ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

ახალი ქართულით (The new Georgian)

გამოსვლა (გამ.) 36

1 შეუდგნენ საქმეს ბეცალიელი, ოჰოლიაბი და ყველა გულბრძენი კაცი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ.

2 მოუხმო მოსემ ბეცალიელს, ოჰოლიაბს და ყველა გულბრძენ კაცს, რომელსაც უფალმა ჩაუდო სიბრძნე გულში, ყველას, ვისაც გული ერჩოდა შესდგომოდა საქმეს და ემუშავა.

3 ჩაიბარეს მოსესგან მთელი შემოწირულება, რაც კი მოტანილი ჰქონდათ ისრაელიანებს საწმიდარისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გასაკეთებლად; და კვლავაც გულუხვად მიჰქონდათ მასთან ყოველ დილას.

4 მოვიდა ყველა ბრძენკაცი, საწმიდარის ყოველგვარი საქმის მკეთებელი, თავ-თავისი საქმის მცოდნენი, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო,

5 და ასე უთხრეს მოსეს: უფრო მეტი მოაქვს ხალხს, ვიდრე უფლისაგან ნაბრძანები საქმის გასაკეთებლად არის საჭირო.

6 მაშინ ბრძანა მოსემ და გამოაცხადეს ბანაკში: ნურც მამაკაცი, ნურც დედაკაცი ნუღარაფერს გაამზადებს საწმიდარისთვის შესაწირავად. შეწყვიტა ხალხმაც მოტანა.

7 რაც კი შემოტანილი იყო, საკმარისი აღმოჩნდა მიელი საქმის გასაკეთებლად და ზედმეტადაც კი დარჩა.

8 გააკეთა ყველა გულბრძენმა კაცმა, რაც სავანისთვის ჰქონდათ გასაკეთებელი: გრეხილი სელის და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერურიმებიც ამოქარგეს ზედ.

9 თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყო და სიგანე თითოეული ნაჭრისა - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა იყო.

10 ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადააკერა, მეორე ხუთი ნაჭერიც ერთმანეთს გადააკერა.

11 გაუკეთა ლურჯი კილოები ერთ ნაჭერს ბოლო გადანაკერის კიდეზე; ასევე გაუკეთა ნაჭერს უკანასკნელი გადანაკერის კიდეზე.

12 ორმოცდაათი კილო გაუკეთა ერთ ნაჭერს და ორმოცდაათი კილო გაუკეთა მეორე ნაჭერს ბოლო გადანაკერის კიდეზე ისე, რომ კილოები ერთმანეთს მისადაგებოდა.

13 გააკეთა ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და გადააბა ერთმანეთს ნაჭრები კაუჭებით, ისე რომ ერთი მთლიანი კარავი გამოვიდა.

14 დაამზადა ნაჭერი თხისურისგან სავანის გადასაფარებლად; თორმეტი ასეთი ნაჭერი დაამზადა.

15 ერთი ნაჭრის სიგრძე ოცდაათი წყრთა იყო, სიგანე ერთი ნაჭრისა - ოთხი წყრთა; ერთი ზომისა იყო დანარჩენი თერთმეტი ნაჭერი.

16 ხუთი ნაჭერი ცალკე გადააბა ერთმანეთს, ხუთი - ცალკე.

17 გააკეთა ორმოცდაათი კილო ბოლო ნაჭრის კიდეზე, გადასაბმელთან და ორმოცდაათი კილო გააკეთა მეორე გადასაბმელი ნაჭრის კიდეზე.

18 გააკეთა ორმოცდაათი სპილენძის კაუჭი გადასაფარებლის გადასაბმელად, რომ ერთი მთლიანი გამოსულიყო.

19 გაუკეთა გადასაფარებელს გადასახურავი დათრიმლული ტყავებისგან და ზემოდან გადასახურავი თახაშის ტყავებისგან.

20 სვეტებად ურთხელის ძელები გაუკეთა სავანეს.

21 ათი წყრთა იყო ძელის სიგრძე, წყრთანახევარი იყო თითოეული ძელის სიგანე.

22 ორ-ორი რიკი ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთს მისადაგებული. ასე გაუკეთა სავანის ყველა ძელს.

23 გაუკეთა სავანეს ძელები, ოცი ძელი სამხრეთით.

24 ორმოცი ვერცხლის ფეხი დაუყენა ქვეშ ოც ძელს, ორი ფეხი ერთი ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.

25 სავანის მეორე გვერდისთვის ჩრდილოეთის მხარეს გააკეთა ოცი ძელი;

26 და ორმოცი ვერცხლის ფეხი: ორი ფეხი ერთი ძელის ქვეშ, ორი ფეხი მეორე ძელის ქვეშ.

27 სავანის უკანა მხარეს დასავლეთისკენ გააკეთა ექვსი ძელი.

28 ორი ძელი გააკეთა სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.

29 შეერთებული იყო ქვემოდან და ზემოდან თითო რგოლით: ასე გააკეთა ორივესთვის ორსავე კუთხეში.

30 იყო სულ რვა ძელი და თექვსმეტი ვერცხლის ფეხი; ორ-ორი ფეხი თითო ძელის ქვეშ.

31 გააკეთა ლარტყები ურთხელის: ხუთი - სავანის ერთი გვერდის ძელებისთვის

32 და ხუთიც - სავანის მეორე გვერდის ძელებისთვის, ხუთიც - სავანის უკანა მხარის ძელებისთვის, დასავლეთით.

33 გააკეთა შუათანა ლარტყი, რომელიც გასდევს ძელებს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე.

34 ძელები ოქროთი მოჭედა, რგოლები ოქროსგან გააკეთა, აგრეთვე ლარტყების ჩასადგმელები; ლარტყებიც ოქროთი მოჭედა.

35 გააკეთა ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან; ზედ ქერუბიმები ამოქარგა.

36 გაუკეთა მას ურთხელის ოთხი სვეტი ოქროს კაუჭებითურთ და ოქროთი მოჭედა; ჩამოასხა მათთვის ოთხი ვერცხლის ფეხი.

37 დაამზადა მოხატული ფარდა სავანის შესასვლელისთვის ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან,

38 და ხუთი სვეტი კაუჭებითურთ; ოქროთი მოჭედა მათი თავები და სალტეები, გააკეთა სპილენძის ხუთი ფეხი.