ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ახალი ქართულით (The new Georgian)

დაბადება (დაბ.) 26

1 ჩამოვარდა შიმშილი ქვეყანაში იმ წინანდელი შიმშილობის შემდეგ, აბრაამის დროს რომ მოხდა, და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.

2 გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: ნუ ჩახვალ ეგვიპტეში, იმ ქვეყნად დასახლდი, რომელსაც გეტყვი.

3 მდგმურად იყავი ამ ქვეყანაში და მეც შენთან ვიქნები, გაკურთხებ და შენს შთამომავლობას მივცემ მთელს ამ ქვეყნებს, ავასრულებ ფიცს, რომელიც აბრაამს, მამაშენს დავუდევი,

4 ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებ-მეთქი შთამომავლობას და მივცემ შენს შთამომავლობას მთელს ამ ქვეყნებს, შენი შთამომავლობით იკურთხება-მეთქი მთელი ქვეყნის ხალხი.

5 იმის გამო, რომ დამიჯერა აბრაამმა და ასრულებდა ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს სჯულდებებს.

6 დაიწყო ცხოვრება ისაკმა გერარში.

7 გამოკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის, რებეკას ვინაობა. მან უთხრა: და არის ჩემი. რადგან შეეშინდა ეთქვა, ცოლი არისო, ვაითუ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი შესახედავი იყო.

8 კარგა ხნის ნაცხოვრები იყო ისაკი იმ ქვეყანაში, როცა გამოიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი რებეკას, თავის ცოლს.

9 დაიბარა აბიმელექმა ისაკი და უთხრა: ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი; რამ გათქმევინა ჩემი და არისო? უთხრა ისაკმა: ვიფიქრე, მისი გულისთვის არ მომკლან-მეთქი.

10 უთხრა აბიმელექმა: ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩვენებური, და კიდევ გაგვრევდი ცოდვაში.

11 უბრძანა აბიმელექმა მთელს ხალხს: ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება.

12 დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ წელიწადს. და აკურთხა იგი უფალმა.

13 გამდიდრდა კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.

14 ჰყავდა ცხვრის ფარა, ნახირი და ჰქონდა უამრავი სახნავ-სათესი, და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.

15 ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.

16 უთხრა აბიმელექმა ისაკს: გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი.

17 წავიდა იქიდან ისაკი და დადგა გერარის ხეობაში, და იქ დასახლდა.

18 ისევ ამოიღო ისაკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა.

19 თხრიდნენ ისაკის მორჩილნი გერარის ხეობაში და წააწყდნენ იქ გამდინარე ჭას.

20 ედავებოდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებს, ჩვენიაო წყალი. უწოდა სახელად იმ ჭას: ყესეკი; რადგან დაობდნენ მასთან.

21 ამოიღეს მეორე ჭა და მასზედაც შეედავნენ; უწოდა მას სახელად სიტნა.

22 გადაინაცვლა იმ ადგილიდან და კიდევ ამოიღო სხვა ჭა; მასზე აღარ შედავებიან და უწოდა სახელად რეხობოთი (სიფართოვე). თქვა: რაკი ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამქვეყნად.

23 დაიძრა იქიდან ბერშებასაკენ.

24 გამოეცხადა იმ ღამით უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ. გაკურთხებ, გაგიმრავლებ შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის.

25 აღმართა იქ სამსხვერპლო და ახსენა უფლის სახელი. დასცა იმ ადგილას კარავი და იქაც ამოიღეს ჭა ისაკის მორჩილებმა.

26 მოვიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მოყვარე ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.

27 უთხრა მათ ისაკმა: რისთვის მოხვედით ჩემთან? აკი შემიძულეთ და მომიშორეთ?

28 უთხრეს: კარგად ვხედავთ, რომ უფალი შენთანაა. ვთქვით: დაიდოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და შევკრათ კავშირი ერთმანეთთან,

29 რომ არ გვიბოროტო. ჩვენ ხომ ხელი არ გვიხლია შენთვის, სიკეთის მეტი არაფერი გაგვიკეთებია, მშვიდობითაც გაგისტუმრეთ. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ.

30 გაუმართა მათ ლხინი ისაკმა; ჭამეს და სვეს.

31 ადგნენ დილაადრიანად და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.

32 იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მორჩილნი და შეატყობინებს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ. უთხრეს წყალი ვიპოვეთო.

33 უწოდა მას სახელად შიბყა. ამიტომაც ეწოდება ქალაქს სახელად ბერშება დღევანდლამდე.

34 ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული.

35 ამ ქალებმა სული შეუწუხეს ისაკს და რებეკას.