ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9

ძველი ქართულით (Old Georgian)

მეორე ეზრა* (2 ეზრ.) 1

1 და ყო იოსია მეფემან ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს და შეწირა შესაწირავი იგი უფლისა ათორმეტსა თთჳსა მის პირველისასა.

2 განაწესნა და დაადგინნა მღდელნი სახლსა უფლისასა ყოველთა დღჴეთა რიცხჳსაებრ და შთააცვა მათ კვართი სამღდელო.

3 და ჰრქუა ლევიტელთა მსახურთა: განიწმიდენით თავნი თქუენნი და განემზადენით სიწმიდისა მისებრ კიდობნისა სჯულისა უფლისა ტაძარსა მას, რომელი-იგი აღაშენა სოლომონ მეფემან, ძემან დავითისამან.

4 და ნუმცა იპოვების თქუენ თანა ბიწოვანებაჲ და ბილწება და აწ მსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა, და შემოკრიბეთ და განუმზადეთ ნათესავი ისრაჱლისა და განაწესეთ განწესებისა მისებრ მამათმთავართასა და ტომთა მისთასა,

5 ვითარცა განაწესა და დაწერა დავით, მეფემან ისრაჱლისამან, და ძემან მისმან დიდმან სოლომონ. და დადგეს ტაძარსა მას შინა ლევიტელნი განწესებისა მისებრ თჳთოეულად მამათა თჳსთასა წინაშე ძმათა თჳსთა, ძეთა ისრაჱლისათა.

6 და პირველისაებრ წესისა შეწირეთ ზატიკი და განმზადეთ შესაწირავი იგი სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა ჴელითა მოსესითა.

7 მიჰმადლა და მისცა იოსია ერსა მას კრავები და თიკანნი ოცდაათი ათასი, ჴბოები სამ ათასი.

8 ესე ყოველი მისცა მსგავსად ბრძანებისა მის მეფისასა ერთა და მღდელთა ლევიტელთა, და მერმე მისცა ქელკიასა და ზაქარია მღდელთმოძღუართა მათ, წინამძღუართა ერისათა და მღდელთა ცხოვარი ორ ათასი და ექუსასი და ჴბოები ექუსასი.

9 და იექონია, და სამეა, და ნათანაელ ძმა, და საბეა, და ოზიელ და იორამ ათასისთავთა მათ მისცეს ლევიტელთა ზატიკისა მისთჳს ცხოვარი ხუთ ათასი და ჴბოები ხუთასი.

10 და მიიღეს ესე ყოველი მღდელთა მათ და დიდ-დიდად დიდებითა და შუენიერებითა განმზადეს ბატიკი იგი ბალარჯობითა,

11 წესთა მათთაებრ და ტომთა მათთაებრ, მსგავსად მამათა მათთასა განწესებულად დგეს მღდელნი წინაშე კრებულისა და შესწირვიდეს უფალსა შესაწირავსა მას, ვითარცა წერილ არს წიგნსა მოსესსა.

12  

13 და ესრეთ ცისკარსა მას შემწვარი ცეცხლითა განამზადეს ზატიკი იგი უფლისა შესაწირავი და ნედლნი სურნელებითურთ შეაგბეს სიავ-ქუაბთა შინა და ქვაბებთა.

14 და შესწირეს ყოვლისა მისთჳს ერისა და შემდგომად ამისა მღდელთმოძღუარნი იგი განემზადნეს თჳთ (ძმანი მათნი, ძენი იგი აჰრონისნი).

15 რამეთუ მღდელნი იგი შესწირვიდეს ცმელსა მას ცეცხლისა მის დასაწველსა და ლევიტელნი განემზადნეს თჳთ და ძმანი თჳსნი მღდელად, ძენი აჰრონისნი,

  და ძენი აისაფისნი შემასხმელნი, მგალობელნი განემზადნეს, ვითარცა განაწესა დავით მეფემან ასაფი, და ზაქარია და ელდინუს.

  და მეკარენი იგი თჳთეულად კართა მათ იყუნენ განკრძალულ წესთა მათთაებრ, რამეთუ იგინიცა იყუნენ ძეთაგან ლევის, განიმზადნეს თავნი თჳსნი.

16 და ყოველთა ერთბამად აღასრულეს ზატიკი უფლისა მას დღესა შინა.

  და შესწირეს შესაწირავი უფლისა საკურთხეველსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის იოსია მეფისა.

17 და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელი იპოვეს მას ჟამსა შინა, ზატიკი უფლისა და დღესასწაული იგი ბალარჯობათა შჳდ დღე,

18 არასადა ყოფილ იყო ესრეთ ზატიკი შორის ისრაჱლსა, რამეთუ არა ვინ ყო ზატიკი ჟამთა მათგან სამოელ წინაწარმეტყუელისათა.

19 არცაღა ყოველთა მეფეთა ისრაჱლისათა ყვეს ზატიკი ესე. ვითარი-იგი ყო იოსია მეფემან, მღდელთა მათ, და ლევიტელთა, და ჰურიათა და ყოველმან ისრაჱლმან, რომელნი-იგი იყუნეს დამკჳდრებულნი მას ჟამსა იერუსალჱმსა შინა.

20 მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასა ყო ზატიკი ესე.

21 და იყუნენ მართალ საქმენი იოსიასნი წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და ჰმონებდა უფალსა ყოვლითა გულითა და გონებითა თჳსითა.

22 და სხუანიცა მეფენი იყუნეს უწინარეს მისა, რომლისათჳს წერილ არს, რომელთა-იგი შესცოდეს და უსჯულო იქმნნეს ყოველთა შინა ნათესავთა და შეაწუხეს უფალი და მჴდომად აღუდგეს სიტყვათა მისთა შორის ისრა- ჱლისა.

23 და შემდგომად ყოველთა მათ სიმართლეთა იოსიასთა მოვიდა ფარაო, მეფე მეგჳპტელთა, მბრძოლად ვარქამუსად ევფრატით კერძო და განვიდა ბრძოლად იოსია.

24 და მიავლინა მისა მეფემან მეგჳპტელთამან და ჰრქუა: რა ძეს შენი და ჩემი, მეფეო ჰურიასტანისაო?

25 არა თუ შენდა მიმავლინა მე უფალმან ღმერთმან და ევფრატით კე- რძო მივალ მე ბრძოლად. და აწ უფალი ჩემ თანა არს და ნუ მაბრკოლებ მე, რამეთუ მასწრაფებს მე უფალი მისლვად და ბრძოლად ევფრატით კერძო, ხოლო შენ მიმრიდე და ნუ წინააღუდგები უფალსა.

26 და არა გარემოაქცივნა იოსია ეტლნი თჳსნი, არამედ ბრძოლად ჴელი შეყო მისა და არა ისმინნა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისათა,

27 არამედ შეიკრიბა და ზედამოუჴდა ველსა უდმაკედოვადაუს. და მიუჴდეს მთავარნი იგი მეფესა იოსიასა.

28 და ჰრქუა იოსია მეფემან მონათა თჳსთა: განმიყვანეთ მე ველისა ამისგან, რამეთუ მოუძლურდი ფრიად. და მეყსეულად გამოიყვანეს იგი მონათა თჳსთა ბრძოლისა მისგან.

29 და აღჴდა იგი ეტლთა მათ მეორეთა თჳსთა და აღიყვანეს იგი იერუსალჱმდ, მოკუდა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა.

30 და ყოველი ჰურიასტანი გოდებდა და იგლოვდა იოსიას. და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან გოდება ესე იოსიასა ზედა. და დაჯდა იგი დე- დათა თანა და გოდებდეს გოდებასა იერემიასასა მოდღენდელად დღემდე და მისცეს ბრძანება მარადის ნათესავთა გოდებად შორის ისრაჱლისა

31 ესე ყოველი წერილ არს წიგნსა მატიანეთასა მეფეთა ისრაჱლისათა და საქმენი, რომელ ქმნა იოსია, სიმჴნენი იგი დიდისა მის სიმართლისა და დიდებისა მისისა და სიბრძნე იგი კრძალულებისა მისისა, რომელი აქუნდა შჯულისა მიერ უფლისა, ამას ყოველსა მოაქამდე უთხრობენ წიგნნი მეფეთა ისრაჱლისათანი და იუდასთანი

32 და მეფე-ყვეს ნათესავისა მისგან იაქონია, ძე იოსიასი. მეფობდა იექონია მამისა თჳსისა იოსიას წილ და იყო ოცდასამ წლისა, რაჟამს დადგა იგი მეფედ.

33 და მეფობდა ჰურიასტანსა და იერუსალჱმსა სამ თვე და აყენებდა მეფე იგი მეგჳპტელთა, რათამცა არა ვინ მეფობდენ იერუსალჱმსა.

34 და მოჰჴადა მათ ასი ტალანტი ვერცხლი, ერთი ოქრო.

35 და დაადგინა მათ ზედა მეფემან მეგჳპტელთამან მეფედ იოაკიმ, ძმა იექონიასი, და მეფობდა იოაკიმ ჰურიასტანსა ზედა და იერუსალჱმსა.

36 და შეკრა იოაკიმ დიდნი იგი მთავარნი სახლისა ისრაჱლისანი და ზარა, ძმა თჳსი, გამოიყვანა ქუეყანით ეგჳპტით და მოიყვანნა თავისა თჳსისა თანა.

37 და იყო ოცდახუთ წლისა იოაკიმ, რაჟამს მეფე-ყვეს ჰურიასტანს, იერუსალჱმსა ზედა. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.

38 დღეთა მისთა გამოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვანთა, და შეკრა იგი საკრველითა რვალისათა და წარიყვანა იგი ბაბილოვნად.

39 და სამსახურებელი სახლისა უფლისა გამოიღო ნაბოქოდონოსორ, წარიღო და დადვა სახლსა კერპთა მისთასა ბაბილონს.

40 ესე ყოველი მისთჳს და უსჯულოებისა მისისათჳს, და სიბილწისა მისისა დაწერილ არს წიგნსა მეფეთასა.

41 და მეფობდა მის წილ იოაკიმ, ძე მისი, და იყო ოცდაათრვამეტისა წლისა.

42 და მეფობდა სამ თვე და ათ დღე იერუსალჱმს. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.

43 და შემდგომად წლისა ერთისა მოავლინა ნაბოქოდონოსორ მეფემან და წარიყვანა იგი ბაბილოვნად ფასითურთ სახლისა მის უფლისა.

44 და დაადგინა სედეკია მეფედ ჰურიასტანსა და იერუსალჱმსა. და იყო სედეკია ოცდაერთის წლისა და მეფობდა ათერთმეტ წელ.

45 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა მოიქცა უკეთურებისაგან თჳსისა და არცა ისმინა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისათა,

46 და ფიცი იგი, რომლითა ეფუცა ნაბოქოდონოსორ მეფესა, სახელითა უფლისათა და არა დაადგრა ფიცსა მას, არამედ ეცრუვა და განეშორა ნაბოქოდონოსორს, და განიფიცხა ქედი თჳსი და გული თჳსი და გარდაჴდა სჯულსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

47 და მთავართა მის ერისათა და მღდელთა მრავალი უსჯულოება ყვეს, და უსჯულო იქმნნეს და განამრავლეს ბილწება თჳსი უფროს ყოველთა წარმართთასა, და შეაგინეს ტაძარი იგი სიწმიდისა უფლისა იერუსალჱმისა.

48 და მიუვლინა ღმერთმან მამათა მათთა მოციქულად წინაწარმეტყუელი, რათამცა მოიქცეს, რამეთუ ჰრიდებდა მათ ტაძარსა სიწმიდისასა.

49 და შეურაცხ-ყვეს მოციქულნი იგი მისნი და დღესა მას, რომელსა ეტყჳნ მას უფალი, იგინი ეკიცხევდეს წინაწარმეტყუელთა მისთა.

  და განრისხნა უფალი ნათესავსა ზედა მათსა უღმრთოებისა მისთჳს და მოავლინა მათ ზედა მეფენი იგი ქალდეველთანი.

50 და მათ მოსრნეს ჭაბუკნი მათნი მახჳილითა და დასთხიეს სისხლი მათი გარემოს ტაძარსა სიწმიდისასა და არა ჰრიდა ყრმათა ქალწულთა მოხუცებულთა და ჭაბუკთა მათთა,

51 არამედ ყოველივე მისცა ჴელთა მათთა და სამსახურებელი სახლისა უფლისა, დიდი და კნინი, და ჭურჭელი სამსახურებელი კიდობნისა მის უფლისა, და ყოველი ფასი მეფეთა ისრაჱლისათა აღიღეს და წარიღეს ბაბილონად.

52 და ცეცხლითა მოწვეს ტაძარი იგი უფლისა, დაარღჳეს და აღაოჴრეს ზღუდენი იერუსალჱმისანი, და გოდლები მისი მოწვეს ცეცხლითა.

53 და იყო აღსრულება ყოვლისა დიდებისა მათისა და ნეშტნი იგი წინაწარიქცინეს და წარტყუენეს ბაბილონად.

54 და დაემონნეს მათ და შვილთა მათთა ვიდრე მეფეთამდე სპარსთასა აღსრულებასა მას სიტყჳსა უფლისასა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა,

55 ვითარმედ სთნდეს უფალსა ქუეყანა იგი და ცალიერად შაბათ-ყო იგი ყოველთა მათ ჟამთა, რაოდენ ჟამ იყო უდაბნოსა, შეერაცხა მათ შაბათობად, ვიდრემდის აღესრულა სამეოცდაათშჳდმეტი წელი.