ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

ახალი ქართულით (The new Georgian)

გამოსვლა (გამ.) 18

1 შეიტყო მიდიანელმა მღვდელმა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ყველაფერი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსეს და ისრაელს, თავის ერს, როდესაც გამოჰყავდა უფალს ისრაელი ეგვიპტიდან.

2 წამოიყვანა ითროშ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც გაშვებული ჰყავდა მოსეს.

3 მისი ორი ვაჟიშვილი, რომელთაგან ერთს ერქვა სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმური ვიყავიო უცხო ქვეყანაში.

4 ხოლო მეორეს - ელიაზარი, რადგან თქვა: მამაჩემის ღმერთი შემწედ მყავდაო და მიხსნა ფარაონის მახვილისგან.

5 და მივიდა ითრო, მოსეს სიმამრი, მოსეს ცოლითა და მისი შვილებითურთ, მოსესთან უდაბნოში, სადაც ბანაკად იდგა იგი ღვთის მთასთან.

6 შეატყობინა მოსეს: შენი სიმამრი მოვედი შენთან, შენი ცოლითა და მისი ორი ვაჟიშვილითურთ.

7 მიეგება მოსე თავის სიმამრს, თაყვანისცა და გადაკოცნა; მოიკითხეს ერთმანეთი და შევიდნენ კარავში.

8 უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, ისრაელის გამო რაც დამართა უფალმა ფარაონს და ეგვიპტელებს, ყველა გასაჭირი, რაც გზაში შეხვდათ და როგორ იფარავდა მათ უფალი.

9 გაიხარა ითრომ ყველა იმ სიკეთით, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა იგი ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან.

10 თქვა ითრომ: კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან, რომელმაც იხსნა ერი ეგვიპტელთა მონობისგან.

11 ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როდესაც მზვაობრობდნენ მასზე.

12 მიუტანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ღმერთს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. მივიდნენ აარონი და ისრაელის მთელი უხუცესობა, რათა უფლის წინაშე ეჭამათ პური მოსეს სიმამრთან ერთად.

13 მეორე დღეს დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად; დილიდან საღამომდე იდგა ხალხი მოსეს წინაშე.

14 დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, როგორ ექცეოდა იგი ხალხს და ჰკითხა: როგორ ექცევი ხალხს? რატომ ზიხარ მარტო, როცა მთელი ხალხი დილიდან საღამომდე ფეხზე დგას შენს წინაშე?

15 უთხრა მოსემ სიმამრს: იმიტომ, რომ ჩემთან მოდის ხალხი ღვთის ნების საკითხავად.

16 როცა რაიმე საქმე გაუჩნდებათ, ჩემთან მოდიან და მეც განვსჯი მათ სამართალს, ვუცხადებ ღვთის წესებსა და რჯულს.

17 უთხრა სიმამრმა მოსეს: არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ.

18 გაიტანჯებით შენც და ეს ხალხიც, შენთან რომ არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე. მარტო შენ ვერ აუხვალ მას.

19 ახლა გაიგონე ჩემი სიტყვა, რჩევას მოგცემ და შენთან იქნება ღმერთი. იყავი ხალხის შუამავალი ღმერთთან და წარუდგინე ღმერთს მათი სარჩელი.

20 ასწავლე მათ წესები და რჯული, უჩვენე გზა, რითაც უნდა იარონ, და საქმეები, რაც უნდა აკეთონ.

21 გამონახე ერში მაგარი ხალხი, ღვთისმოშიშნი, ანგარების მოძულენი, წრფელი ხალხი და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუდგნენ ერს.

22 მათ განსაჯონ ერი ყოველ დროს; დიდი საქმეები შენ მოგახსენონ, ხოლო წვრილმანი თავად გადაწყვიტონ, შემოგეშველონ, რომ შეგიმსუბუქდეს ტვირთი.

23 თუ ასე მოიქცევი, და ღმერთიც მოგცემს დარიგებებს, მაშინ გაუძლებ და ეს ხალხიც მშვიდობით დაბრუნდება თავის ადგილზე.

24 ისმინა მოსემ თავისი სიმამრის სიტყვა და შეასრულა ყოველი მისი ნათქვამი.

25 გამოარჩია მოსემ მაგარი ხალხი მთელი ისრაელიდან და დანიშნა ისინი ერის თავკაცებად - ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.

26 სჯიდნენ ისინი ერს ყოველ დროს; მძიმე საქმეს მოსეს მოახსენებდნენ, ხოლო წვრილმან საქმეებს თავად წყვეტდნენ.

27 გაისტუმრა მოსემ სიმამრი და ისიც წავიდა თავისთვის თავის ქვეყანაში.