ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4

ძველი ქართულით (Old Georgian)

ბარუქ წინასწარმეტყველი* (ბარ.) 1

1 და ესე სიტყუანი წიგნისანი, რომელნი დაწერნა ბარუქ, ძემან ნირისმან, ძისა მაასესმან, ძისა სედეკიასმან, ძისა სადისმან, ძისა ქელკისმან, ბაბილონს შინა.

2 წელსა მეხუთესა, შჳდსა თჳსასა, ჟამსა, რომელსა წარიღეს ქალდეველთა იერუსალჱმი და მოწუეს იგი ცეცხლითა.

3 და წარიკითხნა ბარუქმან სიტყუანი წიგნისანი ყურთა მიმართ იექონიაჲსთა, ძისა იოაკიმისთა, მეფისა იუდაჲსთა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა, რომელნი მოვიდოდეს მის წიგნისა,

4 და ყურთა ძლიერთა და ძეთა მეფეთასა, და ყურთა მიმართ მოხუცებულთასა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა კნინითგან ვიდრე დიდადმდე მათდა, ყოველთა დამკჳდრებულთა ბაბილონს შინა, მდინარესა ზედა სუდსა.

5 და რომელთა ესმათ, ტიროდეს და იმარხვიდეს და ილოცვიდეს ლოცვათა წინაშე უფლისა.

6 და შეკრიბეს ვეცხლი, ვითარცა თჳთეულისაჲ შემძლებელ იყო ჴელი.

7 და წარგზავნეს იერუსალჱმდ იოაკიმის მიმართ, ძისა ქელკისსა, ძისა სალომისა, მღდელისა და მღდელთა მიმართ, და ყოვლისა ერისა მიმართ, პოვნილთა მათ თანა იერუსალჱმს შინა,

8 მოღებასა მისსა ჭურჭელთა სახლისა უფლისათა, გამოხმულთა ტაძრისაგან, მიქცევად ქუეყანად იუდაჲსასა მეათესა სიუაჲსასა ჭურჭელნი ვერცხლისანი, რომელნი შექმნნა სედეკია, ძემან იოსიასმან, მეფისა იუდაჲსამან.

9 შემდგომად წარტყუენვისა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა, იექონიაჲსსა და მთავართა და შემწირველთა და ჴელოანთა და ძლიერთა და ერისა ქუეყანისაჲსა იერუსალჱმით და შეყვანებისა მათისა ბაბილონდ

10 და თქუეს: აჰა, წარმოვგზავნეთ თქუენდა ვეცხლი და იყიდენით ვერცხლითა ყოვლადდასაწუელნი და ცოდვათა ძლითნი და გუნდრუკი, და ყავთ მანანაჲ, და აღიღეთ საკურთხეველსა ზედა უფლისა ღმრთისა ჩვენისასა.

11 და ილოცეთ ცხორებისათჳს ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, და ცხორებისათჳს ვალტაშარ, ძისა მისისა, რაჲთა იყვნენ დღენი მათნი, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა.

12 და გუცეს უფალმან ძალი ჩუენ, და განგჳნათლნეს თუალნი ჩუენნი, და ცოცხალ ვიყვნეთ აჩრდილსა ქუეშე ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისასა და აჩრდილთა ქუეშე ვალტასარ, ძისა მისისა. და ვჰმონოთ მათ დღეთა მრავალთა და ვპოოთ მადლი წინაშე მათსა.

13 და ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა და არ უკუნიქცა გულისწყრომა უფლისაჲ და რისხვა მისი ჩვენგან, ვიდრე დღისამდე ამის.

14 და წარიკითხეთ წიგნი ესე, რომელი წარმოვგზავნეთ თქუენდა აღსარებად სახლსა შინა უფლისასა დღეთა შინა დღესასწაულისა და დღეთა შინა ჟამისათა.

15 და ჰრქუათ უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლე, ხოლო ჩუენ სირცხჳლი პირთაჲ, ვითარცა დღესა ამას კაცსა იუდაჲსასა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა,

16 და მეფეთა ჩუენთა და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და წინაწარმეტყუელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა წინაშე უფლისა,

17 რომელ ვცოდენით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, და არა ვირწმუნეთ და განვეშორენით მისგან.

18 და ვეურჩენით მას და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სლვად ბრძანებათა მისთა, რომელნი მოგუცნა წინაშე პირსა ჩუენსა.

19 დღითგან, რომელსა გამოიყვანნა უფალმან მამანი ჩუენნი, ქუეყანით ეგჳპტისა და ვიდრე დღისამდე ამის ვართ ურჩ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, და ვმგულებლობდით არსმენისა მიმართ ჴმისა მისისა.

20 და აღგუეწებნეს ჩუენდამი ძჳრნი და წყევაჲ, რომელი შეუწყო უფალმან მოსეს, მონასა თჳსსა, დღესა შინა, რომელსა გამოიყვანნა უფალმან მამანი ჩუენნი ეგჳპტით, მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ, მდინარი სძესა და თაფლსა, ვითარცა დღე ესე.

21 და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა ყოველთაებრ სიტყუათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი მოავლინნა ჩუენდამო.

22 და ვიდოდეთ თითოეული გაგონებისაებრ გულისა თჳსისა უკეთურისა საქმედ ღმერთთა უცხოთა, ქმნად ბოროტთა წინაშე თუალთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა.