ძველი ქართულით (Old Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. esteri. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

ძველი ქართულით (Old Georgian)

მესამე მეფეთა (3 მეფ.) 1

1 და დავით მეფე დაბერდა და მიიწია წესსა ჟამთა თჳსთასა და შემოსიან იგი სამოსლითა და ვერ განტფის.

2 მაშინ ჰრქუეს მას მონათა მისთა: მოვგვაროთ უფალსა ჩუენსა ქალწული ერთი მცირე და დადგეს იგი წინაშე მეფისა, და იყოს იგი მისა მოღუაწედ, და განატფობდეს მეფესა მარადის.

3 და მოიძიეს ქალი ერთი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა და პოვეს აბისაკ სომანიტელი ქმნულკეთილი ფრიად და მოიყვანეს მეფისა თანამწოლ და მსახურად.

4 და იყო ქალი იგი შუენიერ ფრიად და ატფობდის მეფესა და მსახურებდა მას, და მეფემან არა რა იცოდა მის თანა.

5 ადონია აგითასმან აღიღო თავი თჳსი მეფედ დავითის წილ და მოიგო ეტლები და მჴედრები და წინამცორვალები ერგასის ოდენ.

6 და მამამან არასადა შერისხნა, ვითარმედ: რად ეგრე ჰყავ, ანუ რად იქმ მაგასა? და იყო იგი ქმნულკეთილ პირითა, რამეთუ აბესალომის შემდგომად შობილ იყო.

7 და ზრახვა მისი იყო იოაბის თანა ძისა შარუასსა, და აბიათარცა მღდელი შემწე იყო მისა.

8 და სადუკ მღდელი და ბანეა, ძე იოადისი, და ნათან წინაწარმეტყუელი და სემეი და რეი და ძენი ძლიერებისა დავითისანი არა იყუნეს ადონიასა თანა.

9 ხოლო იყუნეს ადონიასნი ცხოვარნი, ზროხანი და კრავნი ფრიად ლოდსა მას თანა სელათისასა, რომელი-იგი არს მახლობელად ჰრობელსა, და უწოდა ყოველთა ძმათა მისთა, ძეთა მეფისათა, ყთველსა კაცსა იუდასასა, მსახურთა მეფისათა.

10 და ნათან წინაწარმეტყუელსა და ბანასე და ძლიერთა დავითისთა და სოლომონს, ძმასა თჳსსა, არა მიჰხადა.

11 და მოვიდა ნათან ბერსაბესა, დედისა სოლომონისა, და ჰრქუა: არა გასმიესა ესე შენ, რამეთუ მეფედ დადგა ადონია, ძე აგითაისი, და უფალმან ჩემმან, დავით მეფემან, არა იცოდა.

12 აწ ისმინე სიტყუაჲ ესე ჩემი, რომლითა სცხონდე შენ და ძე შენი სოლომონ.

13 და შევედ შენ წინაშე მეფისა და არქუ მას, ვითარმედ: შენ, უფალი ჩემი მეფე, ეფუცე მჴევალსა შენსა ღმრთისა მიმართ და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდეს ჩემსა შემდგომად, და იგი დაჯდეს საყდართა ჩემთაო, და აწ, ესერა, მეფე არს ადონია.

14 და ვიდრე შენ მაგასა იტყოდი ოდენ, მე შემოვიდე შენ თანა და დავამტკიცო სიტყუაჲ შენი.

15 და შევიდა ბერსაბე წინაშე მეფისა. და მეფე მოხუცებულ იყო ფრიად და აბისაქ სომანიტელი დგა წინაშე მეფისა მსახურად.

16 დავარდა ბერსაბე და დამხედ თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მეფემან: რა გიჴმს შენ?

17 მიუგო ბერსაბე მეფესა და ჰრქუა: უფალო ჩემო მეფე, შენ ჰფუცე უფლისა მიმართ ღმრთისა და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდესო შემდგომად ჩემსა, და იგი დაჯდესო საყდართა ჩემთა.

18 და აწ, ეგერა, ადონია მეფედ დადგა და შენ, უფალმან ჩემმან, მეფემან, არა უწყი.

19 და დაუკლავს მას ზროხა და ცხოვარი და ტარიგნი დიდძალი და მოუხადიან ყოველნი ძენი მეფისანი და აბიათარ მღდელი და იოაბ სპასპეტი, და სოლომონ, მონა შენი, არა მიხადეს.

20 და შენ მიერ თუ არს სიტყუაჲ ესე, უფალო ჩემო, მეფე, განცხადებულ იყავნ, ვინ დაჯდეს საყდართა უფლისა ჩემისა მეფისათა შემდგომად მისა.

21 და იყოს, რაჟამს შეისუენოს უფალმან ჩემმან, მეფემან, ვიპოვნეთ მე და სოლომონ შეცოდებულ.

22 და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მი-ხოლო-ვიდა ნათან წინაწარმეტყუელი კართა ზედა.

23 და უთხრეს დავითს, ვითარმედ: ნათან წინაწარმეტყუელი კართა დგას. და ვითარცა შევიდა ნათან წინაშე დავითისა და დამხედ თაყვანი-სცა მეფესა.

24 და ჰრქუა ნათან: უფალო ჩემო, მეფე, შენ ესრეთ ბრძანეა, ვითარმედ ჩემსა შემდგომად მეფობდეს ადონია და დაჯდეს საყდარსა ჩემსა?

25 რამეთუ შთამოვიდა დღეს და დასწყჳდნა ზროხა და ცხოვარი და კრავები ფრიად, და უხდიან ყოველნი ძენი მეფისანი და იოაბ სპასპეტი შენი და აბიათარ მღდელთმოძღუარი და მთავარნი შენნი, იშუებენ და იხარებენ წინაშე მისა და იტყჳან, ვითარმედ: ცხოვნდინ მეფე ადონია.

26 და მე, მონა შენი, და სადუკ მღდელთმოძღვარი და ბანეა, ძე იოადისი, და სოლომონ, ძე შენი, არა მიუყვანებიან.

27 და შენ მიერ თუ იყო ესე, რასა არა მაუწყე ჩუენ, მონათა შენთა, ვინ დაჯდეს საყდართა მათ უფლისა ჩუენისათა შენსა შემდგომად?

28 მიუგო დავით და ჰრქუა: შემოუწოდეთ ბერსაბეს! და შემოვიდა ბერსაბე წინაშე მეფისა.

29 ფიცად იწყო მეფემან და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან მიჴსნა მე ყოველთაგან ჭირთა ჩემთა.

30 რამეთუ, ვითარცა-იგი პირველად ვეფუცე უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, ვითარმედ სოლომონ, ძე ჩემი, მეფობდეს ჩემსა შედეგად და იგი დაჯდეს საყდართა ჩუენთა, ეგრეცა ვყო დღეს დღე.

31 და ბერსაბე დამხედ თაყუანი-სცა მეფესა და თქუა: უკუნითი [უკუნისამდე] ცხონდი, მეფე დავით.

32 და მოუწოდა მეფემან სადუკს მღდელსა და ნათანს წინაწარმეტყუელსა და ბანეას, ძესა იოადისასა, და შემოვიდეს იგინი წინაშე მეფისა.

33 და ჰრქუა მათ: წარიყვანენით თქუენ თანა მონანი უფლისა თქუენისანი და აღსვით სოლომონ, ძე ჩემი, საყდარსა ჩემსა და შთავედით გეონად.

34 და სცხედ მას მეფედ კურთხევად სადუკ მღდელმან და ნათან წინაწარმეტყუელმან ყოველსა ზედა ისრაჱლსა, და ნესტუსა დაბერეთ და თქუთ: უკუნისამდე ცხოვნდინ მეფე სოლომონ!

35 და აღმოვედინ აქავე და თქუენ მის თანა, და შემოვიდეს იგი და დაჯდეს იგი საყდართა ჩემთა. და იგი მეფობდეს ჩემ წილ და მას მივსცე ბრძანება, რათა მეფობდეს იგი ყოველსა ზედა იუდასა და ისრაჱლსა.

36 სიტყუად იწყო ბანეა, ძემან იოადისამან, მეფისა და ჰრქუა: იყავნ ეგრე! და დაამტკიცა უფალმან ღმერთმან უფლისა ჩუენისა, მეფისა.

37 და ვითარცა იყო უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა, მეფისა თანა, ეგრეცა სოლომონის თანა. და დაამტკიცენ საყდარი მისი, ვითარცა დაამტკიცა უფალმან საყდარი შენი უფლისა ჩემისა, მეფის დავითისი.

38 და შთავიდა სადუკ მღდელი და ნათან წინაწარმეტყუელი და ქერეთი და ოფელეთი. და აღსვეს სოლომონ ზედა საჴედარსა მეფისა დავითისასა და შთავიდეს გეონად.

39 და მოიღო სადუკ ამპოლი ზეთისა კარვით და სცხო სოლომონს და დაბერეს ნესტუსა რქისასა და თქუა ყოველმან ერმან: უკუნისამდის ცხოვნდინ სოლომონ მეფე!

40 და მსახურნი იგი მეფისანი სცემდეს ნესტუსა და როკვიდეს და ძნობდეს წინაშე მეფისა და იხარებდეს სიხარულითა დიდითა. და ოხრიდა ქუეყანა ჴმითა მით ღაღადებისათა.

41 და ესმა ადონიას და ყოველსა ერსა, რომელ-იგი მის თანა იყო და დასცეს შვება იგი მათი და ესმა იოაბს და თქუა: რა არს ჴმაჲ ესე ოხრისა ქალაქსა ამას შინა?

42 და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა ოდენ, მი-ხოლო-ვიდა იონათან, ძე აბათაქ მღდელთმოძღურისა, და ჰრქუა მას: ადონია, შემოვედ შინა, რამეთუ კაცი კეთილი ხარ და სიტყუაჲ კეთილი მოგაქუს.

43 მიუგო იონათან და ჰრქუა ადონიას: უფალმან ჩემმან, დავით მეფემან, მეფედ დაადგინა სოლომონ.

44 და მიავლინა მის თანა სადუკ მღდელი და ნათან წინაწარმეტყუელი და ბანეა, ძე იოადისი, და ქერეთი და ოფელტი. და აღსვეს იგი საჴედარსა მეფისასა.

45 და სცხეს მას მეფედ სადუკ მღრდელმან და ნათან წინაწარმეტყუელმან გეონსა შინა, და აღმოვიდენ მუნით, სიხარულითა და ოხრიდა ქუეყანა განცხრომით. ესე იგი ჴმა არს, რომელი გესმოდა თქუენ.

46 და დაჯდა სოლომონ საყდართა მათ მეფისათა.

47 და შევიდა ერი იგი და აკურთხევდეს უფალსა ჩუენსა დავითს და ჰრქვეს მას: დიდებულ-ყავნ უფალმან სახელი ძისა შენისა სოლომონისი უფროს სახელისა შენისა და აღიმაღლენ საყდარი მისი უფროს საყდრისა მაგის შენისა. თაყუანი-სცა მეფემან ცხედართა თჳსთა ზედა.

48 და ესე თქუა მეფემან: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან მომცა მე დღეს ნაშობისაგან მუცლისა ჩემისა დაჯდომად საყდართა ჩუენთა და მიჩუენა თუალთა ჩემთა მხილვარეთა.

49 და ვითარცა ესმა ესე მათ ყოველთა, განკრთეს და აღდგეს ყოველნი, რომელნი პურად სხდეს ადონიასა თანა, და წარვიდეს თჳთოეულად გზასა თჳსსა.

50 და ადონიას შეეშინა სოლომონ მეფისაგან, აღდგა და შევიდა კარავსა მას უფლისასა და მოეხვია საკურთხეველსა მას უფლისასა.

51 და უთხრეს სოლომონს, ვითარმედ შეეშინდა ადონიას მეფისაგან სოლომონისა და მოხვეულ არს საკურთხეველსა უფლისასა და იტყჳს: მეფუცენ მე დღეს მეფე სოლომონ, რათა არა მომკლას მახჳლითა მონა ესე თჳსი.

52 მიუგო სოლომონ და ჰრქუა: უკუეთუ ბრძენი იყოს იგი სიტყჳთა და მართალი დგეს ჩემ თანა, არა მოკუდეს იგი, უკუეთუ ბოროტი რამე ყოს ჩემ თანა, მოკუდეს.

53 და მიავლინა მეფემან სოლომონ მოციქულნი და მოიყვანეს საკურთხეველისა მისგან და შევიდა ადონია წინაშე მეფისა და თაყუანი-სცა მას და ჰრქუა სოლომონ: გვალე, მივედ სახიდ შენდა!