ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13

ძველი ქართულით (Old Georgian)

მეორე კორინთელთა მიმართ (2 კორ.) 1

1 პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა:

2 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.

3 კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ.

4 რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ.

5 რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენი.

6 რამეთუ გინა თუ ვიჭირვით, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა მათვე ვნებათაჲთა, რომელითა-ესე ჩუენცა გუევნების.

7 და სასოებაჲ ჩუენი მტკიცე არს თქუენთჳს. გინა თუ ნუგეშინის-ცემულ ვართ, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა; უწყით, რამეთუ ვითარცა-იგი ზიარ ხართ ვნებათა მათ ჩუენთა, ეგრეთცა ნუგეშინის-ცემასა.

8 რამეთუ არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთჳს ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხჳა ჩუენ ასიას შინა; რამეთუ გარდარეულად დაგჳმძიმდა ჩუენ უფროჲს ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა.

9 არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,

10 რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ და მიჴსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს.

11 თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს.

12 რამეთუ სიქადული ჩუენი ესე არს, წამებაჲ გონებისა ჩუენისაჲ, რამეთუ სიწრფოებითა და ჭეშმარიტებითა ღმრთისაჲთა და არა სიბრძნითა ჴორციელითა, არამედ მადლითა ღმრთისაჲთა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა, ხოლო უმეტესად-ღა თქუენდა მიმართ.

13 რამეთუ არა თუ სხუასა რასამე მივსწერთ თქუენდა, არამედ რომელსაცა-იგი იკითხავთ და რომელიცა-იგი გიცნობიეს; ხოლო ვესავ, ვითარმედ სრულადცა გულისჴმა-ჰყოთ.

14 ვითარცა-იგი მიცნენით ჩუენ ჟამად-ჟამად, რამეთუ სიქადულ თქუენდა ვართ, ვითარცა თქუენ - ჩუენდა დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.

15 და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად, რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს,

16 და თქუენ მიერ წარსლვაჲ მაკედონიად და კუალად მაკედონიაჲთ მოსლვად თქუენდავე და თქუენ მიერ წარგზავნად ჰურიასტანად.

17 ამას უკუე რაჲ განვიზრახვედ, მცირედ რაჲ-მე ნუუკუე შემერაცხა? ანუ რომელსა-ესე ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავა, რაჲთა იყოს ჩემ მიერ იგი ჰეჲ ჰე და არაჲ - არა?

18 ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჩუენი, რომელი იყო თქუენდა მიმართ, არა იყო ჰე და არა.

19 რამეთუ ძე ღმრთისაჲ, იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა ჩემ მიერ, და ტიმოთეს და სილოანეს, არა იყო ჰე და არა, არამედ ჰე იგი მას შინა იქმნა.

20 რამეთუ რაოდენნი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა არს ჰე იგი და მას შინა ამინი ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ.

21 რომელმან-იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ, და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან,

22 და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა.

23 ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ.

24 არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანა-შემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი, რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ.