ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1

ძველი ქართულით (Old Georgian)

ეპისტოლე იერემიასი* (ეპისტ.) 1

  ებისტოლე ბრძენისა ებისტოლე ბრძნისა იერემიაჲსი, ნაცვალნაწერი ებისტოლისაჲ, რომელი წარსცა იერემია წარყვანებულთა მიმართ ტყუეთა ბაბილონად, მეფისა მიერ ბაბილოვნელთაჲსა, მითხრობად მათდა, ვითარცა ებრძანნეს მას ღმრთისა მიერ.

1 ცოდვათათჳს, რომელ სცოდენით წინაშე ღმრთისა; წარხუედით ბაბილონად ტყუენი ნაბუქოდონოსორის მიერ, მეფისა ბაბილონისა.

2 ხოლო შესრულნი ბაბილონად იყვნეთ მუნ წელთა მრავალთა და ჟამსა გრძელსა, ვიდრე ნათესავთამდე შჳდთა, ხოლო შემდგომად ამისსა გამოგიყვანნე თქუენ მერმე მიერ მშჳდობით.

3 ხოლო აწ იხილნეთ ბაბილონსა შინა ღმერთნი ოქრთანნი და ვეცხლოანნი, ქუეყანისანი და ძელოანნი, მჴართა ზედა აღებულნი, მჩუენებელნი შიშსა წარმართთათჳს.

4 ეკრძალენით უკუე, ნუსადა თქუენცა, მსგავსებულნი უცხოთესლთანი, შეშინდეთ მათგან და შიშმან შეგიპყრნეს თქუენ მათმან.

5 იხილოთ რაჲ ერი წინაშე მათსა და უკუანა თაყუანისმცემელად მათდა, თქუთ: უკუე გაგონებითა შენდა ჯერ-არს თაყუანის-ცემად, მეუფეო,

6 რამეთუ ანგელოზი ჩემი თქუენ თანა არს, მან გამოიძინეს სულნი თქუენნი.

7 რამეთუ ენაჲ მათი არს გამოხუეწილ ხუროსა მიერ და იგინი გარემოოქრვილ და გარემოვეცხლულ, ნაცილ არიან და ვერ უძლავს ჴმა-ყოფად.

8 და ვითარ ქალწული მკობისმოყუარე მიიღებნ ოქროსა, შეუმზადებნ

9 გჳრგჳნსა თავსა ზედა ღმერთთა მათთასა, არს ოდეს და მიმხუეჭელნიცა მღდელნი ღმერთთაგან მათთა ოქროჲსა და ვეცხლისანი, თავთა თჳსთათჳს წარაგებენ.

10 ხოლო მისცემენ მათგან და სართულისშინათაცა მეძავთა, ხოლო შეამკობენ მათ, ვითარცა კაცთა, შესამოსლებითა ღმერთთა ოქროჲსათა და ღმერთთა ვეცხლისათა და ძელისათა.

11 ხოლო ესენი ვერ განერებიან დაგესლებისაგან და შეჭმისა.

12 შემოსილნი სამოსლითა პორფირითა განჰჴოცენ პირსა მათსა სახლთაჲსაგან მტუერისა, რომელი მრავალ არს მათ შორის.

13 და სკიპტრაჲ აქუს, ვითარცა კაცსა მსაჯულსა სოფლისასა, რომელი მისდამი მცოდველსა ვერ მოჰკლავს.

14 ხოლო აქუს ვარზი მარჯუენესა და მახჳლი, გარნა თავსა თჳსსა ბრძოლისა და ავაზაკთაგან ვერ განარინებს, ვინაჲ საცნაურ არიან არა ყოფად ღმერთად.

15 ნუუკუე გეშინინყე მათგან, რამეთუ ვითარ ჭურჭელი კეცისაჲ შემუსრვილი უჴმარ იქმნების, ეგევითარნი არიან ღმერთნი მათნი.

16 დამტკიცებულ არიან იგინი სახლთა შინა; თუალნი მათნი სავსე არიან მტუერითა ფერჴებისაგან შემავალთასა.

17 და ვითარცა შემცოდისა ვისმე მეფისანი, გარემოკრძალულ არიან ეზონი, ვითარცა სიკუდიდ მიმართ მიყვანებადისანი, სახლთა მათთა განამაგრებენ მღდელნი კარებითა და კლიტეებითა და მოქლონებითა, რაჲთა ავაზაკთა მიერ არ წარიტყუენნენ.

18 სანთელთა წუენ უმრავლესთა ვიდრე თავისა მათისა, რომელ არცა ერთისა შემძლებელ არიან ხილვად, ხოლო არიან ვითარცა დჳრენი სახლისაგანნი.

19 და გულთა მათთასა იტყჳან ლოშნასა ქუეყანისა ქუეწარმავალთა მიერ შემჭმელთაგან მათთა და შესამოსელთა მათთაჲსა, ხოლო აგრძნობენ არა,

20 დაშავებულნი პირითა მათითა კუამლისაგან სახლისამიერისა,

21 სხეულსა ზედა მათსა და თავსა ზედა მათსა ფრინველ მღამიობნი, მერცხალნი და ნეშტნი მფრინველნი, ეგრეთვე კუერნანიცა.

22 ვინაჲ ცანთ, რამეთუ არა არიან დმერთნი, ნუუკუე ეშიშვით მათ?

23 რამეთუ ოქროჲ, რომელი გარეაცყე საშუერად, არა თუ ეინმე განჴოცოს გესლისაგან მისისა, ვერ ბზინვიდეს, რამეთუ არცა, ოდეს გამოიდნობვოდეს, აგრძნობდეს.

24 ყოვლითა ფასითა სყიდულ არიან, რომელთა შორის არა არს სული

25 თჳნიერ ფერჴთასა მჴართა მიერ მოიხუმიან მჩუენებელნი უპატიოებისა თჳსისანი კაცთამი, ხოლო ჰრცხუენისყე და მსახურთაცა მათთა.

26 მით, რამეთუ და-თუ-სადა-ვარდენ ქუეყანასა ზედა, ვერ შემძლებელ არიან თავით თჳსით აღდგომად, ვერცა მართლად თუ ვინ დადგნეს იგინი, თავით თჳსით შეიძრნენ, ვერცა და-თუ-სხდენ, აღემართნენ, არამედ, ვითარცა მკუდართა, ძღუენნი დაეგებიან მათ.

27 ხოლო მსხუერპლთა მათთა გამომხუმელნი მღდელნი მათნი შეიჴმარებენ ეგრეთ, და ცოლთაცა მათთა მათგანვე დაიაპოხტიან, არცა გლახაკსა, არცა უძლურსა გარდასცემენ მსხუერპლთაგან მათთა, დაშტანი და მშობიარე შეეხებინ.

28 მცნობელთა უკუე ამათგან, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, ნუ გეშინინყე მათგან,

29 რამეთუ ვინაჲ იწოდნეს ღმრთეებ, სადა დედანი დაუგებენ ღმერთთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ძელისათა?

30 და სახლთა შინა მათთა მღდელნი დასხდებიედ, მქონებელნი შესამოსელთა, დაბძარულთა, და თავთა, და წუერთა, დაყუენილთა, რომელთა თავნი დაუბურველ არიედ.

31 ყივიედ, ჴმობედ წინაშე ღმერთთა მათთასა, ვითარცა მკუდრისა ძლითსა სერობასა შინა ვიეთნიმე.

32 სამოსელთაგან მათთა წარმღებელნი მღდელნი შეჰმოსენ ცოლთა მათთა და ყრმათა,

33 არცა ბოროტი თუ რაჲ ვისგანმე ევნოსყე, არცა კეთილისა თუ შემძლებელ არიან მიგებად, არცა მეფისა, ძალ-უცყე დადგენაჲ, არცა წაღებაჲ.

34 ეგრეთვე, არცა სიმდიდრისა, არცა ვეცხლისაჲ ვერ ძალ-უცყე მიცემაჲ. აღმთქმელმან თუ ვინმე მათმან აღთქმისამან არ მისცეს, ვერ გამოიძიონ,

35 სიკუღილისაგან კაცი ვერ იჴსნან, ვერცა უდარესი ძლიერისაგან ვერ განარინონ,

36 კაცი ბრმაჲ მხედველად ვერ აჩვენონ, ჭირსა შინა მყოფი კაცი ვერ გამოიჴსნან.

37 ქურივი ვერ შეიწყალონ, ვერცა ობოლსა კეთილი უყონ.

38 მთისაგანთა ქვათა მიმსგავსებულნი არიან ღმერთნი მათნი ძელისანი და გარემოვეცხლულნი, და გამოოქროვილნი, მსახურნი მათნი სირცხჳლეულ იქმნენ.

39 ვის უკუე საგონის, ანუ საწოდის არს, მათდა არიან იგი ღმერთად.

40 ხოლო მერმე და თჳთ იგი ქალდეველნიცა აგინებენვე მათ, რომელთა ოდეს იხილნიან განლიგებული ვერშემძლებელი, სიტყვად მიმრთმელთა ეზოჲსათა დიოჲსდა და ევედრებიედ ჴმა-ყოფად.

41 ვითარმცა შესაძლებელ იყო მისდა გრძნობაჲ? და ვერ უძლავს მათ გულისხმის-ყოფად დატევება, რამეთუ გრძნობაჲ არა აქუსყე.

42 ხოლო დედანი მორტყმულნი საბლებითა გზათა ზედა დასხდებიენ კუმევად ქატოთა.

43 ხოლო ოდეს მათგანსა ვისმე მიზიდულსა თანწარმავალთაგანისა ვისგანმე, დაწვის მის თანა, მოყუასსა აყუედრებდის, ვითარმედ არა ღირს იქმნა, ვითარცა იგი, არცა საბელი მისი განწყდა.

44 ხოლო ყოველნი ქმნილნი მათთჳს არიან ტყუილ, ვითარ უკუე საგონის იყოს ღმერთ-ყოფაჲ მათი, ანუ წოდებაჲ ღმერთებ?

45 ხუროთა მიერ და ოქრომჭედელთა შემზადებულ არიან, ვერარა სხუად ვერ იქმნებიან, გარნა რომელი ჰნებავნ

46 ჴელოვანთა ქმნად მათდა, ხოლო თჳთ იგიცა შემმზადებელნი მათნი ვერ იქმნენ მრავალჟამიერ, ვითარ ეგულვოს მათ მიერ შემზადებულთა ყოფა ღმერთებ?

47 რამეთუ დაუტევეს სიცრუე და ყუედრება შემდგომად ყოფადთა,

48 რამეთუ ოდეს მოვიდის მათ ზედა ბრძოლა და ძჳრნი, განიზრახევდ თავთა მიმართ თჳსთა მღდელნი მათნი, სადა დაიმალნენ მათ თანა.

49 ვითარ უკვე არა საგრძნობ არს, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, არამედ საქმეებ ჴელებისა კაცთაჲსა, რომელნი ვერ აცხოვნებენ მათ, ვერცა ბრძოლისა, ვერცა ბოროტთაგან განერნენ.

50 მყოფნი ძელისად და მოვეცხლულად და მოოქროვილად. ეცნობოს ამისთჳს შემდგომად ყოველთა წარმართთა, ვითარმედ ნაცილ არიან და მეფეთადცა ცხორებად არიან, ვითარმედ არა არიან ღმრთეებ, არამედ საქმენი ჴელებისა კაცთასა და არარაჲ არს საქმე ღმრთისაჲ მათ შორის.

51 ვისდა უკუე არსაცნაურ არს, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, არამედ საქმენი ჴელთა კაცთანი და არა არს საქმენი ღმრთისაჲ მათ შორის?

52 რამეთუ მეფე სოფლისა ვერ აღადგინონ, ანუ განარინონ, ვერცა კაცთა წჳმაჲ ვერ მოსცენ,

53 სასჯელი ვერ განსაჯონ თავთა მათთა, ვერცა იჴსნან მიმძლავრებულნი; უძლურ არიან, ვითარცა ყუავნი საშუალ ცისა და ქუეყანისა.

54 და რამეთუ ოდეს დავარდეს სახლსა ღმერთთა ძელისათასა, ანუ მოვეცხლულთა, ანუ მოოქროვილთასა ცეცხლი, მღდელნი უკუე მათნი ივლტიან და განერებიან, ხოლო იგინი, ვითარცა მოსელნი, საშუალ დაიწჳან.

55 ხოლო მეფესა და მბრძოლთა ვერ წინადაუდგენ, ვითარ უკუე საგონებელ, ანუ საწოდებელ იყოს, ვითარმედ არიან ღმრთეებ?

56 უკუეთუ ვერცა მპარავთაგან, ვერცა ავაზაკთაგან ვერ განერებიან, ღმერთნი ძელისანი და მოვეცხლულნი და მოოქროვილნი, რომელთა შემძლებელნი.

57 გარემოსძრცჳან ოქროსა და ვეცხლსა და სამოსელთა გარმდებარეთა მათთა და წარვლენ მქონებელნი, და ვერ შეეწინენ თავთა თჳსთა?

58 ვინაცა უმჯობეს არს მეფე მჩუენებელი თჳსისა სიმჴნისაჲ, ანუ ჭურჭელი სახლსა შინა საჴმარი, რომელსა იჴმარებს მომგებელი, ვიდრე ნაწილნი ღმერთთანი? ანუ კარი წინასახლისა შორის, მცველი მას შინა მყოფთაჲ, ვიდრე ნაწილნი ღმერთთანი,

59 რამეთუ მზე და მთოვარე და ვარსკულავნი მყოფნი ბრწყინვედ და მოვლინებულნი საჴმარად კეთილ მორჩილ არიან,

60 ეგრეთ ელვაიცა, ოდეს გამოჩნდეს, კეთილ სახილავ არს, ხოლო იგივე სულიცა ყოველსა შინა სოფლებსა სულავს.

61 და ღრუბელთა ოდეს ებრძანოს ღმრთისა მიერ ზედასლვად ყოველსა ზედა მკჳდროანსა, აღასრულებენ ბრძანებულსა.

62 და ცეცხლიცა, გამოვლენილი ზენაჲთ აღწუად მთათა და მაღნართა და ბორცუთა, ჰყოფს ბრძანებულსა, ხოლო ესენი არცა ჰასაკთა, არცა ძალთა მათთა ერთისაცა ამათგანისა არიან მიმსგავსებულ.

63 ვინაჲ ნუცა იწოდებიედ, ნუცა საგონის იქმნებიედ ყოფად იგინი ღმერთად, ვერშემძლებელნი ვერცა სასჯელისა შჯად, ვერცა კეთილის-ყოფად კაცთა.

64 მცნობელთა უკუე, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, ნუ გეშინინყე მათგან,

65 რამეთუ ვერცა მეფეთა დასწყევენ, ვერცა ვერ აკურთხევენ.

66 ხოლო სასწაულნი წარმართთა ცასა შინა ვერ უჩუენნენ, არცა, ვითარ მზე, ვერ განბრწყინდენ, არცა ჰნათობდენ, ვითარ მთოვარე.

67 მჴეცნი მათსა უმჯობეს არიან, რომელთა ძალ-უც, განერნენ რაჲ. და თუ იარნენ სარგებელ-ყოფად თავთა.

68 არა რომლითა უკუე გუარითა ცხად არს თქუენდა, ვითარმედ არიან ღმერთნი, რომლისათჳს ნუცა გეშინინ მათა,

69 რამეთუ ვითარცა მტილსა შინა საფრთხოლმან ვერარაჲ დაიცვის, ეგრეთ ღმერთნი მათნი არიან ძელისანი და ვეცხლოანნი და ოქროანნი.

70 მითვე გუარითა მტილსაცა შინა ძეძჳ, რომელსა ზედა ყოველი მფრინველი დაჯდების; ეგრეთვე და მკუდარსა დაგდებულსა ბნელსა შინა ემსგავსებიან ღმერთნი მათნი, ძელისანი და ოქროანნი და ვეცხლოანნი.

71 პორფირისაგან და მარმაროჲსა, მათ ზედა დალპოლვილისა, სცნათ, ვითარმედ არა არიან ღმერთნი, და იგინიცა უკანასკნელ შეიჭამნენ, და იყუნენ საყუედრელ სოფელსა შინა.

72 უმჯობეს უკუე არს კაცი მართალი არმქონებელი კერპთა, რამეთუ იყოს შორს მაყუედრებელთაგან.