ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ახალი ქართულით (The new Georgian)

დაბადება (დაბ.) 37

1 დაემკვიდრა იაკობი მამამისის მდგმურობის ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში.

2 აჰა, იაკობის მოდგმა. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ მწყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად, და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მათ მამასთან.

3 სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. შეუკერა მას ჭრელი კვართი.

4 დაინახეს ძმებმა, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი მამას და შეიძულეს, ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად.

5 დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს და კიდევ უფრო შეიძულეს იგი ძმებმა.

6 უთხრა მათ: მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა:

7 აჰა, ძნებს ვკონავთ შუაგულ ყანაში. აჰა, წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა, გარსშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანისცეს ჩემს ძნას.

8 უთხრეს ძმებმა: ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონად გაგვიხდები? და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრისა და მისი სიტყვების გამო.

9 კვლავ დაესიზმრა სხვა სიზმარი და უამბო ძმებს და უთხრა: კვლავ დამესიზმრა სიზმარი: აჰა, მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემენ თაყვანს.

10 უამბო მამასა და ძმებს და გაკიცხა იგი მამამ და უთხრა: რა არის ეგ სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ?

11 შემოსწყრნენ ძმები იოსებს, ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს ამბავი.

12 წავიდნენ მისი ძმები შექემში მამის ფარის დასამწყესად.

13 უთხრა ისრაელმა იოსებს: შექემში არ მწყესავენ შენი ძმები? მოდი, გამეგზავნე მათთან. მანაც მიუგო: კარგი, ბატონო.

14 უთხრა იაკობმა: წადი, გაიგე, როგორ არიან შენი ძმები, როგორ არის ფარა, და მომიტანე ამბავი. გაგზავნა ხებრონის ველიდან და ისიც მივიდა შექემს.

15 იპოვა იგი მინდორში ვიღაც კაცმა გზააბნეული და ჰკითხა იმ კაცმა: რას ეძებ?

16 უთხრა: ძმებს ვეძებ. მიმასწავლე, სად მწყემსავენ.

17 უთხრა იმ კაცმა: წასული არიან აქედან. ყური მოვკარი, ამბობდნენ, დოთაინში წავიდეთო. იოსებიც გაჰყვა ძმების კვალს და დოთაინში მიაგნო მათ.

18 შორიდან მოჰკრეს მას თვალი და ვიდრე ახლოს მოვიდოდა, განიზრახეს მისი მოკვლა.

19 უთხრეს ერთმანეთს: შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე.

20 ახლა, მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები.

21 გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა: ნუ მოვკლავთ.

22 უთხრა მათ რეუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს. უდაბნოში რომ ჭაა, იქ ჩააგდეთ; ნუ გაიმეტებთ სასიკვდილოდ. რომ ეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.

23 როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, შემოაძარცვეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.

24 აიღეს და ჭაში ჩააგდეს იოსები; ცარიელი იყო ჭა, წყალი არ იდგა.

25 დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხედეს და დაინახეს: ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან, აქლემებით მოაქვთ გუნდრუკი, ბალსამონი და შტახსი; მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად.

26 უთხრა იუდამ ძმებს: რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?

27 მოდი, მივყიდოთ ისმაელიანებს; ხელს ნუ ვახლებთ, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი. დაუჯერეს ძმებმა.

28 ჩაიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათაც წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.

29 მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და, ხედავს, აღარაა ჭაში იოსები, და შემოიხია სამოსელი რეუბენმა.

30 დაბრუნდა ძმებთან და უთხრა: აღარსადაა ბავშვი. რა ვქნა ახლა, სად წავიდე?

31 აიღეს იოსების კვართი, დაკლეს თხა და მოსვარეს მისი სისხლით კვართი.

32 აიღეს ჭრელი კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: ვიპოვეთ; ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის?

33 იცნო კვართი და თქვა: ჩემი შვილის კვართია! ნადირს შეუჭამია, ნადირს დაუგლეჯია იოსები!

34 ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს.

35 ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში! დასტიროდა მას მამამისი.

36 მიდიანელებმა მიჰყიდეს იგი ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, ქონდაქართუხუცესს.