ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

ძველი ქართულით (Old Georgian)

პირველი მეფეთა (1 მეფ.) 1

1 იყო კაცი ერთი არმათემს სიფასისასა, მთათაგან ეფრემისთა, სახელი მისი ელკანა, ძე ერემელისა, ძისა ელისი, ძისა თოკესი, ნასეფსა საზღუართა მათ ეფრემისთა.

2 და ესხნეს მას ორ ცოლ და სახელი ერქვა ერთსა მას ანნა და მეორეს - ფენნა. და ესხნეს ფენნას ყრმები, ხოლო ანნას არა ესვა.

3 და აღვიდის კაცი იგი დღითი დღე ქალაქით თჳსით არმათემით წესისაებრ თაყუანის-ცემად უფლისა ღმრთისა ძალთასა და მსხუერპლის შეწირვად სელომს შინა. და მუნ იყო ელი და ორნი იგი ძენი მისნი: ოფნი და ფინეზ, მღდელნი იგი უფლისანი.

4 და ვითარცა მოვიდა დღე შეწირვისა მათისა, შეწირა ელკანა და სცა ფენნას, ცოლსა თჳსსა, და ძეთა თჳსთა და ასულთა თჳსთა ნაწილები.

5 ხოლო ანნას მისცა ერთი ნაწილი, რამეთუ არა ესვა შვილი, და უყუარდა ელკანას ანნა უფროს ფენნაჲსა ამისთჳს, რამეთუ უფალმან დაჴშა საშო მისი,

6 რამეთუ არა ესვა მას შვილი და გულისსიტყუათა გულისა მისისათა იურვოდა იგი ამისთჳს, რამეთუ ბრძანა უფალმან დაჴშვა საშოსა მისისა და არა მოსცა შვილი.

7 ესრე ყვის წლითი წლად აღსლვასა მისსა ტაძარსა მას უფლისასა, წუხნ და ტირნ და არა რას სჭამნ.

8 და ჰრქუა მას ელკანა, ქმარმან მისმან, ანნას. და ჰრქუა მას: აჰა, აქა ვარ, უფალო! ჰრქუა მას ელკანა: რა არს, რამეთუ სტირ და არა სჭამ და განიკაფები? მე არა უმჯობეს ვარა შენთჳს ვიდრეღა ათთა შვილთასა?

9 და აღდგა ანნა შემდგომად პურის ჭამისა მათისა სელომს შინა, წარდგა წინაშე უფლისა და ელი, მღდელი უფლისა, ჯდა საყდართა ზღურბლთა ზედა ტაძრისა მის უფლისათა.

10 და ანნა ურვითა გულისათა ილოცვიდა უფლისა მიმართ ტირილითა და იტყოდა:

11 უფალო ღმერთო, უკუეთუ ხილვით მომხედო მწუხარებასა ამას მჴევლისა შენისასა და მცე მე მკჳდრი მამაკაცი, განგიკუთნო იგი წინაშე შენსა მსახურ აღთქუმისად დღედმდე სიკუდილისა მისისა, ღვინო და მთრვალობისა გემო ვერა იხილოს, მახჳლი ვარსამით არა აღვიდეს თავსა მისსა.

12 და რაჟამს განაგრძო ანნა თაყუანის-ცემა წინაშე უფლისა და ელი მღდელი არა უტევებდა მას სიტყუად, ხოლო იგი ეტყოდა გულსა თჳსსა.

13 და ბაგენი მისნი იძრვოდეს ოდენ, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა, შეესმა მისი უფალსა და ელის მთურალობა ეგონა.

14 ჰრქუა მას ყრმამან ერთმან ელისმან: გთროდის ხოლო? არამედ მირიდე პირისაგან უფლისა და განაქარვე ღჳნო ეგე.

15 მიუგო ანნა და ჰრქუა: არა ეგრე არს, უფალო, არამედ მე დედაკაცი ვარ ურვილი გულითა, რამეთუ ღჳნისა და მთურალობისა გემო ვერა მიხილავს, არამედ განვფენ წინაშე უფლისა ლოცვათა ჩემთა.

16 ხოლო შენ ნუ ეგრე გგონიეს მჴევალი ესე შენი, არამედ დედაკაცი ერთი ასულთაგანი სურსუტთა, რამეთუ სიმრავლითა ურვათა ჩემთათა ვიტყოდე აქამომდე.

17 მიუგო ელი და ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე შენ მშჳდობით! ღმერთმან ისრაჱლისამან მოგეცინ შენ ყოველი თხოვა გულისა შენისა, რაჲცა ითხოო მისგან.

18 და თქუა ანნა: აწღა ვპოე მადლი წინაშე შენსა მჴევალმან შენმან! და წარვიდა ანნა გზასა თჳსსა სიხარულით და შევიდა იგი სახლად თჳსსა, ჭამა და სვა ქმრისა თჳსისა თანა, და პირი მისი არღარა მწუხარე იყო.

19 აღიმსთვეს განთიად თაყუანის-ცემად უფლისა და შეუდგეს გზასა თჳსსა არმათემად და შევიდა ელკანა ცოლისა თჳსისა ანნას თანა, რამეთუ მოიჴსენა იგი უფალმან და მიუდგა.

20 და ჟამსა თჳსსა შვა ძე და უწოდეს სახელი მისი სამოველ, რამეთუ თქუა: უფლისაგან ღმრთისა ძალთასა ვითხოვე ესე.

21 და აღვიდა კაცი იგი ელკანა და ყოველი სახლი მისი შეწირვად მსხუერპლისა სელომსა შინა წესთა მათ ჩუეულებისა მათისათა აღნათქვემთა თჳსთა და ყოველთა ათეულთა ქუეყანისა მისისა შეწირვად, ხოლო ანნა არა აღვიდა მის თანა, რამეთუ ჰრქუა ქმარსა თჳსსა, ვითარმედ მე არა აღვიდე ვიდრე განყენებადმდე ყრმისა ამის ძუძუსაგან, და მაშინ წარვადგინო იგი წინაშე უფლისა და ჯდეს მუნ უკუნისამდე ჟამთა.

22  

23 და ჰრქუა მას ელკანა, ქმარმან მისმან: ეგრე ყავ, რაჲცა სათნო-გიჩნს; ჯედ, ვიდრემდე განაყენო იგი ძუძუსა; ხოლო აღასრულენ უფალმან ყოველი თხოვა შენი! და დაჯდა დედაკაცი იგი და პოხდა ყრმასა მას ვიდრე განყენებადმდე ძუძუსა.

24 და შემდგომად მისა აღვიდა იგი სელომად და თანაწარიბა მან ზვარაკი ერთი სმნიერი და პური და გრივი ერთი სამინდო და საწდითა ღჳნო და შევიდეს ტაძარსა მას უფლისასა სელომს და ყრმაცა იგი მათ თანა.

25 და წარუდგინეს წინაშე უფლისა და დაკლა მამამან მისმან ზვარაკი იგი და შესწირეს მსხუერპლი უფლისა წესისაებრ პირველისა, რომელ შესწირიან წინაშე უფლისა და წარუდგინეს ყრმა იგი უფალსა, და რამეთუ დაიკლა ზვარაკი იგი ცხოვრებად ყრმისა მისთჳს.

26 და მიიყვანა დედამან მისმან ყრმა იგი ელი მღდელისა და ჰრქუა: გევედრები, უფალო ჩემო, ცხოველ არს სული შენი; მე ვარ დედაკაცი იგი, რომელი წარმოდგომილ ვიყავ შენ წინაშე

27 შეწირვად ლოცვათა ჩემთა უფლისა მიმართ, რამეთუ ვილოცევდი ყრმისა ამისთჳს. და მომცა მე უფალმან თხოვა იგი ჩემი, რომელი ვითხოვე მისგან.

28 აჰა ესერა, დგეს ესე წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა მსახურებად უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა! და ილოცა ანნა და თქუა: