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა, და ვითარცა ქუეწარმძრომელთა არ მქონებელთა წინამძღუარისათა?

15 მოსასრულებელად სამჭედურითა აღმოიტაცა და მოიზიდა იგი სათხევლითა და შეკრიბა იგი სათრომელთა მიერ მისთა. ამისთჳს იხარებდეს და იშუებდეს გული მისი.

16 ამისთჳს უგოს სათრომელსა თჳსსა და უკმიოს საკმელითა თჳსითა სათხეველსა მისსა, ოდეს მათ შორის განაპოხა ნაწილი მისი და ჭამადნი მისნი რჩეულნი.

17 ამისთჳს განჰმარტნეს სათხეველნი თჳსნი და მარადის მოკლვად ნათესავთა არა ერიდოს.