ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

ახალი ქართულით (The new Georgian)

პირველი მეფეთა (1 მეფ.) 1

1 იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა ელკანა, ძე იეროხამისა, ელიჰუს ძისა, თოხუს ძისა, ცუფის ძისა, ეფრათელი.

2 ორი ცოლი ესვა: ერთს ერქვა ხანა, მეორეს - ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.

3 ყოველ წელიწადს ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან ცაბაოთ უფლისათვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირავად სილოამში, სადაც ელის ორი ვაჟი ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდლები იყვნენ.

4 შესწირავდა მსხვერპლს ელკანა და მისცემდა ხოლმე წილს ფენინას, თავის ცოლს და მის ვაჟებსა და ასულებს.

5 ხანას კი ზედმეტ წილს აძლევდა, რადგან უყვარდა ხანა, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.

6 მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა.

7 ასე იქცეოდა კაცი ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახლში ადიოდა; და ფენინა აწუხებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.

8 ელკანა, მისი ქმარი, ეუბნებოდა: ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?

9 ადგა ერთხელ ხანა სმა-ჭამის შემდეგ სილოამში. ელი მღვდელი კი საკარცხულზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.

10 სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.

11 აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.

12 დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ხოლო ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა.

13 რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა, ბაგეებს ამოძრვებდა, ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ელიმ.

14 უთხრა ელიმ: რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოიფხიზლე ღვინისგან.

15 მიუგო ხანამ და უთხრა: არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს.

16 უგვანი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მორჩილი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენხანს.

17 მიუგო ელიმ და უთხრა: წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთი აგისრულებს სათხოვარს, რასაც მოითხოვ მისგან.

18 თქვა ქალმა: ნეტავ მადლი პოვოს შენმა მორჩილმა შენს თვალში. და წავიდა ქალი თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე.

19 ადგნენ დილაადრიანად და თაყვანი სცეს უფალს. როცა დაბრუნდნენ რამათს და მივიდნენ თავიანთ სახლში, მეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.

20 ერთი წლის შემდეგ დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან: უფალს გამოვთხოვეო იგი.

21 წავიდა კაცი ელკანა მთელი თავისი სახლითურთ უფლისათვის ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად.

22 ხანა არ წასულა, უთხრა ქმარს: როცა ძუძუს მოსწყდება, მაშინ წავიყვან. გამოცხადდება უფლის წინაშე და სამუდამოდ იქ დარჩება.

23 უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: ისე მოიქეცი, როგორც გერჩიოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე. იღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი ნათქვამი. დარჩა ცოლი და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა.

24 როცა გამოზარდა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, სილოამში. თან სამი კურატი, ერთი ეფა ფქვილი და ერთი ტიკი ღვინო წაიტანა. ჯერ კიდევ ჩვილი იყო ყმაწვილი.

25 დაკლეს კურატი და ელის მიუყვანეს ყმაწვილი.

26 თქვა ქალმა: იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი, შენს ახლოს, და უფალს ვევედბებოდი.

27 ამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და, აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რასაც ვთხოვდი.

28 ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული. და თაყვანი სცა იქ უფალს.