ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

ძველი ქართულით (Old Georgian)

მეორე რჯული (რჯლ.) 1

1 ესე სიტყუანი არიან, რომელთა ეტყოდა მოსე ყოველსა ისრაჱლსა წიაღ იორდანესა უდაბნოსა დასავალით კერძო მახლობელად ევრთრასა ზღუასა, შორის ფარანს და ტოფოლს, და ლობონს, და ასეროთს და სადა-იგი ოქროჲ იყო,

2 ათერთმეტ დღის სავალით ქორებით მთად სეირდ ვიდრე კადეს ბარნედ.

3 და იყო მეორმეოცესა მას წელსა, ათერთმეტსა მას თჳსასა, რომელ იყო პირველი თვისა, ეტყოდა მოსე ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა მათ მცნებათა, რომელ ამცნო მას უფალმან,

4 რაჟამს დასცა მან სეონ მეფჱ იგი ამორეველთა, რომელ-იგი დამკჳდრებელ იყო ესებონს, და ოგ მეფჱ იგი ბასაანისაჲ, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ასტაროთს და ლედრაინს.

5 წიაღ იორდანესა ქუეყანასა მოაბისასა იწყო მოსე თხრობად შჯულისა ამის და თქუა:

6 უფალი ღმერთი ჩუენი გუეტყოდა ჩუენ ქორებს და თქუა: კმა-იყავნ თქუენდა დგომაჲ მთასა მას.

7 მიიქეცით თქუენ, აჰკიდეთ, წარიძრენით და მივედით, და შევედით მთასა მას ამორეველთასა და ყოველთა მათ გარემო მკჳდრთა არაბიელთასა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან ველთა, და მთათა, და ღელეთა და სამხრით კერძო ზღჳსკიდესა მას ქანანელთასა და ყოველსა მას მთისპირსა ლიბანით კერძო ვიდრე მდინარედ დიდადმდე ევფრატად.

8 აჰა, ეგერა, მიმიცემიეს თქუენდა ქუეყანა იგი, შევედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს და ნათესავსა მათსა შემდგომად მათსა.

9 გეტყოდე თქუენ და გარქუ მას ჟამსა შინა,

10 ვითარმედ ვერ დაგითმო თქუენ მარტომან, რამეთუ უფალმან ღმერთმან თქუენმან განგამრავლნა თქუენ და აწ, ეგერა, ხართ თქუენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა.

11 უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან შეგძინენ თქუენ, ვითარცა-ეგე ხართ ათასწილ და გაკურთხენინ თქუენ, ვითარცა-იგი გეტყოდა თქუენ.

12 აწმე ვითარ შეუძლია თავს-დებად ურვასა მაგას თქუენსა და სიმიმესა და ჴდომასა სასჯელისასა განგებად?

13 აწ მომცენით მე კაცნი ბრძენნი და გონიერნი და მეცნიერნი ნათესავთაგან თქუენთა, რათა დავადგინნე იგინი მთავრად და განმგებელად თქუენ ზედა.

14 და მომიგეთ მე და მარქუთ: კეთილ არს სიტყუა ეგე, რომელსა მეტყოდე ჩუენ ყოფად ეგე.

15 და მოვიყვანენ თქუენგან კაცნი ბრძენნი, გონიერნი და მეცნიერნი და დავადგინენ იგინი წინამძღურად თქუენდა - ათასისთავებად, და ასისთავებად, და ერგასისთავებად, და ათისთავებად და მწიგნობარნი საშჯელისა განმგებელად ნათესავთა თქუენთა.

16 და ვამცენ მსაჯულთა თქუენთა მას ჟამსა და ისმინეთ შორის ძმათა და საჯეთ სიმართლით შორის კაცისა და ძმისა მიმართ თჳსისა.

17 და ნუ თუალ-აღებთ სასჯელსა და ნუ მიჰხედავ სიკნინით და სიმდიდრით, ნუ თუალ-ახუამ პირსა კაცისასა, რამეთუ სასჯელი ღმრთისაჲ არს და სიტყუაჲ, რომელ ფიცხელ იყოს და ვერ შესაძლებელ იყოს თქუენდა განგებად, ჩემდა მოაწიეთ და მე განვაგო.

18 მას ჟამსა შინა გამცენ თქუენ და გარქუ, ვითარმედ ყოველთა მაგათ მცნებათა, რომელსა გამცნებდი, ჰყოფდით.

19 და წარვიძრენით ჩუენ ქორებით, განვლეთ ჩუენ უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი, რომელ თქუენ თჳთ იხილეთ, გზაჲ იგი მთისა მის ამორეველთაჲსა, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან და მოვედით ჩუენ ვიდრე კადეს ბარნედმდე.

20 და გარქუ თქუენ: ეგერა, მოწევნულ ხართ თქუენ მთასა მას ამორეველთასა.

21 რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ: იგულეთ, რამეთუ მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან წინაშე პირსა თქუენსა ქუეყანა ეგე მათი, შევედით და დაიმკჳდრეთ, ვითარცა გრქუა უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან: თქუენ ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.

22 და მოვედით ჩემ წინაშე და სთქუთ: წარავლინნეთ კაცნი წინასწარ ჩუენსა და მოვლონ, მოისტოვრონ ქუეყანაჲ იგი და მოვიდენ, მოგჳთხრან ჩუენ საზომი გზისაჲ მის, რომელსა აღვიდეთ, და ქალაქთა მათ, რომელთა შევიდეთ, დამკჳდრებად მათ შინა.

23 და სათნო-მიჩნდა ჩემ წინაშე სიტყუაჲ ეგე და მოვიყვანენ თქუენგანი კაცნი ათორმეტნი, თითოჲ კაცი ნათესავად.

24 და წარვავლინენ იგინი მსტოვრად ქუეყანისა მის და წარვიდეს იგინი მთით კერძოსა მას და მიიწინეს იგინი ვიდრე ჴევადმდე ტევნისა და მოისტუნეს ქუეყანა იგი ყოველი.

25 და მოიღეს ჴელითა მათითა ნაყოფისაგან მის ქუეყანისაჲსა, და მომართუეს ჩუენ და მრქუეს ჩუენ: კეთილ არს ქუეყანაჲ იგი, რომელსა უფალი ღმერთი ჩუენი მოგუცემს ჩუენ.

26 და თქუენ არა ინებეთ აღსლვაჲ, არამედ ურჩ ექმნენით სიტყუასა მას უფლისა ღმრთისა თქუენისასა.

27 და სდრტჳნევდით ბანაკსა შინა თქუენსა და იტყოდეთ: რამეთუ ვსძულდით ჩუენ უფალსა, ამისთჳს გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა მიცემად ჩუენდა ჴელთა ამორეველთა, რათა მოგუსრნენ ჩუენ.

28 აწვე აღვიდეთ ჩუენ, მერმე ძმათავე თქუენთა განდრიკნეს გულნი თქუენნი და იტყოდეს: ვითარმედ ნათესავი დიდი და უძლიერესი თქუენსა და ქალაქები დიდ-დიდები და ზღუდეები მაღალი ვიდრე ცადმდე, არამედ ნათესავნი გმირთაჲცა ვიხილეთ მუნ.

29 ხოლო მე გარქუ თქუენ, ვითარმედ: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით მათგან.

30 უფალი ღმერთი თქუენი წარგიძღუეს წინაშე პირსა თქუენსა და იგი ჰბრძოდის თქუენ წილ შეზღუდვილსა მკჳდრთათჳს ქუეყანისათა, ამცენ ძეთა ისრაჱლისათა მსგავსად ყოვლისა მის, რომელ-იგი ყო ჩუენთჳს ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე თუალთა თქუენთა.

31 და უდაბნოსაცა მას, რომელ-ესე თქუენ იხილეთ, ვითარ-იგი გუზრდიდა ჩუენ უფალი ღმერთი ჩუენი, ვითარცა-იგი ზრდინ კაცი შვილსა თჳსსა ყოველთავე გზათა თქუენთა, რომელთაცა ხჳდოდით თქუენ ვიდრე მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა ამას.

32 და ამითცა სიტყჳთა არავე ერწმუნეთ თქუენ უფალსა ღმერთსა თქუენსა,

33 რომელ-იგი გიძღოდა თქუენ ყოველთავე გზათა თქუენთა და გირჩევდა თქუენ ადგილთა და გიძღოდა თქუენ სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე და გიჩუნებდა თქუენ გზასა, რომელსა ხჳდოდეთ, და ღრუბლითა - დღისი.

34 და შეესმა უფალსა ჴმაჲ სიტყჳსა თქუენისაჲ და განრისხნა,

35 ფუცა და თქუა: ვერვინ იხილოს ამათ კაცთაგანმან ქუეყანაჲ იგი კეთილთაჲ, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთა,

36 გარნა ქალებ, ძემან იეფონისმან, იხილოს იგი და მას მივსცე ქუეყანაჲ იგი, რომელსა მიიწია და შევიდა, და შვილთა მისთა, რამეთუ სათნო ეყო უფალსა.

37 და ჩემთვისცა განრისხნა უფალი თქუენ გამო და მრქუა მე: ვერცაღა შენ შეხჳდე მუნ,

38 გარნა ისო, ძე იგი ნავესი, მსახური იგი შენი, იგი შევიდეს ქვეყანასა მას აღთქუმისასა, გარნა ძლიერი იგი, რამეთუ მან დაუმკჳდროს იგი ისრაჱლსა და ერისა თქუენისაგანმან,

39 ყრმამან ჩჩჳლმან, რომელმან არა იცის დღე კეთილი და ბოროტი, იგი შევიდეს მუნ და მათ მივსცე იგი. და მათცა დაიმკჳდრონ იგი.

40 და თქუენ მიიქეცით და დაიბანაკეთ უდაბნოსა მას გზასა ევრჳთრით ზღჳთ კერძო.

41 და მომიგეთ და მარქუთ მე: ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმერთისა ჩუენისა. აწ აღვიდეთ ჩუენ, ბრძოლა-ვსცეთ, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან და შეიჭურენით თითოეულად საჭურველი თქუენი, შეჰკერბით და აღხუედით მთასა მას.

42 სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ეტყოდე მაგათ და არქუ, ნუ აღხუალთ, ნუცა ვბრძვით მაგათ, რამეთუ მე არა თქუენ თანა ვარ, რათა შეიმუსრეთ წინაშე მტერთა თქუენთა.

43 და გეტყოდი თქუენ და თქუენ არა ისმინეთ ჩემი, გარდაჰჴედით ბრძანებასა მას უფლისასა, არამედ ურჩ ექმნენით და აღხუედით მთასა მას.

44 და გამოვიდა ამორეველი იგი, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო მთასა მას შემთხუევად თქუენდა და წარგიქცინა თქუენ მეოტად და შეგიცვნეს თქუენ, ვითარცა ფუტკართა. და დაგჩხუეპდეს თქუენ სეირითგან მიჰრმადმდე.

45 და დასხედით და სტიროდეთ წინაშე უფლისა და არა ისმინა უფალმან ჴმისა თქუენისაჲ და არცა მოგხედნა თქუენ.

46 და დაადგერით თქუენ კადეს მრავალ დღე, რავდენცა იყვენით მუნ.