ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ახალი ქართულით (The new Georgian)

დაბადება (დაბ.) 36

1 აჰა, მოდგმა ესავისა ანუ ედომის:

2 მოიყვანა ესავმა ქანაანელი ცოლები: ყადა, ხეთელი ელონის ასული, და ოჰოლიბამა, ყანას ასული, ხეთელი ციბეონის ძისა,

3 და ბასმათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და.

4 უშვა ყადამ ესავს ელიფაზი, ხოლო ბასმათმა შვა რეღუელი.

5 ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იალღამი და კორახი. ესენი არიან ესავის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ქანაანის ქვეყანაში.

6 წაიყვანა ესავმა ცოლები, ვაჟები და ასულები, მთელი თავისი სახლეული, ჯოგი და მთელი პირუტყვი, წაიღო მთელი თავისი მონაგები, რაც კი ქანაანის ქვეყნად ჰქონდა შეძენილი, და წავიდა იაკობისგან, თავისი ძმისგან, სხვა ქვეყანაში.

7 რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვერ შეიძლეს ერთად ცხოვრება, ვერ დაიტია ისინი ჯოგების სიმრავლის გამო მათი მდგმურობის ქვეყანამ.

8 დასახლდა ესავი სეყირის მთაზე: ესავი იგივე ედომია.

9 აჰა, მოდგმა ესავისა, ედომელთა წინაპრისა, სეყირის მთაზე.

10 ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა; რეღუელი, ძე ბასმათისა, ესავის ცოლისა.

11 ელიფაზის ძენი არიან: თემანი, ომარი, სეფო, გაყთომი და კენაზი.

12 ელიფაზ ესავის ძეს ჰყავდა ხარჭა თიმნაყი, რომელმაც უშვა ელიფაზს ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა.

13 რეღუელის ძენი: ნანათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა.

14 ხოლო ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ციბყონის ასულის, ესავის ცოლის ძენი, რომელნიც უშვა მან ესავს, იყვნენ: იეყუში, იაღლამი და კორახი.

15 აჰა, ესავის ძეთა თავკაცნი, ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი.

16 თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთომი, თავკაცი ყამალეკი; ესენი არიან ელიფაზიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში, ყადას ძენი.

17 აჰა, ძენი რეღუელისა, ესავის ძისა: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა; ესენი არიან რეღუელიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში, ბასმათის ძენი, ესავის ცოლისა.

18 აჰა, ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაღლამი, თავკაცი კორახი; ესენი არიან ოჰოლიბამიანთ თავკაცნი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა.

19 ესენი არიან ესავის ძენი და მათი თავკაცნი. ეს არის ედომი.

20 აჰა, ხორიელი სეყირის ძენი, ამ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა.

21 დიშონი, ეცერი, დიშანი. ესენი არიან ხორიელი თავკაცნი, სეყირის ძენი, ედომის ქვეყანაში.

22 ლოტანის ძენი იყვნენ: ხორი და ჰემამი; ხოლო ლოტანის და იყო თიმნაყი.

23 აჰა, ძენი შობალისა: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი.

24 აჰა, ძენი ციბყონისა: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც უდაბნოში თბილი წყარო იპოვა, როდესაც მამამისის, ციბყონის, ვირებს მწყემსავდა.

25 აჰა, ყანას ძენი: დიშონი და ოჰოლიბამა, ყანას ასული.

26 აჰა, დიშონის ძენი: ხემდანი, ეშბანი, იეთრანი და ქერანი.

27 აჰა, ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, ყავანი და ყაკანი.

28 აჰა, დიშანის ძენი: ყუცი და არანი.

29 აჰა, ხორეელთა თავკაცები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბყონი, თავკაცი ყანა.

30 თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი არიან ხორეელთა თავკაცები, თავ-თავიანთი ტომების და მიხედვით სეყირის ქვეყანაში.

31 აჰა, მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის მოდგმის მეფეები ეყოლებოდათ.

32 მეფობდა ედომში ბელაყი, ბეყორის ძე. მის ქალაქს ერქვა დენჰაბა.

33 მოკვდა ბელაყი და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზერახის ძე, ბოცორელი.

34 მოკვდა იობაბი და გამეფდა მის ნაცვლად ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან.

35 მოკვდა ხუშამი და გამეფდა მის ნაცვლად ჰადადი, ბედადის ძე, მიდიანის მძლეველი მოაბის ველზე; მის ქალაქს ერქვა ყავითი.

36 მოკვდა ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად სამლა, მასრეკადან.

37 მოკვდა სამლა და გამეფდა მის ნაცვლად საული, მდინარისპირა რეხობოთიდან.

38 მოკვდა საული და გამეფდა მის ნაცვლად ბაალ-ხანანი, ყაქბორის ძე.

39 მოკვდა ბაალ-ხანანი, ყაქბორის ძე, და გამეფდა მის ნაცვლად ჰადარი; მის ქალაქს ერქვა ფაყუ, მის ცოლს ერქვა მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასული მეზაჰაბისა.

40 აჰა, ესავიანთა თავკაცების სახელები მათი გვარტომობისა, ადგილთა და სახელწოდებათა მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ღალვა, თავკაცი იეთეთი,

41 თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი,

42 თავკაცი კენეზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მაბცარი,

43 თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი არიან ედომის თავკაცნი თავ-თავიანთ სამკვიდრებელთა მიხედვით, მათ წილხვედრილ ქვეყანაში. ეს არის ესავი, ედომელთა მამამთავარი.