ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ახალი ქართულით (The new Georgian)

დაბადება (დაბ.) 30

1 დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.

2 განურისხდა რახელს იაკობი და უთხრა: ღმერთი ხომ არა ვარ, რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებს?

3 თქვა ქალმა: აჰა, ბალა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან.

4 მისცა ბალა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.

5 დაორსულდა ბალა და უშვაა იაკობს ვაჟი.

6 მაშინ თქვა რახელმა: განმსაჯა ღმერთმა და კიდევ შეისმინა ჩემი, და მომცა ვაჟი. ამიტომ უწოდა მას სახელად დანი.

7 კიდევ დაორსულდა ბალა, რახელის მხევალი, და უშვა იაკობს მეორე ვაჟი.

8 თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი.

9 დაინახა ლეამ, რომ შეუწყდა შვილიერება. აიღო და მისცა ზილფა, თავისი მხევალი, იაკობს ცოლად.

10 უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს ვაჟი.

11 თქვა ლეამ: ჩემდა ბედად! და უწოდა ვაჟს სახელად გადი.

12 უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ვაჟი.

13 თქვა ლეამ: ჩემდა ნეტარებად! რადგან ნეტარად შემრაცხენ ქალები. უწოდა სახელად ვაჟს აშერი.

14 გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები; მოუტანა ლეას, თავის დედას. უთხრა რახელმა ლეას: მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები.

15 უთხრა ლეამ: არ გეყო, ქმარი რომ წამართვი? ახლა ჩემი შვილის მანდრაგორებსაც მართმევ? უთხრა რახელმა: კარგი, შენთან დაწვეს ამაღამ, ოღონდ მომეცი შენი შვილის მანდრაგორები.

16 დაბრუნდა იაკობი საღამო ხანს მინდვრიდან, გამოეგება ლეა და უთხრა: შემოდი ჩემთან, რადგან გამოგისყიდე ჩემი შვილის მანდრაგორებით, დაწვა მასთან იმ ღამით იაკობი.

17 უსმინა ღმერთმა ლეას: დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეხუთე ვაჟი.

18 თქვა ლეამ: ღმერთმა გადამიხადა სამაგიერო, იაკობს რომ მივეცი ცოლად ჩემი მხევალი. უწოდა სახელად ვაჟს ისაქარი.

19 კიდევ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ვაჟი.

20 თქვა ლეამ: კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ვაჟიშვილი გავუჩინე. უწოდა სახელად ვაჟს ზებულონი.

21 მერე შვა ასული და უწოდა სახელად დინა.

22 გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა საშო.

23 დაორსულდა და შვა ვაჟი, თქვა: ღმერთმა ამაშორა სირცხვილს.

24 უწოდა სახელად იოსები, რადგან თქვა: შემძენს უფალი მეორე ვაჟსაც.

25 როცა რახელმა იოსები შვა, იაკობმა უთხრა ლაბანს: გამიშვით, წავალ ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში.

26 გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი ჩემი სამსახური, როგორ გემსახურებოდი.

27 უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! მიმხვდარი ვარ, შენს გამო რომ მაკურთხა უფალმა.

28 უთხრა: მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ.

29 უთხრა: შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი.

30 რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და დიდძალი შეიქნა. გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის?

31 უთხრა ლაბანმა: რა მოგცე? უთხრა იაკობმა: ნურაფერს მომცემ, ოღონდ ეს საქმე გამიკეთე და მე კვლავ დავმწყესავ და მოვუვლი შენს ცხვარს.

32 დღეს გავივლი შენს ფარაში. ცალკე გაიყვანე ყველა დაწინწკლული და ჭრელი პირუტყვი, ყველა შავი ცხვარი, ყველა ჭრელი და დაწინწკლული თხა. ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.

33 ხვალ პასუხს გაგცემს ჩემს მაგივრად ჩემი სიმართლე, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ: ყველა თხა, რომელიც არ იქნება დაწინწკლული და ჭრელი, ან ცხვარი შავი ფერისა, ნაქურდლად ჩამითვალე.

34 უთხრა ლაბანმა: კეთილი, აგრე იყოს.

35 ცალკე გაიყვანა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნეზვი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის შვილებს ჩააბარა.

36 დააგდო ლაბანმა სამი დღის სავალი თავისსა და იაკობს შორის; და მწყესავდა იაკონი ლაბანის დანარჩენ ფარას.

37 აიღო იაკობმა ალვისხის, ნუშის და ნეკერჩხლის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გალოპრა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა.

38 ჩააწყო დაჭრელებული ჯოხები დასარწყულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარა წლის სასმელად და მოსვლისას ახურდებოდა ხოლმე.

39 ახურდა ფარა ამ ჯოხებთან და მოიგო ფარამ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები.

40 გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და აჭრელებული ჯოხებისკენ უზამდა პირს; მუქი ფერისას ყველას ლაბანის ფარაში სტოვებდა, თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არ აჩერებდა ლაბანის ფარასთან.

41 ჯანსაღი ფარის ახურებისასა პირუტყვის თვალწინ ჩაჰყრიდა ხოლმე იაკობი გეჯებში ჯოხებს, რომ ჯოხებთან ახურებულიყვნენ;

42 თუ ფარა სუსტი იყო, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს - ჯანსაღი.

43 გამდიდრდა მეტისმეტად კაცი, შეეძინა დიდძალი ფარა, ყმაქალები და ყმები, აქლემები და სახედრები.