ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

ახალი ქართულით (The new Georgian)

გამოსვლა (გამ.) 40

1 ასე უთხრა უფალმა მოსეს:

2 პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე, სადღესასწაულო კარავი.

3 დადგი იქ მოწმობის კიდობანი და მოაფარე კრეტსაბმელი კიდობანს.

4 შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე, რაც დასაწყობია; შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები.

5 დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ფარდა ჩამოაფარე კარვის შესასვლელს.

6 დადგი სამსხვერპლო აღსავლენისთვის სავანის, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

7 დადგი საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი.

8 მოაწყვე გარშემო ეზო და ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს ჭიშკართან.

9 აიღე მირონი და სცხე სავანეს და ყველაფერს, რაც მასშია; განათლე მთელი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება.

10 სცხე აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, განათლე სამსხვერპლო და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო.

11 სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და განათლე იგი.

12 მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.

13 შემოსე აარონი წმიდა შესამოსელით, სცხე მას და განათლე იგი, რომ მღვდლობა გამიწიოს მე.

14 მისი შვილებიც მიიყვანე და შემოსე ისინი კვართით.

15 სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ მე და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში.

16 ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს; ასე გააკეთა.

17 მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე.

18 აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები.

19 გადაფინა გადასაფარებელი სავანეზე და გაუკეთა მას სახურავი ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

20 აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობნის რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს.

21 შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოჰკიდა კრეტსაბმელი და დაფარა მოწმობის კიდობანი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

22 დადგა ტაბლა სადღესასწაულო კარავში, სავანის ჩრდილო მხარეს, ფარდის გარეთ.

23 დააწყო მასზე პური უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

24 დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ, სავანის სამხრეთ მხარეს.

25 აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

26 დადგა ოქროს სამსხვერპლო სადღესასწაულო კარავში, ფარდის წინ.

27 აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

28 ჩამოჰკიდა ჩამოსაფარებელი სავანის შესასვლელთან.

29 აღსავლენის სამსხვერპლო დადგა სავანის, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, შესწირა მასზე აღსავლენი მსხვერპლი და პურის შესაწირავი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

30 დადგა საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხა შიგ განსაბანელი წყალი.

31 განიბანდნენ აქ მოსე, აარონი და მისი შვილები ხელებსა და ფეხებს.

32 როცა შევიდოდნენ სადღესასწაულო კარავში და მიუახლოვდებოდნენ სამსხვერპლოს, განიბანდნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

33 მოაწყო ეზო სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს ჭიშკარში და დაასრულა მოსემ სამუშაო.

34 დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე.

35 ვერ შევიდა მოსე სადღესასწაულო კარავში, რადგან ღრუბელი იყო მასზე დავანებული და უფლის დიდებას აევსო სავანე.

36 როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ.

37 თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ დაიძრებოდნენ, ვიდრე არ ასცილდებოდა.

38 რადგან უფლის ღრუბელი ადგა სავანეს დღისით, ღამ-ღამობით კი ცეცხლი ჩანდა შიგ მთელი ისრაელის სახლის თვალწინ, მთელს მათ გზაზე.