ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7

ახალი ქართულით (The new Georgian)

მესამე მაკაბელთა* (3 მაკ.) 1

1 როცა ფილოპატორმა უკან დაბრუნებულთაგან შეიტყო, რომ ანტიოქოსი დაეპატრონა მის კუთვნილ მიწებს, უბრძანა მთელ ლაშქარს - ქვეითებს და მხედრობას, წაიყვანა არსინოე, თავისი და, და გაემართა რაფიას მხარეში, სადაც ანტიოქოსის ჯარები იყო დაბანაკებული.

2 მაგრამ ვიღაც თეოდოტოსმა გადაწყვიტა ჩანაფიქრის შესრულება: წამოიყვანა მისდამი პტოლემეოსის განკარგულებით მინდობილი შეიარაღებული ხალხი და ღამით პტოლემეოსის კარავში შეაღწია, რათა პირისპირ მისჭროდა და მოეკლა მეფე და ამით ბოლო მოეღო ომისთვის.

3 მაგრამ დააღალატა იგი დოსითეოსმა, დრიმილოსის ძემ, ტომით იუდაელმა, რომელმაც მოგვიანებით უარყო რჯული და მამა-პაპის მცნებებს უცხოური ამჯობინა. მან შეუშვა კარავში ვიღაც უაზნო კაცი, რათა პტოლემეოსისთვის გამიზნული სასჯელი მას დასტეხოდა თავს.

4 როცა მოხდა სასტიკი ბრძოლა და ანტიოქოსს საქმეები გამოუსწორდა, არსინოემ მოიარა ჯარები, ცრემლებითა და მუდარით, თმაგაშლილი ემუდარებოდა მათ, მხნედ ებრძოლათ საკუთარ თავისთვის, საკუთარი შვილებისა და ცოლებისთვის. გამარჯვებულებს იგი თითოეულს ორ მნა ოქროს აღუთქვამდა.

5 ხელჩართულ ბრძოლაში მტერმა მარცხი განიცადა და ბევრი ჩავარდა ტყვედ.

6 საწადელი რომ აღისრულა, პტოლემეოსმა განიზრახა, მეზობელ ქალაქებშიც ჩასაულიყო და გაემხნევებინა ისინი.

7 ეს რომ გააკეთა და სალოცავებშიც ძღვენი ჩამოარიგა, გაამხნევა ქვეშევრდომებიც.

8 როცა იუდაელებმა საბჭოსგან და უხუცესთაგან გაუგზავნა მას ელჩები მისალოცად, ძღვენის მისართმევად და სიხარულის გამოსახატავად მომხდარი ამბების გამო, მანაც მოისურვა, რაც შეიძლება მალე შეხვედროდა მათ.

9 იერუსალიმში რომ ჩავიდა, მსხვერპლი შესწირა და მადლი მიაგო უზენაეს ღმერთს; ყველაფერი შეასრულა, რაც ამ ადგილს ეკადრებოდა. როცა ამ ადგილზე მოხვდა და მისი დიდებულებითა და მშვენებით მოიხიბლა,

10 საწმიდარის ჰაეროვნებით განცვიფრებულმა წმიდათა წმიდაში შესვლა მოისურვა.

11 უთხრეს: წესი არ არის, არა მარტო ჩვენს ხალხს ეკრძალებათ იქ შესვლა, არამედ მღვდლებსაც კი; მხოლოდ მღვდელმთავარს აქვს ამის ნება და ისიც წელიწადში ერთხელ. მაგრამ ვერაფრით ვერ დაარწმუნეს მეფე.

12 გააცნეს რჯულიც, მაგრამ არც ამან გადაათქმევინა მეფეს განზრახული. ამბობდა, რომ მას უფლება აქვს, შევიდეს ტაძარში. თუ ისინი მოკლებული არიან ამ პატივს, მე არაფერი დამაბრკოლებსო.

13 იკითხა, თუ რატოშ არავინ არ შეაჩერა იქ მყოფთაგან, როცა სხვა კვრივებში შედიოდა.

14 მაშინ ვიღაცას დაუფიქრებლად წამოსცდა, ცუდი იყო, ასე რომ მოხდაო.

15 რაკი ეს უკვე მოხდა, თქვა მეფემ, რაღაც მიზეზის გამო, რატომ არ შევიდე იმისდა მიუხედავად, გსურთ თქვენ ეს თუ არა?

16 მაშინ მღვდლები, სრულად შემოსილნი, დაემხნენ მიწაზე, შეწევნას თხოვდნენ უზენაეს ღმერთს, რათა დაეოკებინა ბოროტი ზრახვებით შემოჭრილი მოძალადე, და მოთქმითა და ცრემლებით აავსეს ტაძარი.

17 ქალაქში დარჩენილნი, შეშფოთებულები გამოცვივდნენ გარეთ; იფიქრეს, რაღაც უცნაური რამ მოხდაო.

18 თავიანთ ოთახებში ჩაკეტილი ქალწულები დედებთან ერთად გამორბოდნენ, ნაცარს იყრიდნენ თმებზე, მოთქმა-გოდებით ავსებდნენ ქუჩებს.

19 საქორწინოდ მოკაზმული ქალიშვილები სტოვებდნენ სიძესთან შესახვედრად გამზადებულ სანთიობებს და კდემადაკარგულნი უწესოდ დარბოდნენ ქალაქში.

20 დედები და ძიძები ტოვებდნენ ახალშობილ ბავშვებს, ზოგი სახლში, ზოგიც ქუჩაში და უკანმიუხედავად გარბოდნენ უზენაესი ტაძრისკენ.

21 მრავალგვარი იყო ვედრება ტაძართან თავმოყრილი ხალხისა მეფის მკრეხელური განზრახვის გამო.

22 ზოგი მოქალაქე შეეცადა კიდეც, ხელი შეეშალა მეფისთვის განზრახულის შესრულებაში.

23 მოუწოდეს ხალხს, იარაღი აეღოთ და თავი შეეწირათ რჯულის დასაცავად, და არეულობა გამოიწვიეს წმიდა ადგილას. მაგრამ უხუცესებმა და მღვდლებმა დააშოშმინეს და ისინიც სხვებივით ლოცვა-ვედრებას მოჰყვნენ.

24 ხალხი კვლავ ლოცულობდა,

25 მეფესთან მყოფი უხუცესები კი ყველანაირად ცდილობდნენ დაეყოლიებინათ მეფე, ხელი აეღო თავხედურ განზრახვაზე,

26 მაგრამ გაკადნიერებული მეფე, ყველაფრის უგუბელმყოფელი, წინ მიიწევდა, რათა ბოლომდე შეესრულვბინა ნათქვამი.

27 ამის შემხედვარე მეფის თანმხლებმა პირებმა ჩვენიანებთან ერთად დაიწყეს ლოცვა ყოვლადძლიერისადმი, რათა ეხსნა ისინი გასაჭირისგან, არ ენახვებინა მათთვის ურჯულო და კადნიერი საქმე.

28 ერთი გუგუნი იდგა სასოწარკვეთილი ხალხის გაბმული მოთქმისა და შეძახილებისგან.

29 კაცს ეგონებოდა, რომ არა მხოლოდ ადამიანები გამოსცემენ ხმას, არამედ კედლებიცა და მთელი არემარეც. ამ დროს ყველას სიკვდილი ერჩია ადგილის შეგინებას.