ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ახალი ქართულით (The new Georgian)

დაბადება (დაბ.) 21

1 უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა; ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.

2 დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს.

3 უწოდა აბრაამმა სახელად ისაკი თავის ძეს, შეძენილს, რომელიც უშვა მას სარამ.

4 წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.

5 ასი წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე.

6 თქვა სარამ: სასაცილო გამხადა ღმერთმა; ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.

7 თქვა: ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე.

8 წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. გადაიხადა აბრაამმა დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.

9 დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს.

10 უთხრა სარამ აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად.

11 მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის, ისმაელის გამო.

12 უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა.

13 ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.

14 ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში.

15 გაუთავდა მათარაში წყალი და დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას.

16 წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, საისრეზე, რადგან იფიქრა, ბავშვის სიკვდილს ვერ ვუყურებო. იჯდა მოშორებით და ხმამაღლა ტიროდა.

17 მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა; დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა: რა იყო, აგარ? ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის.

18 ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.

19 აუხილა მას თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა; წავიდა, წყლით აავსო მათარა და ყმაწვილს დაალევინა.

20 ღმერთი იყო ყმაწვილთან; გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრდა, და მშვილდოსანი შეიქნა.

21 დასახლდა ფარანის უდაბნოში და მიუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან.

22 იმ ხანებში იყო, რომ უთხრეს აბრაამს აბიმელექმა და ფიქოლმა, მისმა მხედართმთავარმა: ღმერთია შენთან ყველა საქმეში, რასაც აკეთებ.

23 ახლა, შემომფიცე ღვთის სახელით, რომ არ მიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას; როგორც მე გექცეოდი კეთილად, ისე შენც მოგვექეცი კეთილად მე და ამ ქვეყანას, სადაც მდგმურადა ხარ.

24 უთხრა აბრაამმა: გეფიცები.

25 საყვედურობდა აბრაამი აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიტაცებული ჰქონდა აბიმელექის მორჩილთ.

26 უთხრა აბიმელექმა: არ ვიცი, ვინ ქნა ეს საქმე; შენ არაფერი გითქვამს ჩემთვის; მეც არაფერი მსმენია დღემდე.

27 აიღო და მისცა აბრაამმა ცხვარ-ძროხა აბიმელექს; და შეკრეს კავშირი.

28 ცალკე გამოასხა აბრაამმა ფარიდან შვიდი ბატკანი.

29 უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა არის ეს შვიდი ბატკანი, ცალკე რომ გამოასხი?

30 უთხრა აბრაამმა: მიიღე ჩემგან ეს შვიდი ბატკანი იმის დასტურად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა.

31 ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.

32 შეკრეს კავშირი ბერშებაში; ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.

33 დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის, საუკუნო ღმერთის სახელი.

34 მდგმურობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი ხანი.