ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ძველი ქართულით (Old Georgian)

დაბადება (დაბ.) 39

1 ხოლო იოსებ შთაიყუანეს ეგჳპტედ და მიიყიდა იგი პეტეფრი, საჭურისმან ფარაოსმან, მზარაულთა მთავარმან, კაცმან ეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაელიტელთასა, რომელთა შთაიყვანეს იგი მუნ.

2 და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაც მაგებელ, და იყო სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე.

3 ხოლო იცოდა უფალმან მისმან, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა, და რაოდენსა-რას იქმს, უფალი წარმართებს ჴელთა შინა მისთა.

4 და პოვა იოსებ მადლი წინაშე უფლისა თჳსისა და სათნო-ეყო იგი მას. და დაადგინა იგი სახლსა ზედა თჳსსა და ყოველივე რაჲცა იყო, მისცა ჴელთა იოსებისთა, და იყო შემდგომად დადგინებისა მისისა სახლსა ზედა მისსა, რაჲცა იყო მისი, აკურთხონ სახლი ეგჳპტელისა მის იოსებისათჳს.

5 და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა. სახლსა შინა და აგარაკსა. და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა.

6 და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან. და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა.

7 და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, თუალ-აგნა ცოლმან უფლისა თჳსისამან იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა.

8 ხოლო მან არა ინება და ჰრქუა ცოლსა მას უფლისა თჳსისასა: უკუეთუ უფალმან ჩემმან არა უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა.

9 და ყოველივე, რაჲცა არს მისი, მომცა ჴელთა ჩემთა და არარაჲთ ვინ მმატს მე სახლსა ამას შინა და არცა გარეშე, რაჲ არს ჴელსა ჩემსა, არცა თჳნიერ ხოლო შენსა, რამეთუ ცოლი ხარ შენ მისი, და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?

10 და რაჟამს ეტყჳნ იგი დღითი დღედ, არა ერჩდა იოსებ დაწოლად მის თანა და თანა-ყოფად მას.

11 და იყო ეგე ვითარ რაჲმე დღე და შევიდა იოსებ სახიდ საქმედ საქმესა თჳსსა, და არა ვინ იყო სახლსა მას შინა.

12 შებმა-უყო სამოსელსა მისსა და ეტყოდა: დაწევ ჩემ თანა. ხოლო იოსებ მიუტევა სამოსელი თჳსი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე.

13 და ვითარცა იხილა, რამეთუ დაუტევა სამოსელი მისი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე.

14 მოუწოდა, რომელნი-იგი იყვნეს სახლსა შინა, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: იხილეთ აწ, რამეთუ შემომგუარა ჩუენ მონაჲ ებრაელი საკიცხევად ჩუენდა: შემოვიდა დაწოლად ჩემ თანა. და მე ღაღად-ვყავ ჴმითა დიდითა.

15 მას ვითარცა ესმა, რამეთუ აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი და ღაღად-ვყავ, დაუტევა სამოსელი მისი ჩემ თანა, და ივლტოდა და განვიდა გარე.

16 და დაიყენა სამოსელი იგი მის თანა, ვიდრემდე მოვიდა უფალი იგი სახიდ თჳსად. და უთხრა მას მსგავსად სიტყჳსა ამის და ჰრქუა:

17 შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა.

18 ვითარცა ესმა, რამეთუ ღაღად-ვყავ და აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი, დაუტევა სამოსელი თჳსი და ივლტოდა და განვიდა გარე.

19 და იყო, ვითარცა ესმა უფალსა მისსა სიტყუანი იგი ცოლისა მისისანი, რაოდენ-იგი უთხრა მას და ჰრქუა, ვითარმედ ესე მიყო მე მონამან შენმან, განრისხნა პეტეფრე გულისწყრომით.

20 და მოიყუანა იოსებ და შესუა იგი საპყრობილესა, სადაცა პყრობილნი იგი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა.

21 და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა წყალობასა და პოვა მადლი წინაშე მისა მესაპყრობილეთა მოძღურისა მის.

22 და მისცა მესაპყრობილეთ მთავარმან მან საპყრობილე იგი ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რაოდენნი იყვნეს საპყრობილესა შინა, რა ყოველივე, რაჲცა ქმნიან მუნ შინა.

23 არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ, რამეთუ ყოველივე იყო ჴელთა შინა იოსებისთა, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რაოდენსა-იგი იქმოდა, უფალი წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა.