ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ახალი ქართულით (The new Georgian)

დაბადება (დაბ.) 34

1 გავიდა დინა, ლეას ასული, იქაური ქალიშვილების სანახავად.

2 დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხივიელი ხამორის ძემ, წაიყვანა, დაწვა მასთან და პატივი აჰხადა.

3 გული შეუვარდა დინაზე, იაკობის ასულზე, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას.

4 უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი.

5 გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო შექემმა დინა, მისი ასული, მაგრამ ვაჟიშვილები ცხვარში ჰყავდა და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე.

6 გამოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.

7 იაკობის ვაჟებიც დაბრუნდნენ მინდვრიდან, როცა გაიგეს ეს ამბავი, შეწუხდნენ, გამწარდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დაემართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.

8 ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს, შექემს, თქვენს ასულზე; მიათხოვეთ ცოლად.

9 დაგვიმოყვრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ.

10 დარჩით ჩვენთან, თქვენს წინაშეა ეს ქვეყანა; იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში.

11 უთხრა შექემმა ქალის მამას და ძმებს: ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რაც გინდათ მთხოვეთ, მოგცემთ.

12 დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, მოგცემთ, რასაც მომთხოვთ; ოღონდ მომეცით ცოლად ეს ყმაწვილი ქალი.

13 მიუგეს იაკობის ვაჟებმა შექემს და მის მამას, ხამორს, და მზაკვრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო შექემმა დინა, მათი და.

14 უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინდაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის.

15 მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინდაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი.

16 ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს. თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთ ხალხად ვიქცევით.

17 თუ წინდაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ.

18 მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.

19 არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება რადგან ძალზე უყვარდა იაკობის ასული. იგი ყველაზე პატივდებული იყო მამისეულ სახლში.

20 მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:

21 მშვიდობიანად გვეკიდებიან ეს კაცები; იცხოვრონ ამ მიწაზე და მოიხმარონ იგი. აჰა, ხელგაშლილია ეს ქვეყანა. მოვიყვანოთ მათი ქალები ცოლად და ჩვენც მივათხოვოთ მათ ჩვენი ქალები.

22 მხოლოდ მაშინ მოგვცემენ დასტურს ეს კაცები ერთად ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინდაიცვეთს ჩვენში ყოველი მამაკაცი, როგორც თავად არიან წინდაცვეთილნი.

23 განა ჩვენი არ იქნება მათი საქონელი, მათი ქონება, მთელი მათი პირუტყვი? ოღონდ დასტური მივცეთ და ჩვენთან იცხოვრებენ.

24 დაუჯერეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა. და წინდაიცვითა ყოველმა მამაკაცმა, ქალაქის კარიბჭესთან მოსულმა.

25 მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ხელთ იპყრეს მახვილები, გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამრი.

26 მახვილით დახოცეს ხამორი და შექემი, მისი ძე: გამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ.

27 მიადგნენ იაკობის ვაჟიშვილები დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი, დის შეურაცხყოფის გამო.

28 წამოასხეს მათ ცხვარ-ძროხა და სახედრები; და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ, წამოიღეს.

29 მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს.

30 უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.

31 უთხრეს: როგორც მეძავს უნდა მოჰქცეოდნენ ჩვენს დას?