ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ძველი ქართულით (Old Georgian)

დაბადება (დაბ.) 30

1 და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე.

2 განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა.

3 ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.

4 და მისცა მას რაქელ ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა მისა იაკობ.

5 და მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, ღა უშვა ძე იაკობს.

6 და თქუა რაქელ: მისაჯა მე ღმერთმან და ისმინა ვედრებისა ჩემისა და მომცა მე შვილი. ამისთჳს უწოდა სახელი მისი დაან.

7 და მერმე მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, და შვა ძე მეორე.

8 და თქუა რაქელ: შემეწია მე ღმერთი და მივესწორე დასა ჩემსა და უწოდა სახელი მისი ლეფთალემ.

9 და ვითარცა იხილა ლია, რამეთუ დადგა შობისაგან, მოიყუანა ზელფა, მჴევალი თჳსი, და მისცა იგი იაკობს ცოლად და შევიდა მისა მიმართ იაკობ.

10 და მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და უშვა იაკობს ძე.

11 და თქუა: კეთილ და ბედნიერ, და უწოდა სახელი მის გაად.

12 და მერმე მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და შვა ძე მეორე.

13 და თქუა ლია: ნეტარ ვარ მე, რამეთუ მნატრიდენ მე დედანი. და უწოდა სახელი მისი ასერ.

14 განვიდა რუბენ დღესა ზაფხულისასა ცხელსა და პოვა ვაშლი მანდრაგორი ველსა ზედა და მოართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ დასა თჳსსა: მომეც მანდრაგორი ძისა შენისანი.

15 და ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არს შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? და აწ მანდრაგორიცა ძისა ჩემისა მი-ვე-იღო-ა? ჰრქუა მას რაქელ: აჰა ეგერა, შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა.

16 შემოვიდა იაკობ ველით მიმწუხრი. და განვიდა ლია მიგებებად მისა და ჰრქუა: ჩემდა შემოხჳდე დღეს, რამეთუ მომიყიდიე შენ მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა. და შევიდა მისა მას ღამესა.

17 და ისმინა ღმერთმან ლიასი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძე მეხუთე.

18 და თქუა ლია: მომცა მე ღმერთმან სასყიდელი ჩემი ამისთჳს, რამეთუ მივეც მჴევალი ჩემი ქმარსა. და უწოდა სახელი მისი იზაქარ, რომელ არს სასყიდელი.

19 და მიუდგა ლია და უშვა იაკობს, ძე მეექუსე.

20 და თქუა ლია: მომანიჭა მე ღმერთმან ნიჭი კეთილი. ამიერითგან სათნო-მიყოს მე ქმარმან ჩემმან, რამეთუ უშვენ ძენი ექუსნი. და უწოდა სახელი მისი ზაბულონ.

21 და ამისა შემდგომად შვა ასული და უწოდა სახელი მისი დინა.

22 ხოლო მოეჴსენა ღმერთსა რაქელ და შეისმინა მისი და განაღო საშოჲ მისი.

23 მიუდგა და უშვა იაკობს ძე და თქუა რაქელ: მომისპო მე ღმერთმან ყუედრებაჲ ჩემი.

24 და უწოდა სახელი მისი იოსებ. და თქუა რაქელ: შემძინა მე ღმერთმან შჳლი სხუაჲ.

25 და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა.

26 და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ.

27 ჰრქუა მას ლაბან: უკეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, ვისმინო, თუ მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა.

28 და თქუა: განიჩინე სასყიდელი შენი ჩემ თანა და მე მიგცე შენ.

29 ჰრქუა მას იაკობ: შენ იცი, რამეთუ გმონე შენ და რაოდენ იყო საცხოვარი შენ ჩემ თანა, რამეთუ მცირედ იყვნეს, რაოდენ-იგი იყვნეს ჩემ წინაშე.

30 და აღგაორძინა სიმრავლედ და გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან ფერჴსა ჩემსა, აწ უკუე ოდეს-ღა ვიშენო თავისა ჩემისა სახლი.

31 ჰრქუა მას ლაბან: რაჲ მიგცე შენ? ჰრქუა მას იაკობ: ნუ რას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ესე ჩემი, კუალად ვჰმწყსიდე-ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე.

32 წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან. ესე იყო სასყიდელად ჩემდა.

33 და შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი შენ თანა: ყოველი, რომელი არა იყოს სხურებულ და მოთეთრე თხათა შორის და სპეტაკ და ფეროჲ კრავთა შორის, წოდებულ იყავნ ჩემდა.

34 ჰრქუა მას ლაბან: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!

35 და განარჩია მას დღესა შინა ვაცები სხურებული და სპეტაკი და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველი-ვე, რომელი იყო თეთრ მათ შორის, და ყოველივე, რომელი იყო ფეროჲ კრავთა შორის, და მისცა მას, ჴელითა ძეთა თჳსთათა და სამწყოსოჲ თჳს-თჳსად.

36 განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის იაკობისა. და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა.

37 ხოლო იაკობ მოიღო კუერთხი ბრაწისა და ნიგუზისაჲ და ძელქჳსაჲ ნედლი და გამოქურთნა იგი იაკობ, ნაქრთუენად თეთრად, გარე შემძრველმან სიმწვანისამან, ხოლო დააჩნდა კუერთხთა მათ თეთრი იგი, რომელ გამოქურთნა ჭრელად.

38 და დაუსხა კუერთხები იგი წინა ისარნებსა მას წყლისსასუმელსა, რათა, რაჟამს მოვიდეს ცხოვარი სუმად წყლისა წინაშე კუერთხთა მოსლვასა მათსა სუმად.

39 მიხედოდიან ცხოვართა მათ და ისახოდიან კუერთხებსა მას და შობდეს სპეტაკსა და ჭრელსა და ნაცრისფერად სხურებულსა.

40 ხოლო ტარიგები იგი დაარჩია იაკობ და დაადგინა წინაშე ცხოვართა მათ ვერძი მოსპეტაკე და ყოვლად ჭრელი ტარიგთა შორის და განაშორვა სამწყსო იგი თჳსაგან და არა შერთო იგი ცხოვართა ლაბანისთა.

41 და იყო მას ჟამსა შინა, ოდეს მაკდებიედ ცხოვარნი და მუცლად-იღებდენ, დაასხის იაკობ კუერთხები იგი წინაშე ცხოვართა მათ ისარნებსა შორის წყლის სასხმელსა მას, რათა მუცლად-იღონ მათ კუერთხებისა მის სახედ.

42 და რაჟამს შობედ, არა დაასხის. და იყო უნიშნოჲ იგი ლაბანისაჲ, ხოლო ნიშნოანი იგი იაკობისა.

43 და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად და იყო მისი საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები.