ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15

ახალი ქართულით (The new Georgian)

მეორე მაკაბელთა* (2 მაკ.) 1

1 ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულს, კეთილდღეობას და მშვიდობას უთვლიან ძმები - იერუსალიმში და იუდაში მყოფი იუდაელები.

2 დაე, სიკეთე მოგაგოთ ღმერთმა და გაიხსენოს თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის - თავის ერთგულ მორჩილთა მიმართ.

3 დაე, სუყველას მოგცეთ გული, რთამ თაყვანი სცეთ მას და აღასრულოთ მისი ნება მტკიცე გულითა და მოწადინე სულით.

4 გული გაგიხსნათ მან თავისი რჯულისათვის და მცნებებისთვის, მშვიდობა მოგფინოთ.

5 შეისმინოს უფალმა თქვენი ლოცვა-ვედრება და შეგიწყნაროთ გასაჭირში და არ გაგწიროთ.

6 ჩვენ ახლა თქვენთვის ვლოცულობთ.

7 დემეტრიოსის მეფობის დროს, ას სამოცდა ცხრა წელს, ჩვენ, იუდაელებმა, მოგწერეთ თქვენ დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით, რომელიც განვიცადეთ ჩვენ, როცა იასონი და მისი თანამზრახველები განუდგნენ წმიდა მიწას და სამეფოს,

8 და გადაწვეს კარიბჭეები, დაღვარეს უმანკო სისხლი. მაგრამ ჩვენ შევევედრეთ უფალს და შესმენილ იქნა ჩვენი ვედრება და შევწირეთ მსხვერპლი და ძღვენი, დავანთეთ კანდლები და პური დავუწყვეთ გვერდით.

9 ახლაც აღასრულებდეთ კარვობის დღესასწაულს, ქისლევის თვეში ას ოთხმოცდა რვა წელს.

10 მეფე პტოლომეოსის მასწავლებელს, არისტობულოსს, მირონცხებულ მღვდელთა ნათესავს და ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებენ იერუსალიმში და იუდაში მყოფნი, უხუცესობა და იუდა.

11 დიდად ვუმადლით ღმერთს, საშინელ საფრთხეთაგან ჩვენს მხსნელს, რომ შეგვეწია მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში

12 და უკუაქცია წმინდა ქალაქზე გამოლაშქრებული ჯარი,

13 რადგან სპარსეთს რომ მიადგა წინამძღთალი თავისი ლაშქრით, როშელიც უძლეველად იყო მიჩნეული, ნაკუწ-ნაკუწად აკაფეს ნანეას ტაძარში ამ ტაძრის ქურუმთა ეშმაკობის წყალობით.

14 ანტიოქოსი ხომ თითქოსდა მასთან შეუღლების სურვილით წამოვიდა ხსენებული ადგილისაკენ და მასთან ერთად მისი მეგობრებიც მოვიდნენ აქ, მზითვის ფულის ასაღებად.

15 ნანეას ქურუმებმა გადაიხადეს ფული და მეფეც მცირედი ამალით კვრივის გალავანში შემოვიდა. და, როგორც კი შედგა ტაძარში ანტიოქოსმა ფეხი, შიგნით მოიმწყვდიეს იგი ქურუმებმა,

16 გახსნეს თაღზე ფარული კარი, დაუშინეს იქიდან ქვები და ჩაქოლეს ყველა - წინამძღოლიცა და თანმხლებნიც; შემდეგ მოკვეთეს მათ თავები და გარეთ გამოყარეს.

17 ყოვლად კურთხეულია ჩვენი ღმერთი, რომ გასცა მკრეხელები;

18 ხოლო ჩვენ, რაკი მოვისურვეთ ქისლევის ოცდამეხუთე დღეს გვედღესასწაულა ტაძრის სატფურების დღესასწაული, საჭიროდ ვცანით, გვეუწყებინა თქვენთვის, რომ თქვენც გაგემართათ კარვობისა და ცეცხლის დღესასწაული, როგორც ნეემიამ, ტაძრისა და სამსხვერპლოს ამშენებელმა, შესწირა მსხვერპლი.

19 რადგან როცა სპარსეთში ტყვედ წაასხეს ჩვენი მამა-პაპა, ღვთისმოშიშმა მღვდლებმა საკურთხევლიდან საიდუმლოდ წამოიღეს ცეცხლი და მშრალი ჭის ფსკერზე გადამალეს და საიმედოდ შეინახეს ჭაში, რაკი არავინ იცოდა ეს ადგილი.

20 გამოხდა მრავალი წელი და ღმერთმა ინება, რათა სპარსეთის მეფეს ნეემია გაეგზავნა ცეცხლისთვის მისი შემნახველი მღვდლების შთამომავლებთან; როცა გვაცნობეს, რომ არ აღმოჩნდა ცეცხლი, არამედ მხოლოდ შემკვრივებული წყალი, უბრძანა მათ ნეემიამ, მოეტანათ იგი.

21 როცა ყველაფერი მოამზადეს მსხვერპლის შესაწირად, ნეემიამ მღვდლებს უბრძანა, ეპკურებინათ წყალი შეშისთვის და მასზე დაწყობილი მსხვერპლისთვის.

22 ბრძანება რომ შეასრულეს და დრომ მოაწია, გამოანათა მზემ, აქამდე ღრუბლებით რომ იყო დაფარული, და აღეგზნო დიდი ცეცხლი; გააოცა ამან ყველა.

23 მღვდლები კი, ვიდრე მსხვერპლი იწვოდა, ლოცულობდნენ მღვდლებიც და ყველანი. იონათანი იწყებდა და დანარჩენები ხმას აყოლებდნენ, და ნეემიაც მათ შორის.

24 ასეთი იყო მათი ლოცვა: უფალო, უფალო, ღმერთო, ყოვლის შემოქმედო, საშინელო და ძლიერო, სამართლიანო და ლმობიერო, ერთადერთო მეუფევ, კეთილისმყოფელო,

25 ერთადერთო გამრიგევ, ერთადერთო მართალო, ყოვლისმპყრობელო და მარადიულო, რომელმაც იხსენი ისრაელი ყოველივე ბოროტისაგან, რომელმაც გამოარჩიე მამები და აკურთხე ისინი;

26 შეიწირე ეს მსხვერპლი მთელი შენი ხალხის, ისრაელის გულისთვის, დაიცავი შენი წილხვედრი და წმინდაჰყავ იგი.

27 გევედრებით, კვლავ შეკრიბო ჩვენი გაფანტული ხალხი, იხსნა დატყვევებულნი წარმართთა შორის, მოხედე განწირულთ და მოძულებულთ; დაე, უწყოდნენ წარმართებმა, რომ ჩვენი ღმერთი ხარ;

28 დასაჯე ჩვენი მოძალადეები, ამპარტავნობით რომ გვაგულისებენ.

29 დანერგე შენი ხალხი შენს წმიდა ადგილას, როგორც თქვა მოსემ.

30 მღვდლები კი ამასობაში საზეიმო სიმღერებს გალობდნენ.

31 როგორც კი შეიწირა მსხვერპლი, ნეემიამ ბრძანა, დანარჩენი წყალი დიდ ქვებზე მოეღვარათ.

32 როგორც კი ეს ბრძანება აღასრულეს, იფეთქა ალმა, მაგრამ სამსხვერპლოსაგან გამოტევებულ შუქზე ჩანელდა იგი.

33 განცხადდა ეს საქმე და მოახსენეს სპარსეთის მეფეს, რომ იმ ადგილას, სადაც გადმოსახლებული მღვდლები ინახავდნენ ცეცხლს, აღმოჩნდა წყალი და ამ წყლით ნეემიას მიმდევრებმა განწმიდეს მსხვერპლი.

34 მეფემ საქმის ვითარება რომ გაიცნო, ბრძანა შემოესაზღვრათ ეს ადგილი, როგორც კვრივი.

35 ხოლო იმათ, ვისაც სწყალობდა, მეფემ ბევრი ძღვენი უბოძა, რაც თავად ჰქონდა მიღებული.

36 ხოლო ნეემიას თანმხლებმა ხალხმა უწოდა ამ ადგილს ნეფთარ, რაც განწმედად ითარგმნება. ბევრი კი მას ნეფთაის უწოდებს.