ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ახალი ქართულით (The new Georgian)

დაბადება (დაბ.) 11

1 ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.

2 როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.

3 უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.

4 თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.

5 ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.

6 თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.

7 აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.

8 გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება.

9 ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.

10 ეს არის სემის მოდგმა: ასი წლის იყო სემი, როცა შვა არფაქშადი, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ.

11 იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადებიდან ხუთასი წელი. და შვა ძენი და ასულნი.

12 ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როცა შვა შალახი.

13 იცოცხლა არფაქშადმა შალახის დაბადებიდან ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.

14 ოცდაათი წლისა იყო შალახი, როცა შვა ყებერი.

15 იცოცხლა შალახმა ყებერის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.

16 ოცდათოთხმეტი წლისა იყო ყებერი, როცა შვა ფალეგი.

17 იცოცხლა ყებერმა ფალეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.

18 ოცდაათი წლისა იყო ფალეგი, როცა შვა რეღუ.

19 იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორასცხრა წელი და შვა ძენი და ასულნი.

20 ოცდათორმეტი წლისა იყრ რეღუ, როცა შვა სერუგი.

21 იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.

22 ოცდაათი წლისა იყო სერუგი, როცა შვა ნახორი.

23 იცოცხლა სერუგმა ორასი წელი ნახორის დაბადების შემდეგ და შვა ძენი და ასულნი.

24 ოცდაცხრა წლისა იყო ნახორი, როცა შვა თერახი.

25 იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.

26 სამოცდაათი წლისა იყო თერახი, როცა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი.

27 ეს არის თერახის მოდგმა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; ჰარანმა შვა ლოტი.

28 მოკვდა ჰარანი მამამისის, თერახის სიცოცხლეში თავის სამშობლო ქვეყნად, ქალდეველთა ურში.

29 ითხოვეს ცოლები აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლი იყო სარაი, ნახორის ცოლი კი მილქა, ასული ჰარანისა, რომელიც იყო მილქას მამა და ისქას მამა.

30 ბერწი იყო სარაი, შვილი არ უჩნდებოდა.

31 მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ.

32 თერახის სიცოცხლის ხანი იყო ორას ხუთი წელი და მოკვდა თერახი ხარანაში.