ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ძველი ქართულით (Old Georgian)

დაბადება (დაბ.) 36

1 ესე შობანი არიან ესავისნი, ესე იგი არს ედომ.

2 და მოიყვანნა ესავ თავისა თჳსისა ცოლნი მისნი ასულთაგან ქანანისთა: ადან, ასული სელონისი ქეტელისა, და ოლიბემან, ასული ენანისი, ძისა სებეგონისი ეველისა.

3 და ბასემათ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი.

4 და უშვა მას - ადან ესავს ელიფას და ბასიმათ უშვა რაგოელ.

5 და ოლიბემან უშვა იეულ და ეგლომ და კორე. ესე ძენი ესავისნი, რომელნი ესხნეს მას ქუეყანასა ქანანისასა.

6 წარიყუანა ესავ ცოლნი თჳსნი, ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისა და ყოველივე მონაგები მისი და ყოველი საცხოვარი და ყოველი ძენი თჳსნი და ყოველივე, რაჲცა მოეგო ქუეყანასა ქანანისსა, და წარვიდა ქუეყანით ქანანისათ პირისაგან იაკობისა, ძმისა თჳსისა.

7 რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად და ვერ ეძლო მკჳდრობად ერთად და ვერ ეძლო ქუეყანასა მწირობისა მათისასა ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთასა.

8 და დაეშენა ესავ მთასა სეირსა, და ესე იგი არს, ედომ.

9 ესე შობანი არიან ესავისნი, მამისა ედომისნი, მთასა სეირსა.

10 და ესე სახელები არს ძეთა ესავისთაჲ: ელიფას, ძე ადასი, ცოლისა ესავისი, როგოველ, ძე ბასემათისი, ცოლისა ესავისი.

11 იყუნეს ძენი ელიფასნი: თემან, ომარ, სოფორ, გოთომ, კენეზ.

12 ხოლო თამნა, ხარჭმან ელიფასისმან, ძისა ესავისმან, უშვა ელიფაზს ამალეკი. ესე ძენი ადასნი, ცოლისა ესავისნი.

13 და ესე არიან ძენი რაგოელისნი: ნაქეთ, ზარეთ, ბოსრ და მოზე. ესე იყვნეს ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.

14 და ესე იყვნეს ძენი ოლიბემასნი, ასულისა ენანისნი, ძისა სებეგორისა; ცოლისა ესავისნი. და უშვა ესავს იეოლ და იეგლონ და კორე.

15 ესე იყვნეს მთავარნი, ძენი ესავისნი: ძენი ელიფასნი, პირმშო ესავისი: მთავარი თემან, მთავარი ომარ, მთავარი სოფარ, მთავარი კინეზ.

16 მთავარი კორე, მთავარი გოთომ, მთავარი ამალეკ. ესე არიან მთავარნი ელიფასისნი ქუეყანასა იდუმიასასა. ესე ძენი ადასნი.

17 და ესე ძენი რაგოელისნი, ძისა ესავისნი: მთავარი ნაქეთ, მთავარი ზარეთ, მთავარი ომეთ, მთავარი მოზე. ესე მთავარნი რაგოელისნი ქუეყანასა ედომისასა. ესე ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.

18 და ესე ძენი ილიბემასნი, ცოლისა ესავისნი: მთავარი იულ, მთავარი ეგლომ, და მთავარი კორე. ესე მთავარნი ილიბემასნი. და ესე ძენი ესავისნი.

19 და ესე მთავარნი მათნი. ესე არიან ძენი ედომისნი.

20 ხოლო ესე ძენი სეირისნი ქორელისანი, რომელი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ლოტანისსა: სობალ, სებეგონ, ანა.

21 და დესონ, ასარ და რისონ. ესე მთავარნი სეირის ქორელისანი. ქუეყანასა ედომისსა.

22 ხოლო იყვნეს ძენი, ლოტანისანი: ქორრი და ემან, ხოლო დაჲ ლოტანისნი თამნა.

23 და ესე ძენი სობალისნი: გოლომ და მანაქათ, და გებელ, სოფ და ონან.

24 და ესე ძენი სებეგონისნი: ეე და ესან. ესე იგი არს ენან, რომელმან პოვა იამინი უდაბნოსა, რაჟამს-იგი აძოებდა კარაულთა სებეგონისთა, მამისა თჳსისათა.

25 და ესე ძენი ენანისნი: დესონ და ელიბემა, ასული ინანისი.

26 ხოლო ესე ძენი დესონისნი: ამა და აბამა და იეთრამ და ქარრან.

27 ესე ძენი ასარისნი: ბალაამ და ზუკამ და იოვიკამ და ოკამ.

28 და ესე ძენი რისუნისნი: ოს და არრან.

29 ესე მთავარნი ქორისნი: მთავარი ლუტან, მთავარი სობალ, მთავარი სებეგონ, მთავარი ენან.

30 მთავარი ასარ, მთავარი დესონ, მთავარი რისონ. ესე მთავარნი სამთავროსა მათსა ზედა ქუეყანასა მას ედომისასა.

31 და ესე მეფენი, რომელნი მეფობდეს ქუეყანასა ედომისასა ვიდრე მეფისა ყოფადმდე ისრაჱლსა ზედა.

32 და მეფობდა ედომს ბალაკ, ძე ბეორისი, და სახელი ქალაქისა მისისა დენნაბა.

33 მოკუდა ბალაკ და მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი.

34 მოკუდა იობაბ და მეფობდა მის წილ ასონ ქუეყანისაგან თემანელთასა.

35 მოკუდა ასონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ.

36 მოკუდა ადად და მეფობდა მის წილ სამალაკ, რომელი იყო მასეკათ.

37 მოკუდა სამალაკ და მეფობდა მის წილ საულ, რომელი იყო რობოთით, რომელ არს მდინარესა ზედა.

38 მოკუდა საულ და მეფობდა მის წილ ბალაენონ, ძე აქაბრისი.

39 მოკუდა ბალაენონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მატებელ, ასული მატრადისი, ძისა მეზოფისი.

40 და ესე სახელები მთავართა მათ ესავისთა ტომთა მათთა და ადგიდ-ადგილსა მათსა და სოფლებსა მათსა და ნათესავსა შორის მათსა: მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთომ.

41 მთავარი ელიბემა, მთავარი ილას, მთავარი ფინონ.

42 მთავარი კენეზ, მთავარი თემან, მთავარი მაზარ.

43 მთავარი მეგედიელ, მთავარი ზეფოიმ. ესე მთავარნი ედომისნი და შენებულთა შინა ქუეყანისა მის მონაგებისა მათისასა. ესე არს ესავ, მამაჲ ედომისაჲ.