ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ახალი ქართულით (The new Georgian)

დაბადება (დაბ.) 31

1 გაიგო იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ, ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.

2 სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო.

3 უთხრა უფალმა იაკობს: დაუბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანას, შენს სამშობლოს, და მეც შენთან ვიქნები.

4 გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, ფარასთან.

5 უთხრა მათ: სახეზე შევატყვე მამათქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემს მიმართ, როგორიც ადრე იყო. მაგრამ მამაჩემის ღმერთი თან მახლავს მე.

6 თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურისთვის.

7 მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის.

8 როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა.

9 წაართვა ღმერთმა საქონელი მამათქვენს და მე მომცა.

10 ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან.

11 მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ.

12 მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.

13 მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთი სცხე სვეტს, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდი შენს სამშობლო ქვეყანას.

14 მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?

15 განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც შეჭამა?

16 ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.

17 ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და ცოლები აქლემებზე.

18 წაასხა მთელი თავისი საქონელი, მთელი თავისი მონაგები, თავისი საკუთარი საქონელი, ფადან-არამში რომ მოიგო, რათა მისულიყო ისაკთან, თავის მამასთან ქანაანის ქვეყანაში.

19 ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული და რახელმა მოიპარა კერპები, მამამისს რომ ჰქონდა.

20 იაკობმა გული მოჰპარა ლაბან არამელს, არ გაუმხილა, რომ გარბოდა მისგან.

21 გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი გააჩნდა; ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნა პირი.

22 მესამე დღეს შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა.

23 იახლა სახლიკაცები და სდია შვიდი დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთასთან არ დაეწია.

24 გამოეცხადა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა: ფრთხილად იყავი, არც კარგი უთხრა იაკობს, არც ავი.

25 მიეწია ლაბანი იაკობს, როცა იაკობი კარავს შლიდა მთაზე. ლაბანმაც გალაადის მთაზე დასცა კარავი თავის სახლიკაცებთან ერთად.

26 უთხრა ლაბანმა იაკობს: ეს რა ჰქენი? მომატყუ; და წაასხი ჩემი ასულები, თითქოს მახვილით ნაშოვარი ტყვეები ყოფილიყვნენ.

27 უჩუმრად რატომ გაიპარე, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინითა და სიმღერით, დოლისა და ქნარის ხმაზე გაგისტუმრებდი.

28 არ დამაცადე, ჩემი ვაჟები და ასულები გადამეკოცნა; უგუნურად მოიქეცი.

29 გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე, ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო.

30 ახლა, წასვლით კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ღმერთები რაღად მომპარე?

31 მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს.

32 ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება! ჩვენი სახლიკაცების თვალწინ დაადევი ხელი ყველაფერს, რაც შენია, და წაიღე. არ იცოდა იაკობმა რომ რახელს ჰქონდა მოპარული კერპები.

33 შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.

34 აიღო რახელმა კერპები და აქლემის უნაგირქვეშ ამოსდო, თავადაც ზედ დაჯდა. მოჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერაფერი იპოვნა.

35 უთხრა რახელმა მამას: ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს. ეძება და ვერ იპოვნა ლაბანმა კერპები.

36 განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ დამდევნებიხარ?

37 ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ჭურჭელი, რა ნახე მათში შენი სახლიდან წამოღებული? გადმოალაგე აქ შენი და ჩემი სახლიკაცების თვალწინ და მათ გაგვსაჯონ ჩვენ ორნი.

38 აჰა, ოცი წელიწადი ვარ შენთან და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდეს მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია.

39 ნამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალობდი; მე მაზღვევინებდი დღისით ნაქურდალს და ღამით ნაქურდალს.

40 დღისით ხვატი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მეკარებოდა.

41 ასე გავატარე ოცი წელიწადი შენს სახლში; თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, კიდევ ექვსი წელი შენი ფარისთვის. შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელო.

42 ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდი. ჩემს ტანჯვა-წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ.

43 მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: ეს ქალები ჩემი ასულებია, ეს ვაჟები ჩემი ვაჟებია; ეს ფარა ჩემი ფარაა; რასაც აქ ხედავ, ყველაფერი ჩემია. რა ვუყო ახლა ამათ ან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს?

44 მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენს შორის.

45 აიღო იაკობმა ქვა და აღმართა სვეტად.

46 უთხრა იაკობმა თავის სახლიკაცებს: მოაგროვეთ ქვები. მათაც მოიტანეს ქვები და გორა დააყენეს. ჭამეს იქ, იმ გორაზე.

47 უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა (გორა მოწმობისა). ხოლო იაკობმა უწოდა გალაადი (გორა მოწმობისა).

48 თქვა ლაბანმა. ეს გორა იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის; ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი

49 და მიცფა, რადგან თქვა: თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს თვალით ვეღარ ვნახავთო.

50 თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს ან თუ სხვა ცოლებს დაისვამ მათ გვერდით, იცოდე, რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე.

51 უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს გორა და ეს სვეტი, რომელნიც აღვმართე ჩვენს შორის.

52 მოწმე იყოს ეს გორა, მოწმე იყოს ეს სვეტი, რომ არც მე გადმოვლახავ შენსკენ ამ გორას და არც შენ გადმოლახავ ჩემსკენ ამ გორას და ამ სვეტს საბოროტოდ.

53 აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განგვსაჯოს ჩვენ. და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისაკის შიში.

54 დაკლა იაკობმა საკლავი მთაზე და აწვია სახლიკაცები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური და მთაზე გაათიეს ღამე.

55 ადგა ლაბანი დილაადრიანად, გადაკოცნა თავისი ვაჟები და ასულები და დალოცა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის მხარეში.