ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

ახალი ქართულით (The new Georgian)

მეორე მეფეთა (2 მეფ.) 1

1 ეს მოხდა საულის სიკვდილის შემდეგ, როდესაც დავითი დაბრუნდა ყამალეკზე გამარჯვებიდან და დარჩა დავითი ციკლაგში ორ დღეს.

2 მოვიდა მესამე დღეს საულის ბანაკიდან კაცი, სამოსელი შემოგლეჯოდა და თავზე ნაცარი ეყარა. მივიდა დავითთან, მიწაზე დავარდა და თაყვანისცა.

3 უთხრა დავითმა: საიდან მოდიხარ? მიუგო: ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.

4 უთხრა დავითმა: რა ამბავი მოხდა, მიამბე! თქვა კაცმა: ხალხი გაიქცა ბრძოლის ველიდან; ბევრი ჩვენიანიც დაეცა და დაიხოცა, საულიც და მისი ვაჟი იონათანიც დაიხოცნენ.

5 უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: როგორ გაიგე, რომ დახოცილან საული და მისი ვაჟი იონათანი?

6 მიუგო ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: გილბოაყის მთაზე მოვხვდი და, ვხედავ, შუბზეა საული დაყრდნობილი და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებიან მას.

7 უკან მოიხედა, დამინახა და დამიძახა. მივუგე გისმენ, ბატონო-მეთქი.

8 მითხრა: ვინ ხარ? მივუგე: ყამალეკელი ვარ.

9 მითხრა: დამეცი თავს და მომკალი, რადგან საშინელ ტანჯვაში ვარ, სული კი ჯერ არ ამომხდომია.

10 მივედი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ მაინც არ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, სამაჯური, ხელზე რომ ეკეთა, და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს.

11 ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო.

12 მოთქვამდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.

13 ჰკითხა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს; სადაური ხარ? მიუგო: ხიზანის შვილი ვარ, ყამალეკელი.

14 უთხრა მას დავითმა: როგორ გაბედე და აღმართე ხელი უფლის ცხებულის დასაღუპად?

15 დაუძახა დავითმა ერთ მსახურთაგანს და უთხრა: აქ მოდი და მოკალი ეს კაცი. მანაც დაჰკრა და მოკვდა იგი.

16 უთხრა მას დავითმა: შენს თავზეა შენი სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული.

17 ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და მის ვაჟს, იონათანს.

18 თან ბრძანა, ესწავლათ იუდიანებს მშვილდი. აჰა, სწერია მართალთა წიგნში:

19 შეიბღალა შენი მშვენება, ისრაელო, შენს მაღლობებზე! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!

20 ნუ გაამხელთ გათში, ნუ გამოაცხადებთ ასკალონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა, არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა.

21 გილბოაყის მთებო! არ გეღირსოს ცვარი და წვიმა, ნაყოფიერი მინდვრები, რადგან მანდ გაცუდდა ვაჟკაცის ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული!

22 განგმირულთა სისხლისგან, ვაჟკაცთა გულ-ღვიძლისგან არ ბრუნდებოდა უკან იონათანის მშვილდი; საულის ხმალი ფუჭად არ ბრუნდებოდა!

23 საულ და იონათან! საყვარელნი და სანატრელნი სიცოცხლეში, სიკვდილშიაც განუყრელნი არიან! არწივზე უსწრაფესნი, ლომზე ძლიერნი იყვნენ.

24 ისრაელის ასულნო! იტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ შესამოსელს.

25 როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.

26 ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი.

27 როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!